პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქართულ ვიკიპედიაში.


პატივისცემით

Zangala 21:06, 22 ოქტომბერი 2005 (UTC)პასუხი

გამარჯობა თემო, ორ წელზე მეტია არ გამოჩენიხარ. იმედია მშვიდობაა შენსკენ. რატომ წაშალე ინფორმაცია შენს გვერდზე, სტატია ფსიქოლოგიაზე მოგწონს? დახმარება ხომ არ გინდა?--Zangala 22:54, 7 მაისი 2007 (UTC)პასუხი

გამარჯობა Temo, გთხოვთ გადახედო განხილვა:ფსიქოანალიზი. სტატიის მარცხნივ ხედავ საერთაშორისო ბმულებს. შეგიძლია გადახედო მათ და ქართული ვარიანტი გააუმჯობესო. გისურვებ წარმატებებს. --ცანგალა () 13:58, 8 აგვისტო 2007 (UTC)პასუხი


http://convert.ge/ge/text.shtml - მე ამით ვსარგებლობდი. --ცანგალა () 16:08, 8 აგვისტო 2007 (UTC)პასუხი

10.10.2007

რედაქტირება

გამარჯობა Temo, არ ვიცი რამდენად კითხულობ სტატიის განხილვის გვერდებს, ამითომ გთხოვ ნახო, თუ რა ჩანაწერი გავაკეთე განხილვა:ჯორჯ ბერნარდ შოუ. --ცანგალა () 17:53, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

თემო, სურათს აუცილებლად უნდა მიუწერო წყარო: საიდან არის. როდესაც წყარო არ არის მითითებული ის იშლება. მეორე თარგი:ინფოდაფა ფილოსოფოსი - უნდა შექმნა. თუ არ შექმნი სტატიაში ვერ განთავსდება. თარგებზე შეგიძლია მიმართო ალსანდროს და დაგეხმარება მის შექმნაში. ძალიან ვცდილობ, რომ დაგეხმარო.ცანგალა () 20:29, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

ხო, კიდევ ერთი რამ მინდა გითხრა, სტატიას ოშო დავუმატე სხვა ენებზე სტატიები (გადახედე - პრინციპი). შეგიძლია ნახო მარცხნივ.--ცანგალა () 20:36, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

ქართ. გვერდი ინტერნეტში არსებობს? რატომღაც ჩემთან არ მუშაობს. ძალიან გთხოვ სტატიაში ბმულები გააკეთო.--ცანგალა () 22:12, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

კატეგორიები ავტომატურად კეთდება. ჩაწერით არა. --ცანგალა () 22:27, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

თემო ძალიან გთხოვ გადახედე სტატიების სტილს. ხანდახან მგონია, რომ ვანდალიზმით ხარ დაკავებული.--ცანგალა () 22:41, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

11.10.2007

რედაქტირება

გამარჯობა თემო, არ ვიცი როგორ აგიხსნა. ვიკიპედია და ვიკიციტატა არის სხვადასხვა პროექტი. შენ გააკეთე სტატიაში ოშო ვიკიციტატის თარგი. როდესაც მაგ თარგს დააწკაპუნებ რას დაინახავ - გთხოვ შექმნათ გვერდი. და იქ უნდა ჩაწერო ციცატები. როდესაც ვიკიპედიის მთავარ გვერდზე ხარ - სულ ქვევით შენ ხედავ დობილი პროექტები. ერთ-ერთი არის ვიკიციტატა. ქართ. თარგი - რუს. - шаблон, ინგლ. - Template, გერმ. - Vorlage. როდესაც გეუბნები ვიკიციტატაში ჩაწერე - ვგულისხმობ დობილ პროექტს ვიკიციტატას. მაგ. ჯორჯ ბერნარდ შოუ - ეს არის ვიკიპედიის სტატია, როდესაც შენ დააწკაპუნებ თარგს ვიკიციტატას გადადიხარ უკვე ვიკიციტატაში (ეს უკვე სხვა პროექტია). ორი პროექტია, მაგრამ ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები თარგით. --ცანგალა () 12:34, 11 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

გამიხარდა, რომ გასაგებად დაგიწერე. ახლა რა: მაგალითისთვის კვლავ ჯორჯ ბერნარდ შოუ ავიღოთ. ვიკიციტატაში, როდესაც გადადიხარ - იქაც წერია ორიოდე სიტყვა მის შესახებ ე. ი. ოშოს შესახებაც უნდა ჩაწერო ვიკიციტატაში. ხოლო თვით ვიკიპედიაში, თუ გაავრცელებ ბიოგრაფიულ მასალას მაგ. რუს., გერმ. ინგლ. ვიკიპედიებიდან კარგი იქნება. ისე თვით ციტატები ვიკიპედიაში ამდენი საჭირო აღარ არის, რადგან ავტომატურად გადადიხარ ვიკიციტატაში. ვიკიციტატაში კი უნდა ჩასვა თარგი ვიკიპედია, რომ ვიკიციტატიდან გადმოხვიდე ვიკიპედიაში. ასეა ჩახლართული საქმე. :))) სარჯველაძის შესახებ დაბ. თვე, რიცხვი, წელს, ადგილს თუ გაიგებ და შეავსებ კარგი იქნება. --ცანგალა () 20:48, 11 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

12.10.2007

რედაქტირება

გამარჯობა თემო, გთხოვ ნახო ვიკიციტატაში სტატია ოშო. თუ დააკვირდები იქ გავაკეთე ბმულები თარიღებზე და ა. შ. ე. ი. ვიკიპედიაში გადმოდიხარ. აგრეთვე ნახე ჯორჯ ბერნარდ შოუ სტატია ვიკიციტატაში. იქ შეამჩნევ, რომ არის თარგი ვიკიპედიაზე რომ გადმოხვიდე. ასეთივე თარგი ვიკიპედიაზე არის გასაკეთებელი სტატიაში ოშო, ოღონდ ვიკიციტატაში. ე. ი. მომხმარებელმა, რომ შეძლოს ვიკიციტატიდან ვიკიპედიაში გადმოსვლა. იმედია თავი ჯერ არ მოგაბეზრე. წინასწარ მადლობა. --ცანგალა () 18:03, 12 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

გამარჯობა თემო, დიდ პატივ ვცემ შენს შრომას, მაგრამ ერთი თხოვნა მექნება, შეგიძლია ზიგმუნდ ფროიდის შესახებ სტატია თავებად და ქვეთავებად დაყო? --გიგა (პასუხი) 22:38, 8 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი

ესსე

რედაქტირება

გამარჯობა თემო, ესსე - იწერება ორი სს და არა ერთი ს-თი. ამიტომ ესსეისტი ზველგან გადასასწორებელია.--ცანგალა () 12:27, 26 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი

უკაცრავად თემო, მომხმარებელი:Felizdenovo მომაწოდა ინფორმაცია, რომ უცხოურ სიტყვათა ლექსიკონში წერია ესე ერთი ს http://www.nplg.gov.ge/publishers/foreign/index.php?do=view&id=3607. ხოლო ესეი - ასე წერია ქსე-ში. იქნებ შენც დააზუსტო. წინასწარ მადლობა.--ცანგალა () 17:07, 26 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი

სურათის შესახებ

რედაქტირება

თემო შენს პირად გვერდზე შენი სურათი არის ძალიან დიდი ფორმატის. ამიტომ გირჩევ jpg შემდეგ |thumb| 300 px გააკეთო. --ცანგალა () 13:16, 26 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი

თემო, შენი მონაცემები განხილვის გვერდიდან შენს გვერდზე გადაიტანე. ხოლო განხილვის გვერდზე წაშალე. შენს გვერდზე აგრეთვე უნივერსიტეტს გაუკეთე ბმული თსუ და გალურჯდება. --ცანგალა () 20:55, 26 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი

თემო, შენს პირად გვერდზე გიწერია http... და ა. შ. საკმარისია მხოლოდ სტატიის სათაური, რომ ჩასვა ფრჩხილებში [[ ]]. შეგიძლია სხვა მომხმარებლის გვერდებს გადახედო. შენი სურათი, თუ დიდი გეჩვენება შეგიძლია px დააპატარაო. ვიკიციტატა სიტყვა შეასწორე - შეცდომაა.--ცანგალა () 21:08, 26 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი

პერსონალური მადლობა ცანგალას!

თემო, პერსონალური მადლობა - ცანგალას პერსონალურ გვერდზე. ეს როგორ უნდა გააკეთო? როგორც შენ ცანგალასაც აქვს განხილვის გვერდი. შეგიძლია მის პირად გვერდზე დაწერო და ცანგალა გაახარო :))) ცანგალა ისევე როგორც შენ მიიღებს ყვითელ შეტყობინებას. ახლა კი რომ არ ჩამეხედა "პერსონალურ მადლობას" ვერ გავიგებდი :))--ცანგალა () 21:30, 26 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი

მადლობა

რედაქტირება

ე. ი. უკვე ვიცით, თუ როგორ უნდა დავუწეროთ მომხმარებელს წერილი. ახლა თემო ხელმოწერა უნდა ისწავლო. ხელმოწერა ავტომატურად ხდება. როგორ? როდესაც რედაქტირებაში ხარ შენ ხედავ წითლად შემოხაზულს. მის გვერდით კი წერია თქვენი ხელმოწერა და დრო. მხოლოდ დააწკაპუნე და შენი ხელმოწერა ავტომატურად იქნება. აბა მოშინჯე და რამე დამიწერე მაგ. ტესტი. ნელ-ნელა უნდა დაგამხეცო  --ცანგალა () 12:45, 27 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი

ოშო

რედაქტირება

გამარჯობა თემო რატომ წაშალე სტატიის ნაწილი? ყველა ინფორმაცია ყოველთვის საინტერესოა. იცოდე აღვადგენ და არ გეწყინოს. თანაც ეს ინფორმაცია შენი დაწერილი არ ყოფილა.--ცანგალა () 11:44, 17 აპრილი 2008 (UTC)პასუხი

ბმულების შესახებ

რედაქტირება

გამარჯობა თემო, გთხოვ ნახო სტატიაში ნერვული ანორექსია თუ როგორ შევასწორე შენს მიერ ჩამატებული გარე ბმული. --ცანგალა () 08:32, 11 ივნისი 2008 (UTC)პასუხი

შეიხედე ყავახანაში, რა დროის ვორლდ ვიჟენია--რუსუდან ცისკრელი () 13:19, 16 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

09.04.09

რედაქტირება

განხილვა:ეწრის გვიმრა - დაეხმარე ვიკიპედიას და გაახარე ბაბუა.--ცანგალა () 10:26, 9 აპრილი 2009 (UTC)პასუხი

ფაილი:Tengizyogi.jpeg

რედაქტირება
 
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Tengizyogi.jpeg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. H.McC. (მომწერეთ) 11:39, 19 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

სტატია

რედაქტირება

სტატია აღდგენილია--დათო1010   11:51, 19 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

გვერდის დაცარიელება

რედაქტირება

გამარჯობა. რატომ დააცარიელეთ მოქმედი სტატია? დაცარიელება არ ხდება. თუ შესწორების სურვილი გაქვთ, შეასწორეთ არსებული ინფორმაცია. --Henry (მომწერეთ) 09:43, 22 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

გამარჯობა. ავტორის ოჯახის წევრმა მთხოვა მისი გაუქმება ამ ეტაპზე და თუ შეიძლება მომწერეთ როგორ გავაუქმო. --მომხმარებელი:Temo

თემო, 2007 წლიდან ხართ ვიკიპედიის მონაწილე და ორმაგად უცნაურია, რომ ისიც არ იცით, თუ როგორ ვმუშაობთ. თუ ვიკიპედიაში სტატია იწერება, ის ვიკიპედიის არის და არა რომელიმე ცალკე პიროვნების. სულ რომ ჰიპერსტატია დავწერო, ის ვიკიპედიის საკუთრებაა და იშლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ (მაგალითად):

  • სტატიაში თავიდან ბოლომდე სიცრუეა (ყველა ფაქტი)
  • ავტორს შეეშალა რაღაც და სხვა პიროვნებაზე სურდა სტატიის დაწერა
  • სტატია მოკლეა (1-2 წინადადება) და არ აქვს მითითებული წყაროები დიდი ხნის განმავლობაში (ანუ მიგდებულია)
  • სტატია ემსახურება რომელიმე პიროვნების დამცირებას
  • სტატია არის სატესტო გვერდი (ავტორი ტესტავს ვიკიპედიის ფუნქციებს).

არსებობს სხვა მიზეზებიც, მაგრამ აშკარად არ ჩანს, რომ რომელიმე ამ სტატიას მოერგება. გარდა ამისა: ადრე თუ გვიან ვიღაც დაწერს სტატიას (ან დაწერდა) და არავის აქვს უფლება, აგვიკრძალოს მის შესახებ სტატიების წერა. მით უმეტეს, რომ სტატიაში მოყვანილია მინიმუმ 2 წყარო, სადაც მისი არსებობა დასტურდება. აღსანიშნავი პიროვნება იყო და ცნობადიც და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ვიკიპედიიდან სტატიების ამოშლა. ვერანაირად ვერ გააუქმებთ. გადაეცით ეს ოჯახის პატივცემულ წევრსაც. ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ლოკალური ქართული, არამედ ფონდ ვიკიმედიის მიერ ჩამოყალიბებულ პრინციპებს. ამ შემთხვევაში კი - იმის გათვალისწინებით, რომ გაუგებარია, თუ რატომ სურს ოჯახის წევრს ამ სტატიის გაქრობა. შეგიძლიათ პასუხი ამ გვერდზევე, ამ გზავნილის ქვეშ მომწეროთ. --Henry (მომწერეთ) 10:09, 22 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

