ვიკიპედია:ფოტოების ატვირთვა
ვიკიპედიის ყველა რედაქტორს, თავისი საქმიანობის გარკვეულ ეტაპზე, უჩნდება ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია სურათების ატვირთვასთან. ამ გვერდის მიზანია ვიკიპედიის რედაქტორთა ზოგადი განათლების ამაღლება საავტორო უფლებების სფეროში და ვიკიპედიის ერთ-ერთ ურთულეს კითხვაზე პასუხის გაცემა — როგორ ავტვირთო სურათი ვიკიპედიაში.[1]
ქართული ვიკიპედია, ისევე, როგორც ზოგადად ვიკიპედიის პროექტი, წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც განთავსებულია პროექტის ფიზიკური სერვერები. ამის გამო, პროექტი ემორჩილება ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატისა და საქართველოს იურისდიქციას, რითაც არის გამოწვეული ფოტოების ატვირთვის სირთულე და განსაკუთრებული, ხანდახან აბსურდამდე მისული მოთხოვნები ასატვირთი მასალისადმი.
ვიკიპედიის მესვეურთა გადაწყვეტილებით, თავისუფალი ენციკლოპედია უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი. ამ თავისუფლების უზრუნველსაყოფად გადაწყდა ვიკიპედიის შინაარსის გავრცელება CC-BY-SA ლიცენზიით, რომელიც გულისხმობს Attribution + ShareAlike. მარტივად რომ ვთქვათ, ვიკიპედიაში ტექსტისა თუ ფოტომასალის განთავსებისას, მისი შემქმნელი თანხმდება, რომ ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მისი ნაშრომის გამოყენებას ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის) ავტორის სახელის მითითებისა (Attribution) და ნაშრომის თავისუფლების შენარჩუნებით (ShareAlike).
ყურადღება: გამომცემლობას რომ არ მიეთითებინა ნიკოს სახელი — მაშინ ის დაარღვევდა ნიკოს საავტორო უფლებებსა და საქართველოსა და აშშ-ის კანონმდებლობას.
სიტუაცია, როდესაც ნაშრომის შემქმნელს თავად სურს ფაილის ატვირტვა საკმაოდ მარტივი და ტრივიალურია — ამისთვის საკმარისია ატვირთვის სპეციალურ გვერდზე გადასვლა და შესაბამისი ლიცენზიის ატვირთვა. სიტუაცია რთულდება, თუ ჩვენ გვინდა ვინმე უცხო ადამიანის მიერ შექმნილი ნაშრომის გამოქვეყნება. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ვიკიპედია ემორჩილება არამარტო საქართველოს, არამედ აშშ-ის კანონმდებლობას, ნებართვის მიღების პროცედურა საკმაოდ რთულია და რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება. რატომ არის ასეთი გართულება: მარტივი პასუხი — ფონდმა ასე დააწესა; რთული პასუხი — ვიკიპედიისადმი იურიდიული პრეტენზიების აღმოსაფხვრელად.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ამ ესეს ფარგლებში არ განიხილება ფოტოს ატვირთვის ტექნიკური მხარე და ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ მის მორალურ-იურიდიულ ასპექტებზე.