მსევანი
მსევანი,[1][2][3] წითელფეხა ჭოვილო,[4] წითელფეხა მენაპირე[5] (ლათ. Tringa totanus) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 28 სმ, მასა 120 გ, ფრთის შლილი 50 სმ. სხეულის ზედა ნაწილი შეფერილია მურა-რუხად, აყრია ჭრელი ლაქები, ხოლო ქვედა — თეთრად. ფეხები ნარინჯისფერ-წითელია. გავრცელებულია ევრაზიაში, სამხრეთი ტაიგიდან ნახევარუდაბნოებამდე, დასავლეთით ტყეტუნდრამდე აღწევს, აღმოსავლეთში არეალი წყვეტილია; გვხვდება საქართველოშიც,[2] სადაც მობუდარია.[3] ბინადრობს ნესტიან მდელოებზე, ბალახოვან ჭაობებში და ტბის ნაპირებზე, გვხვდება მთის ტუნდრაში, 4000 მ სიმაღლემდე. იზამთრებს ევრაზიის სამხრეთ ნაწილში, აფრიკის სანაპიროების გასწვრივ. ხშირად ბუდობენ ჯგუფებად, იშვიათად — მეთოვლიასებრთა კოლონიებში. დედალი დებს 4 კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი. გადაფრენას ივლისში იწყებენ და შემოდგომამდე აგრძელებენ. სანადირო ობიექტია, ეტანება სასოფლო-სამეურნეო მიწებს.
მსევანი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ზამთრის შეფერილობა | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Tringa totanus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22693211 | |||||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Коблик Е. А. ТРАВНИК // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 327.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 83, 140, 232.
- ↑ 2.0 2.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 651.
- ↑ 3.0 3.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 330.
- ↑ ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 140, 177.
- ↑ გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 146, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8