პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

დათო1010 20:03, 25 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ფაილები და ვიკიპედიის სხვა წესები რედაქტირება

გაუმარჯოს. მოხარული ვარ, რომ ვიკიპედიაში მუშაობა გადაწყვიტეთ, კარგადაც გამოგდით, თუმცა, მაქვს შენიშვნები. ვიკიპედიაში მკაცრად რეგულირდება ფაილების ლიცენზირების საკითხი — ვერ ატვირთავ იმ ფაილს, რომელიც უბრალოდ მოგწონს. მას ესაჭიროება შესაბამისი ლიცენზია; გარდა ამისა, თუ ფაილი ხელმისაწვდომია ვიკისაწყობში, უნდა გამოიყენო იქიდან, დაუშვებელია მისი ადგილობრივად, ვიკიპედიაში ატვირთვა. ამის მაგალითია ეს ფაილი, რომელიც ვიკისაწყობში არსებობს, თქვენ კი მაინც ატვირთეთ ადგილობრივად. ასევე, ზოგიერთ სტატიაში უკვე იჯდა ლიცენზირების შესაბამისი წესების დაცვით ატვირთული ფაილი, თქვენ კი მხოლოდ იმიტომ, რომ ალბათ არ მოგწონდათ, სხვა ატვირთეთ, ულიცენზიოდ. რაც შეეხება ლიცენზირების საკითხებს, მაგალითისათვის იხილეთ ეს ფაილები: ფაილი 1, ფაილი 2. თუ რამე ვერ გაიგოთ, მკითხეთ. წარმატებები! — Mikheil მიწერა 23:03, 22 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

პრობლემები რედაქტირება

წერის სტილი რედაქტირება

გამარჯობა! კარგია, რომ სტატიები შემოგაქვთ, მაგრამ დაიცავით ქართული ენის ნორმები! წერეთ გამართულად, ელემენტარული სასვენი ნიშნები მაინც დასვით. წერტილიც კი არ ზის წინადადების ბოლოს. ახლა გავასწორებ თქვენს სტატიას, მაგრამ თუ კვლავ შემოიტანთ მსგავს გაუმართავ ტექსტს, დაუყოვნებლივ წაიშლება. — Mikheil მიწერა 21:43, 19 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

გაბი ესპინო რედაქტირება

გამარჯობა! საქართველო ასეთ სტატიებში სახსენებელი არ არის; ეს გოგონა მხოლოდ საქართველოს არ ეკუთვნის. აგრეთვე, რას ქვია წლის საუკეთესო მსახიობი ?! წინადადებები გამართეთ ხოლმე და გაითვალისწინეთ, რომ ვიკიპედია არის ენციკლოპედია არა ფორუმი ან რიგით საიტი ! გმადლობთ!. - ოთოჯი განხილვა 12:01, 24 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

ძვირფასო იამირა იგივე გაბი ესპინოში სურათი არასწორად გქონდათ ჩასმული, ჯერ უნდა გაარკვიო რა როგორ კეთდება და მერე იმოქმედო, რომ მიადექი და 30 სტატიას არედაქტირებ, ერთი მაინც გააკეთე შეხედე, რომ კარგად გამოგივიდა და მერე გააგრძელე. თან ეს სურათი ქომონზე აგიტვირთიათ და პირადი ნამუშევარი დაგიწერიათ, კარგია თუ მაგის ბედნიერება გქონდათ მაგრამ არამგონია, შესაბამისად თქვენი სურათი მალე წაისლება და სტატიაში ცარიელი ადგილი დარჩება. ასევე სტატიაში ანა ბრენდა კონტრერასი ტექსტი ამოგიშლია, როგორც ვნახე სრულიად უმიზეზოდ, მოკლედ გთხოვ მსგავსი საქციელისგან თავი შეიკავოთ, თორემ თქვენი საქციელი დაისჯება ანგარიშის და IP მისამართის დაბლოკვით. თუ რაიმე შეკითხვები გაქვს იკითხე და ყველა დაგეხმარება, მთავარია არ დაამახინჯო აქაურობა.--GagaVaa 16:17, 27 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

გაფრთხილება რედაქტირება

გამარჯობა. უკვე მოგეცათ გაფრთხილება - წერეთ გამართული და გასაგები ენით. თუ ენასთან პრობლემები გაქვთ, ეს არის საპატიო მიზეზი იმისთვის, რომ გაუმართავი წინადადებები შემოიტანოთ. გვაქვს ფორუმი, სადაც შეგიძლიათ დატოვოთ თხოვნა, ამა თუ იმ მასალის თარგმნაზე --Henry (მომწერეთ) 11:57, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

ბოლო გაფრთხილება რედაქტირება

ულიცენზიო ფაილების შემოტანა არის ვიკიპედიის წესების დარღვევა. ატვირთვის გვერდზე წაიკითხეთ, რა ინსტრუქციები წერია. ეს არის ბოლო გაფრთხილება. --Henry (მომწერეთ) 12:20, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

Warning / ყურადღება

  The article you've added to Georgian Wikipedia or edit has been/will be deleted, since you are using unclear Georgian language. The online translator you've probably used produces partially wrong translations. According to our policy, usage of online translators without checking the quality of the final output is not allowed and might even result in blocking your account.

თქვენი რედაქტირება წაიშალა ან წაიშლება, ვინაიდან იგი გაუმართავ ენაზეა. ონლაინ-თარჯიმანი, რომელსაც სავარაუდოდ იყენებთ, ნაწილობრივ მცდარ თარგმანს აწარმოებს. მოქმედი წესების მიხედვით, ონლაინ-თარჯიმნების გამოყენება სტატიის საბოლოო ვერსიის შემოწმების გარეშე დაუშვებელია და შესაძლოა, გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის დაბლოკვა.

Henry (მომწერეთ) 18:20, 13 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი