Skylady1991
გამარჯობა, Skylady1991. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
ენათშორისი ბმულები
რედაქტირებაგამარჯობა. გმადლობთ, კონკურსში „ვიკის უყვარს კავკასია 2020“ შეტანილი წვლილისთვის. გთხოვთ, სტატიების თარგმნისას ენათშორისი ბმულები ყველა სტატიას დაამატოთ (კონკურსის დასრულებამდე). ამისთვის სტატიის ქვედა მარცხენა კუთხეში უნდა დააჭიროთ ბმულების დამატება, შემდეგ მიუთითეთ ის ვიკიპედია, საიდანაც თარგმნით და გვერდის დასახელება. მადლობა. წარმატებას გისურვებთ.--იაკობ მახარაძე განხილვაწვლილი 21:11, 15 ოქტომბერი 2020 (UTC)
კონკურსის წესების შესრულება
რედაქტირებამოგესალმებით! გთხოვთ „ვიკის უყვარს კავკასია 2020“-ის წესების მიხედვით იხელმძღვანელოთ და შეასრულოთ იგი. კერძოდ, თქვენი მომხმარებლის ანგარიშზე მიაბით ელ-ფოსტის მისამართი, რომ ჩვენ შევძლოთ თქვენთან დაკავშირება. მადლობა, --Mehman 97 21:25, 2 დეკემბერი 2020 (UTC)
გამარჯობა. მგონი უკვე დავუკავშირე, არა? მადლობა თქვენ.--Skylady1991 განხილვაწვლილი 10:49, 3 დეკემბერი 2020 (UTC)
- გამარჯობა, თუ შეიძლება შეამოწმეთ თქვენი ელ-ფოსტა. --Mehman 97 11:34, 4 დეკემბერი 2020 (UTC)
ინტერვიკები
რედაქტირებაგამარჯობა, თქვენ მიერ შექმნილ სტატიებს არ აქვს ინტერვიკები (ენათშორისი ბმულები) ამის გამო სხვა მომხმარებლები შეცდომაში შედიან და იგივე სტატიებს ხელმეორედ ქმნიან. გთხოვთ, დროულად გაასწორეთ ყველა არსებული სტატია! დათო1010 13:39, 18 სექტემბერი 2021 (UTC)
გამარჯობა, ბოდიში, რომ დამავიწყდა ბმულები. მალე გავასწორებ.--Skylady1991 განხილვაწვლილი 10:33, 19 სექტემბერი 2021 (UTC)
- კიდევ იგივე შეცდომაა. უკვე მეორედ ვთარგმნე დაწერილი სტატიები. არ შეიძლება ასე, შრომა ტყუილად იყრება წყალში. --Nia Cheგანხილვაწვლილი. 06:19, 20 სექტემბერი 2021 (UTC)
ქალბატონო, ნია, ზუსტად მეც ტყუილად ჩამეყარა წყალში შრომა, როცა აღმოვაჩინე, რომ თქვენ უფრო ადრე გქონდათ დაწერილი აფრიკული ხელოვნების ეროვნული მუზეუმის შესახებ სტატია. Error-ს მიწერს და რამდენიმე სტატია მაგიტომ არაა დაკავშირებული სხვა სტატიებთან. მე პირადად, სანამ სტატიას ვთარგმნი, იქ ვამოწმებ, სადაც ყველა სტატია გვაქვს დამატებული კონკურსანტებს. თქვენც მსგავსად მოიქეცით და შრომა ტყუილად აღარ ჩაგეყრებათ წყალში.--Skylady1991 განხილვაწვლილი 09:13, 20 სექტემბერი 2021 (UTC)
- @Skylady1991: ნია სულაც არაა ვალდებული სტატია იქ ჩასვას დაწერისთანავე სადაც თქვენ უთითებთ საკონკურსოდ. თქვენ სტატია უნდა მოძებნოთ ვიკიპედიაში, ვიკი მონაცემებში და არა კონკურსის გვერდზე. დაიცავით ვიკიპედიის წესები და პატივი ეცით სხვის შრომას. მესამედ მსგავსი ფაქტის განმორების შემთხვევაში გაფრთხილებას მიიღებთ. --Wiki - ჯაბა 19:08, 20 სექტემბერი 2021 (UTC)
პირველ რიგში, გამარჯობა. ვერ ვხვდები, გაფრთხილება რატომ უნდა მივიღო?! გარკვევით დავწერე, რომ ზოგიერთი სტატიის სხვა სტატიებთან მიბმას ვერ ვახერხებ და დანარჩენები კი მივაბი უკვე. შესაბამისად, მომავალშიც თუ ისევ ხარვეზი იქნება, ეგ ჩემი ბრალი არ არის და ვიკიპედიის ტექნიკური მხარის ბრალია.--Skylady1991 განხილვაწვლილი 19:55, 20 სექტემბერი 2021 (UTC)
- თქვენის ნებართვით, ტექნიკურ მხარეზე დავწერ: თუკი სტატია მთლიანად გამართულია, შეუძლებელია, რომ სხვა ენებზე მობმისას რაიმე პრობლემა შეიქმნას. თუკი უკვე მიბმული არაა სხვა ქართული სტატია რომელიმე უცხოურს, თქვენი უპრობლემოდ მიებმება ამ უკანასკნელს. გიო ოქრო 19:59, 20 სექტემბერი 2021 (UTC)
გამარჯობა, ბატონო გიორგი. არ ვიცი, რატომ, უბრალოდ მიწერს, ეს გვერდი რედაქტირებისთვის დაბლოკილიაო და სტატიებს ვერ ვაკავშირებ. რეიკსმუზეუმს, მაგალითად. ამდენად გაწაფული კი არ ვარ, რომ მიზეზებში გავერკვე. მადლობა დახმარებისთვის, სულ შევეშვები და პრობლემაც მოგვარდება. ღამე მშვიდობისა.--Skylady1991 განხილვაწვლილი 20:10, 20 სექტემბერი 2021 (UTC)
@Skylady1991: გაფრთხილება იმისათვის, რომ უკვე სამჯერ მოგწერეს და ენათაშორის ბმულებს მაინც არ ამატებ, რაც პრობლემებს უქმნის სხვებს. --Wiki - ჯაბა 05:16, 21 სექტემბერი 2021 (UTC)
- გამარჯობა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის რჩევები და შენიშვნები, რაც ჩემმა უფროსმა კოლეგებმა ზემოთ უკვე მოგწერეს. ათამდე სტატიას არ ჰქონდა ენათშორისი ბმულები და დიდი შანსია, ვინმემ ხელახლა შექმნას ეს სტატიები. თავად უპრობლემოდ დავუკავშირე და მომავალში, კვლავ პრობლემა თუ შეგექმნებათ, გამოცდილ ვიკიპედიელებს მოგვმართეთ და დაგეხმარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამდვილად კონკურსის წესების დარღვევაა. წარმატებას გისურვებთ.--იაკობ მახარაძე განხილვაწვლილი 11:59, 23 სექტემბერი 2021 (UTC)
მეილი
რედაქტირებაგამარჯობა. გთხოვთ, სასწრაფოდ შეამოწმოთ მეილი. — Mikheil მიწერა 13:31, 6 იანვარი 2022 (UTC)