ჰენრი, ძალიან ვწუხვარ რომ ასეთი ტონით მპასუხობთ, დარწმუნებული ხართ, რომ აუცილებელია ისედაც მცირე რიცხოვანი ვიკიპედიელების კიდევ უფრო დაფრთხობა ასეთი ფრაზებით: "თემო, 2007 წლიდან ხართ ვიკიპედიის მონაწილე და ორმაგად უცნაურია, რომ ისიც არ იცით, თუ როგორ ვმუშაობთ."... სიმართლე გითხრათ, რამდენი სტატიაც დამიწერია აქ ძირითადად კალკის მეთოდს ვიყენებდი და არასდროს დამიხსომებია სტატიის წერის წესები და იმასაც პირდაპირ გეტყვით, რომ არც ვიკიპედიის წესები მაქვს წაკითხული. ძალიან უკმაყოფილო ვარ თქვენი, როგორც ადმინისტრატორის ამპლუით, რადგან თქვენ, ჩემი აზრით მეტი თავმდაბლობა და სხვების წახალისება გევალებათ, რომ ვიკიპედიას მეტი სტატია შეემატოს, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ჩემს ზუსტ და ძალიან კორექტულ მითითებებს ან არ მიიღებთ ან შეეცდებით კონტრარგუმენტებით სიბრაზე გამოხატოთ. რაც შეეხება ლევან დალაქიშვილის ოჯახისწევრის ჩემდამი მომართვას, მან მთხოვა ამ ეტაპზე გამეუქმებინა სტატია, რადგან არ აქვს დრო, რომ ინფორმაციით მომამარაგოს. პატივისცემით მომხმარებელი:Temo

თემო, ვწუხვარ, რომ ჩემი მითითებების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინეთ (საერთოდ, ეკრანს მიღმა ჯდომისას ხოლმე ისიც გეჩვენება ადამიანს, რომ ვიღაც გეჩხუბება, არა და გარწმუნებთ, სავსებით მშვიდად ვწერდი ყველაფერს). წესები ბევრს არ გვაქვს წაკითხული, მაგრამ პრაქტიკაში ყველაფერი იკვეთება - ამიტომ მეუცნაურა თქვენი ქმედება (მით უმეტეს, სტატიის დაცარიელება, რაც არასოდეს ხდება - თუ მიზეზი არსებობს, სტატიის გვერდზე ვტოვებთ თარგს წაშლის მოთხოვნით, ასე იყო მუდამ). გარდა ამისა, ვფიქრობ, ფრიად კორექტულად (ვერ ვხვდები, არაკორექტულობის რა მიზეზი უნდა ყოფილიყო) დავწერე, თუ რატომ არ ხდება სტატიების მომხმარებლების სურვილის მიხედვით წაშლა.

რაც შეეხება ოჯახის წევრის მოთხოვნას - დროებით წაშლის მიზეზსაც ვერ ვხედავ. როდესაც სტატია მინიმუმ 3 გამართული წინადადებისგან შედგება და წყაროები აქვს, ეს უკვე ესკიზია და თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ვიკიპედიაში მრავალაბზაციანი სტატიის თავიდანვე დაწერა აუცილებლობას არ წარმოადგენს. თავისუფლად შეგიძლიათ, სხვა ინფორმაცია წყაროების მითითებით მოგვიანებით დაამატოთ და განავრცოთ სტატია, ეს ვიკიპრაქტიკის ჩვეული ელემენტია. წარმატებებს გისურვებთ ამაში. --Henry (მომწერეთ) 10:45, 22 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

მოხარული ვარ თუ ჩემი ინტერპრეტაცია მცდარი იყო. და კიდევ უფრო დამავალებთ თუ ამ სტატიას დროებით გააუქმებთ, რადგან წყაროების გარდა არცერთი ინფორმაცია არაა ზუსტი. არც დაბადების თარიღები არც გარდაცვალების და ა.შ...

აი რაც ბოლოს ახსენეთ, თუ სინამდვილეს შეესაბამება, საკმარისი მიზეზია. ამიტომ იშლება ავტორის მოთხოვნით. --Henry (მომწერეთ) 10:53, 22 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი