პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

Abandoner განხილვაწვლილი 19:02, 16 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

როგორ გამოვაქვეყნო?

რედაქტირება

გამარჯობა, მაქვს ტარიელ სუარზე სრული ბიოგრაფია, მის მიერ მოწოდებული, როგორც ვიცი მუსიკოსებზე 3 მოდერატორი წერს, რომ მოგაწოდოთ ტექსტი, დაწერთ? TheLukaChapodze განხილვაწვლილი 20:29, 26 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

მოდერატორი არა, ჩვეულებრივი რედაქტორები ვართ. მოდერაცია აქ არ არის, მხოლოდ ადმინისტრაციაა. გზავნილებს სხვებთან საკუთარ განხილვაში არ ვწერთ, მაგრამ გიპასუხებთ აქ - ეს დაგეხმარებათ - ვიკიპედია:სტატიის ოსტატი --Abandoner განხილვაწვლილი 20:37, 26 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

ხოლო სტატიის სტანდარტებზე მორგებას უკვე მივხედავთ. --Abandoner განხილვაწვლილი 20:37, 26 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

მოკლედ, ვნახე "სტატიის ოსტატი", მაგრამ ვერაფერი გავიგე, ვერც გამოვაქვეყნე, არ ვიცი როგორ ვქნა, არადა ტარიელ სუარმა დამავალა, ვინმე დამეხმარება? არ ვიცი, როგორ უნდა სხვანაირად დაწერა, კითხვის, თორემ ფორუმზე არ დავწერდი.

TheLukaChapodze განხილვაწვლილი 20:40, 26 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

რა სტატიაც ბოლოს შექმენით, გადავიტანე სწორ სახელწობაზე და ვარედაქტირებ. არავიკიპედიური ტიპის ტექსტებია "შესანიშნავი" და ა.შ., რაც არღვევს ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისის წესს. დანარჩენი რაც არის, დარჩება, მაგრამ მოგვიანებით პრესიდან წყაროების შემოტანა საჭირო გახდება. --Abandoner განხილვაწვლილი 20:43, 26 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა, რომ არედაქტირებთ და აქვეყნებთ მასალას, დაახლოებით როდის გამოქვეყნდება სრულად? და კიდევ, თქვენ ვინც ეხლა მწერდით, ბოტი ხართ, თუ ინლაინ რედაქტორი? TheLukaChapodze განხილვაწვლილი 20:46, 26 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

ბოტები აქ არიან, მაგრამ ჩვენ - არა :) აქაური ბოტები სხვანაირად მუშაობენ და ფარულად, ზოგადი უკანასკნელი რედაქტირებების სიაში გამოჩენის გარეშე - ისევ და ისევ რედაქტორების მართვით (მაგალითად, თუ დიდი რაოდენობით გრამატიკული შეცდომებია, ვუწერთ ბოტს, რა შეასწოროს და როგორ). სტატიას უკვე ვარედაქტირებ, ერთი 20 წუთი კიდევ ვიმუშავებ მასზე, ხვალ გავაგრძელებ. პირადად მაინტერესებს, რომ დავასრულო. თქვენი შემთხვევა დაახლოებით ახლოს არის ბეთლემი (ჯგუფი) - ამ სტატიის სიტუაციასთან. აღნიშნულ სტატიას წერდა თავად ჯგუფის წევრი და ამიტომ რთულია, ბევრი საკამათო საკითხის წყარო მოიძიო, მაგრამ ვინაიდან უკანასკნელი წლების ინტერნეტ-პრესაში რაღაც-რაღაცები წერია, საჭირო სახით ჩავსვამ სტატიაში, რომ სქოლიოს სახით სულ ბოლოს გამოჩნდეს, როგორც ამას მოითხოვს წესები. --Abandoner განხილვაწვლილი 20:52, 26 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

Abandoner, თუ შეიძლება, კიდევ გამოვაქვეყნებ მასალას, რაც დამატებით გამომიგზავნა, კიდევ არის რაღაცები მისი ოჯახის წევრების შესახებ, იასთან ურთიერთობის და ა.შ, ამას ყველაფერს ვაქვეყნებ "ოსტატი" - ს, დახმარებით.

TheLukaChapodze განხილვაწვლილი 20:56, 26 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

დამატებებს ნუ ქმნით ცალკე სტატიის სახით. გამოიყენეთ ეს გვერდი - მომხმარებელი:TheLukaChapodze/სავარჯიშო და აქ ჩაწერეთ ყველაფერი. მერე შევადარებ და გადავიტან ახალ დეტალებს თავად სტატიაში. --Abandoner განხილვაწვლილი 21:01, 26 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

ტარიელის ბიოგრაფიას, შეიძლება რომ თან ფოტოც დაურთოთ? შეგიძიათ, Google დან აარჩიოთ, რომელიც შეესაბამება ვიკიპედიის სტანდარტებს. TheLukaChapodze განხილვაწვლილი 21:09, 26 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

თქვენ რომელიც გსურთ და მიმითითებთ, ჩავსვამ. აქ სპეციფიკური წესებია, ყველანაირი ფოტოს ატვირთვა არ შეიძლება ან თუ ავტვირთავთ, უნდა მივუთითოთ, საიდან არის და რა უფლებით ვტვირთავთ. თუ ავტორი არ ვიცით, ვუთითებთ, რომ უცნობია და უბრალოდ ვაღიარებთ, რომ ფაილი არ არის თავისუფალ მოხმარებაში, მაგრამ ვეთანხმებით ამას და ვადასტურებ რომ მხოლოდ ილუსტრირებისთვის ვიყენებთ. დაახლოებით ასეა. სურათს დავურთავ, მეტიც - ინფოდაფას გავუკეთებ, როგორც ეს მუსიკოსების სტატიებშია. მოკლედ, ხვალ ვაგრძელებ. --Abandoner განხილვაწვლილი 21:13, 26 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა, რომ ასე ოპერატიულად და ანაზღაურების გარეშე, უანგაროდ აკეთებთ ამას. - ამ დროსაც, კი.

TheLukaChapodze განხილვაწვლილი 21:21, 26 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

სამწუხაროდ, ამ საიტზე ვერ მივხვდი როგორ გამოგიგზავნოთ ფოტო, ტარიელის, რომელიც მინდა რომ ინფოდაფაზე დაურთოთ, იქნებ მასწავლოთ, ან ვიკიპედიას ელ-ფოსტის მისამართზე გამოვგზავნო ფოტო. TheLukaChapodze განხილვაწვლილი 21:27, 26 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

თუ შეიძლება, ტარიელის ინფოდაფაზე, მუსიკოსის ჟანრში: კლასიკური გიტარა მიუთითეთ. TheLukaChapodze განხილვაწვლილი 21:31, 26 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

სალამი. ვიკიპედია მოხალისეობრივი პროექტია, ეს კარგად არის განმარტებული აქ - ვიკიპედია. ერთი წამითაც არ უნდა ახსენოთ "უანგარობა". გამოგზავნა არ უნდა, დამილინკეთ, თუ გუგლში ნახეთ. კლასიკურ გიტარას რაც შეეხება, წყაროებს გადავქექავ. როგორც მუსიკის ჟანრი, ოფიციალურად კლასიფიცირებული ვერ ვნახე (სხვა ვიკიპედიებში). --Abandoner განხილვაწვლილი 06:42, 27 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

Abandoner, აი ეს ფოტო განათევსეთ, თუ შეიძლება ინფოდაფაზე. https://www.google.ge/search?q=%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A+%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98&rlz=1CDGOYI_enGE746GE746&hl=en-US&prmd=ivmn&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwj3hZKjy97XAhXNy6QKHdfwDMwQ_AUIEigB&biw=414&bih=660#imgrc=KTc4pKBvNSGF3M: TheLukaChapodze განხილვაწვლილი 10:53, 27 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

ეგ არის, მზადაა. თქვენ მიერ დამატებულ ტექსტს გადავხედავ და ჩავამატებ. მანამდე იხილეთ ტარიელ სუარი და აუცილებლად იხილეთ ესეც. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველა ვიკიპედიაში არსებული ნეიტრალური თვალსაზრისის პრინციპის დაცვის გამო ამოღებული იქნა ისეთი ტექსტები, როგორიც არის:

მაგრამ პაპარაცებისა და პრესის მიერ ახალშეუღლებული წყვილის მიმართ დაინტერესება იმდენად დიდია, რომ ყოველ ნაბიჯზე ვრცელდება მათზე ჭორებზე  2013-2014 წლებში ძნელად წარმოსადგენია საქართველოში ადგილი სადაც ია ფარულავასა და ტარიელ სუარის შესახებ არ საუბრობენ სამსახურში, ბაღებში, სკოლებში. შედეგად პრესისა და მასმედიის რეიტინგების მიხედვით მათ ყველა პოლიტიკოსსა და საზოგად მოღვაწეს გაუსწრეს პოპულარობით. რაც იმდენად მძიმე ტვირთი აღმოჩნდა მათთვის რომ რომ იძულებული გახდნენ საზოგადოების წინაშე განეცხადებინათ რომ საჯაროდ ისინი პირადზე აღარ ისაუბერებენ.

აგრეთვე ასეთი ტექსტებიც:

ყველა დროის ყველაზე ცნობილი და მაესტროდ წოდებული

სამწუხაროდ, მსგავსი ტექსტები არავიკიპედიურია. თუ სადმე ელექტრონულ პრესაში ნახსენებია, რომ ვიღაც მესამე პირმა (მაგალითად, მუსიკალურმა კრიტიკოსმა) სუარს უწოდა "მაესტრო", მაშინ ასეთი ტექსტი დასაშვებია, დაბრუნდეს, მაგრამ წყაროს მითითებით. იგივე ეხება "საქართველოს დივად წოდებულ ია ფარულავას" - გასაგებია, რომ ვიღაც უწოდებდა, მაგრამ ეს სტილიც ვიკიპედიისთვის ზედმეტია. და საერთოდ - მთლიანი სტატია საგაზეთო სტილის იყო, რის გამოც გადამუშავდა. ეს ნიშნავს, რომ დარჩა მხოლოდ ფაქტები, არავითარი შეფასებები (დიადი, საოცარი, შესანიშნავი).

აქვე - კარგი იქნება, რამე ინფორმაცია შევიტანოთ იმ სამი ალბომის შესახებ, რომლებიც გამოიცა. მე ვეძებდი და ვერ ვიპოვე. ალბათ, შეზღუდული ტირაჟია. ამ შემთხვევაში მაინც კარგი იქნება, სახელწოდებები ვიცოდეთ. სტატიაში აგრეთვე არის ბევრი ფაქტი, რომლის წყაროს მოძიება ზოგადად რთულია - დაბადების წლით დაწყებული. მშობლებსაც იგივე ეხება, მაგრამ ამის გამო ამ ინფორმაციას სტატიიდან ვერ ამოვშლით.

ამრიგად - სტატია ატარებს ენციკლოპედიურ ხასიათს და ფორმულირებულია ისე, როგორც ეს ვიკიპედიის სტანდარტებს სჭირდება. --Abandoner განხილვაწვლილი 11:15, 27 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

p.s. უკვე შევიტანე რაღაცები თქვენი დამატებებიდან --Abandoner განხილვაწვლილი 11:23, 27 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

კიდევ ერთხელ - "კლასიკური გიტარისტი" არ არის ჟანრი. ჟანრი არის ტერმინები როკი, პოპი, ელექტრონული მუსიკა, ემბიენტი, კლასიკური მუსიკა, ჰიპ-ჰოპი და ასე შემდეგ. "კლასიკური გიტარისტი" არის საქმიანობა. გარდა ამისა - რას ნიშნავს "ასე მოისურვა"? ასე თუ მოისურვებს ნებისმიერი ადამიანი, მის შესახებ არაფრის წერა არ შეიძლება ვიკიპედიაში. მაგალითად, შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს, რომ მას აღნიშნავენ, როგორც ქველმოქმედს, მაგრამ თუ ის ქველმოქმედებით არის დაკავებული, რატომ არ უნდა აღინიშნოს ეს? მაშინ საერთოდ არ უნდა იყოს სტატიაში ნახსენები, თუ რას საქმიანობს იგი მუსიკის გარდა. ველში "საქმიანობა" აღინიშნება ყველა ის საქმიანობა, რითაც პიროვნება არის ცნობილი და "ქველმოქმედის" დამალვა რას გვაძლევს? ძირითად სტატიაში ხომ ისედაც ხაზგასმულია. --Abandoner განხილვაწვლილი 13:07, 27 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

დიდი ბოდიში, მეც დამღალა უკვე, თქვენ ცალკე, თუ მოხერხებადია, გთხოვთ ია ფარულავაზე მისი ბიოგრაფიიდან, ყველაფერი წაშალეთ, უკანასკნელად შეგაწუხეთ. TheLukaChapodze განხილვაწვლილი 13:09, 27 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

ია ფარულავაზე? ანუ პირად ცხოვრებაზე? კეთილი. ამას გავაკეთებ, ვინაიდან ამის უფლება, ასე თუ ისე, გვაქვს. პირად ცხოვრებაზე წერას არავინ გვავალდებულებს და თუ ეს დეტალი არ იქნება ნახსენები, ამით წესები არ ირღვევა. --Abandoner განხილვაწვლილი 13:11, 27 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

-=== ვიკიპედიაში სტატიის/ბიოგრაფიის გამოქვეყნება ==

გამარჯობა, მაინტერესებს გიო (გიორგი) ჯობავაზე, ვიკიპედიაში სტატია რომ გამოვაქვეყნო, როგორც საზოგადო მოღვაწე, დააკმაყოფილებს თქვენს სტანდარტებს? თუ, არ არის საკმარისად ცნობილი? ასევე, რომ დაარედაქტიროთ, შეგიძლიათ? გამოქვეყნების შემდეგ? მადლობა, წინასწარ. TheLukaChapodze განხილვაწვლილი 16:46, 17 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი

მომხმარებლის განხილვა:Abandoner აქ მომწერეთ ხოლმე პირდაპირ - იმიტომ, რომ როდესაც საკუთარი განხილვის გვერდზე წერთ, ვის უნდა მიუვიდეს შეტყობინება, რომ წერილი მისწერეთ? აგრეთვე - ყოველ ახალ გამოხმაურებაზე სათაურს ნუ მიუთითებთ. ცალ-ცალკე სექციები ერთ თემაზე სასაუბროდ საჭირო არ არის. რაც შეეხება კითხვას - ნამდვილად არა. კონკრეტულად რა აქვს გაკეთებული მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მასზე დაიწეროს ვიკიპედიაში და საერთოდ ენციკლოპედიაში, სტატია? გასაგებია, რომ ალბათ, ონლაინ სივრცეში პოპულარული პიროვნებაა, მაგრამ რას საქმიანობს და კონკრეტულად თავისი განხრით რა აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ამაზე შეიქმნას სტატია? აგერ ამ ადამიანმა საკუთარ თავზე დაწერა სტატია - მიშა არობელიძე, რომელიც დიდი ალბათობით წაიშლება. --Abandoner განხილვაწვლილი 16:54, 17 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი

პასუხი მოგწერეთ იქვე, სადაც თქვენ მომწერეთ. წესით, ზევით ინდიკატორი უნდა იყოს, რომელიც ამაზე გამცნობთ --Abandoner განხილვაწვლილი 17:12, 17 დეკემბერი 2017 (UTC)პასუხი

მაილი საირუსი

რედაქტირება

მოგესალმებით, ტელე-სერიალ "მაილი საირუსი" - ს რედაქტირება გავუკეთე, შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც იქ ეწერა "ტიპიური" და ჩავანაცვლე "ტიპური" თ. როდის დაადასტურებთ ცვლილებას? TheLukaChapodze განხილვაწვლილი 07:13, 22 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

ტარიელ სუარს ბიოგრაფიის შესწორება

რედაქტირება

გამარჯობა, რედაქტორებო. ტარიელ სუარმა მომაწოდა მასალა, რომლითაც უნდა ჩაასწოროთ მისი ბიოგრაფია. აი, ეს არის: https://cdn.fbsbx.com/v/t59.2708-21/37238018_2129338717305385_8004530291857162240_n.docx/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98.docx?_nc_cat=0&oh=c4d0cc106ce6b7e314dc09c163d682cc&oe=5B596683&dl=1

P.s ასევე ჩავსვათ რომ 2018 წლიდან ქალაქ ფოთის სახელმწიფო მუზეუმში ინახება ტარიელ სუარის ხელის ასლი ანა კალანდაძის ხელის ასლის გვერდით. ეს არის ხელის ასლის ფოტო - https://m.facebook.com/?_rdr#!/ThePersonFromGeorgia/photos/a.1432798760129156.1073741830.825110054231366/1775928702482825/?type=3&source=48 წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა TheLukaChapodze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

გამარჯობა, დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ თვითონ ვერ ჩაასწორებთ? აქ ყველა მოხალისეობრივად ვმუშაობთ და ცოტა ხმამაღალი ნათქვამია რომლითაც უნდა ჩაასწოროთ. შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენ თვითონ და გამოცდილი რედაქტორები გადახედვის გარეშე დიდი ხნით არ დატოვებენ.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 10:49, 24 ივლისი 2018 (UTC)პასუხი
@Beqabai: ახლა ეგ უნდა მეთქვა ბექა და დამასწარი:) ვეთანხმები ბექას, თან ისწავლით ვიკიში მუშაობას, რაც შემდეგომში აუცილებლად გამოგადგებათ. Gobrona განხილვაწვლილი 10:53, 24 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

ტარიელ სუარის ბიოგრაფიის შესწორება

რედაქტირება

დიახ, მე ჩავასწორებ, მაგრამ ფოტოს დამატება და ა.შ. ვიკიში, სამწუხაროდ არ ვიცი :) რაც ვიცი, იმას ჩემით გავაკეთებ. TheLukaChapodze განხილვაწვლილი 11:56, 24 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

რაც დაგაინტერესებთ, უბრალოდ უნდა გვკითხოთ. არ დაგვეზარება და დაგეხმარებით. აი მაგალითად, ფაილის ჩასასმელად იხილეთ ვიკიპედია:სურათების რედაქტირება.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 11:59, 24 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

ტარიელ სუარის ბიოგრაფიის რედაქტირება

რედაქტირება

კარგი, ერთი კითხვა მაქვს კიდევ, კომპიუტერით უფრო მარტივია ვიკიპედიაში მუშაობა, თუ სმარტფონით? TheLukaChapodze განხილვაწვლილი 12:01, 24 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

ალბათ ინდივიდუალიზმის საკითხი უფროა ეს... მე, პირადად, კომპიუტერით უკეთ ვმუშაობ. — ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 12:02, 24 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

ტარიელ სუარის ბიოგრაფიის რედაქტირება

რედაქტირება

თქვენი ახსნილიდან, თითქმის ყველაფერი გავიგე და თითქმის ბოლომდე ჩავასწორე, მაგრამ ის ფოტო რომელიც თან უნდა ერთის ერთ-ერთ წინადადებას, მაქვს ჩემი iPhone - ს ალბომში და როგორ უნდა დავდო წინადადების გვერდზე? თქვენ ამას მარტივად ახერხებთ. ლინკია საჭირო? ფოტოს ჩასმის ინსტრუქციიდან, სამწუხაროდ ვერაფერი გავიგე.

TheLukaChapodze განხილვაწვლილი 12:10, 24 ივლისი 2018 (UTC)პასუხი
ფოტოები უნდა აიტვირთოს ან ადგილობრივ ვიკიპედიაზე ან ვიკისაწყობზე, ოღონდ გარკვეული წესების დაცვით. იხილეთ ვიკიპედია:ფოტოების ატვირთვა.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 12:13, 24 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

ტარიელ სუარის ბიოგრაფიის რედაქტირება

რედაქტირება

ბექა, თქვენ რომ გთხოვოთ ფოტოს ატვირთვა, გცალიათ? ლინკს ჩაგიგდებთ, სადაც არის აღნიშნული ფოტო და რომ ატვირთოთ წინადადების გვერდით. ძალიან რთული ყოფილა ამ საიტზე ფოტოს განთავსება. რას იტყვით? TheLukaChapodze განხილვაწვლილი 12:18, 24 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

თუ ფოტო თქვენი პირადი ნამუშევარია, მაშინ ავიღებ პასუხისმგებლობას და ავტვირთავ. წინააღმდეგ შემთხვევაში უმჯობესია თქვენ ატვირთოთ, რადგან ფაილის შესახებ მე დაზუსტებით არაფერი მეცოდინება. მანამდე იხილეთ სპეციალური:ატვირთვა, და შეეცადეთ თქვენვე გაერკვეთ ატვირთვის სპეციფიკაში.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 12:27, 24 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

ტარიელ სუარის ბიოგრაფიის რედაქტირება

რედაქტირება

ფოტო გამომიგზავნა ტარიელ სუარმა, ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ მე მეკუთვნის. ეს არის ლინკი: https://m.facebook.com/?_rdr#!/ThePersonFromGeorgia/photos/a.1432798760129156.1073741830.825110054231366/1775928702482825/?type=3&source=48 TheLukaChapodze განხილვაწვლილი 12:33, 24 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

არ ჩანს ჩემთან.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 12:35, 24 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

ტარიელ სუარის ბიოგრაფიის რედაქტირება

რედაქტირება

არც ეხლა არ ჩანს? - https://www.facebook.com/ThePersonFromGeorgia/photos/a.1432798760129156.1073741830.825110054231366/1775928702482825/?type=3

TheLukaChapodze განხილვაწვლილი 12:39, 24 ივლისი 2018 (UTC)პასუხი
რ ჩ ე ვ ა!
    გაკეთდა. ამასთან ერთად, ვიკიპედიურ სტანდარტებს მოერგო მთლიანად თქვენი შემოტანილი ტექსტი. რომლის დიდი ნაწილიც აქამდეც აკმაყოფილებდა სტანდარტებს, მაგრამ თქვენ ამოშალეთ და თავიდან შემოიტანეთ. მოგივნაებით, როდესაც რაიმეს დამატება ან რედაქტირებას გადაწყვეტთ, უბრალოდ დაარედაქტირეთ არსებული ტექსტი. არ არის აუცილებელი მთლიანი ტექსტის შეცვლა, როდესაც შინაარსი დიდად არ იცვლება და როდესაც ამ მოქმედების შემდეგ იკარგება შიდა ბმულები ან სექციები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ არედაქტირებთ ვიკიპედიას.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 13:08, 24 ივლისი 2018 (UTC)პასუხი

ტარიელ სუარის ბიოგრაფიის რედაქტირება

რედაქტირება

დიდი მადლობა, რომ ფოტო დაამატეთ და მადლობა რჩევებისთვის. TheLukaChapodze განხილვაწვლილი 13:25, 24 ივლისი 2018 (UTC)პასუხი