პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ჯაბა 1977 03:40, 1 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

Nowiki

რედაქტირება

გამარჯობა. თქვენს რედაქტირებებს ერთი მცირე, მაგრამ მაინც საინტერესო პრობლემა აქვს - რატომღაც ჩნდება nowiki ტეგები. იხილეთ განსხვავები წინა და თქვენს რედაქტირებებს შორის - https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97_%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%A1%E1%83%98&type=revision&diff=3248159&oldid=2949973

ეს თქვენგან დამოუკიდებლად ხდება (რედაქტორის გამო) თუ სპეციალურად სვამთ? --გიორგი (მომწერეთ) 05:50, 3 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

აი ეს მეგზური დაგეხმარებათ ზოგიერთ რამეში - ვიკიპედია:ცნობარი. საუბარი ამ შემთხვევაში მაქვს დონეებზე (ტოლობის ნიშნით რომ აღინიშნება). სექციის პირველი დონე ყოველთვის არის ოთხი ტოლობის ნიშანი მათ შორის მოქცეული სათაურით. ამჟამად ვესტმინსტერის ხიდის სტატიაში თქვენ იყენებთ ექვსს (ანუ მესამე დონეს). --გიორგი (მომწერეთ) 07:32, 3 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

დარტფორდი

რედაქტირება

გამარჯობა! ქალაქებთან, დაბებთან ან სოფლებთან უნდა გამოიყენოთ ხოლმე ინფოდაფა თარგი:ინფოდაფა დასახლება. სულ ქვემოთ წერია გამოყენება. უნდა დააკოპიროთ კოდი და მოათავსოთ იგი სასურველი სტატიის თავში და შეავსოთ ცარიელი ველები. - OTOGI Messages 16:29, 4 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

სიყვარულის დღე

რედაქტირება

იხ. განსხვავებები თქვენს და ჩემს რედაქტირებებს შორის.

ეს nowiki ტეგი, როგორც აღმოჩნდა, არის ვიზუალური რედაქტორის ბრალი - თავისით ამატებს. ეს სტატიის გამართულად მუშაობას ხელს უშლის. ამიტომ, სტატიის რედაქტირების დასრულებისას მოგიწევთ რედაქტორში მარჯვნივ, წყაროს რედაქტირებაზე გადართვა - აი ასე http://imgur.com/m0L7gUa - და წყაროს ხილვა, ტექსტურ რეჟიმში. ამის შემდეგ უნდა ამოშალოთ ყველა nowiki, რომელიც შეგხვდევათ.

გარდა ამისა - ref-ებს უმჯობესია, ნათელი სახელი ჰქონდეს, ამიტომ შევცვალე.

წყაროებში ჯერ იწერება ბმული, შემდეგ სტატიის სახელწოდება. შესაბამისად, <ref>-ის შემდეგ ჯერ მოდის [, შემდეგ ბმული, შემდეგ ვტოვებთ ერთი სიმბოლოს ტოლ ცარიელ სივრცეს, შემდეგ ვწერთ სტატიის სახელწოდებას და ამ ყველაფერს ვხურავთ ]</ref>-ით. --გიორგი (მომწერეთ) 04:51, 15 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

დოდე

რედაქტირება

სტატია ალფონს დოდეზე გუშინ დაგისრულებიათ. გთხოვთ, აღარ დაგავიწყდეთ დასრულების შემდეგ კატეგორიების ჩამატება და ენათაშორის ბმულებში ქართული სტატიის ჩამატება. ინფოდაფა აუცილებელი არ არის. --გიორგი (მომწერეთ) 07:58, 20 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

ყველა საკითხი გეთანხმებით. ამასთან, საქმე ის არის, ენათშორისი ბმულების მითითება და კატეგორიების ჩამატებაც ძალიან მარტივია. მეორე მაინც. სპეციალური:კონფიგურაცია#mw-prefsection-gadgets - თუ აქ შეხვალთ და გაააქტიურებთ Hotcat-ს (თუ ჯერ არ გაქვთ ჩართული) და ცვლილებებს შეინახავთ, ყველა სტატიის ქვედა ნაწილში გაჩნდება + ან - ნიშნები. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ სწრაფად დაამატოთ საჭირო კატეგორიები - როგორიც არის "დაბადებული 1981" ან "გარდაცვლილი 1772", ან "ფრანგი მეცნიერები". კატეგორიები შეგიძლიათ დაამატოთ სტატიის ინგლისური მოდელის მიხედვით, იქ ყველაფერი კარგად არის აწყობილი. კატეგორიების იერარქია, უხეშად რომ ვთქვათ ასეთია ფრანგები>ფრანგები საქმიანობის მიხედვით>ფრანგი მწერლები - დაახლოებით ასე. ანუ არსებობს ზედა კატეგორიები და არსებობს ყველაზე ქვედა.

აქვე ამას ავღნიშნავ - სავსებით შეიძლება, ისე მოხდეს, რომ რაღაც ხნის განმავლობაში ვიღაცამ ვერ მიხედოს თქვენს სტატიას. საკმაოდ რთულია, ყველაფერს თვალი ადევნო, ვერც ვასწრებთ ამას. უკატეგორიო და ენათაშორის ბმულების გარეშე არსებული სტატია კი, შეიძლება ითქვას, დაუსრულებელიც კი არის. --გიორგი (მომწერეთ) 08:54, 20 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

ამის მსგავსი სიმბოლო იქნება რედაქტირების სტანდარტულ პანელში -  . რაღაც ასეთი ტიპის - კალამი და ქვეშ კალიგრაფია. გზავნილის ბოლოს დააჭირეთ ერთხელ და ჩასვამს ხელმოწერას ან რამე სახის სიმბოლოებს (კურსორი ტექსტის რედაქტირების ველში იყოს). კატეგორიების/ინტერვიკის ჩასმა ამჯერად არ არის საჭირო, უკვე ჩავსვი. გზავნილებზე შეგიძლიათ მიპასუხოთ ამავე გვერდზე. ჩვენ მუდმივად ვათვალიერებთ გვერდს სპეციალური:ბოლოცვლილებები, იქ აისახება, რომ თქვენ რაღაც დაწერეთ საკუთარ განხილვაში. --გიორგი (მომწერეთ) 09:24, 20 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

ერთ რაღაცასაც გთხოვთ - ვთქვათ, დოდეს სტატია გვაქს და მასში არის სხვა პიროვნებების და გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი. ფრჩხილებში ორიგინალურ ენაზე მათი სახელ-გვარების და დასახელებების ჩამოთვლა არ არის მიღებული. თავად სტატიის მთავარი თემის (ვთქვათ, დოდეს შემთხვევაში), კი ბატონო, ასე ვწერთ აუცილებლად:

ალფონს დოდე (ფრანგ. Alphonse Daudet; დ. 13 მაისი, 1840 — გ. 16 დეკემბერი, 1897)

სხვა ადგილებში არ გვჭირდება. ამასთან - ნაწარმოებების ორიგინალური სახელწოდებები (თუ ჩამონათვალია) შეგიძლიათ მივუთითოთ. ახლაც დავტოვე, ხოლო ზემოთ აღნიშნული ვარიანტები ამოვშალე (იხილეთ განსხვავებები ჩვენს რედაქტირებებს შორის) --გიორგი (მომწერეთ) 16:45, 20 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

დიახ, ანუ სტატიის თავში საჭიროც კი არის ფრჩხილებში ამის მიწერა, ინფორმაციისთვის, მაგრამ სტატიის სხვა ნაწილებში ამის არანაირი აუცილებლობა არ გვაქვს. ისევე, როგორც გეოგრაფიული ობიექტების მითითებისას ყოველ ჯერზე მათი ორიგინალური სახელიც ჩვენებაც. ხოლო ნაწარმოების (კიდევ ერთხელ ვიტყვი) - სურვილისამებრ, სავსებით შეიძლება, მით უმეტეს, როდესაც გაქვთ მათი გრძელი ჩამონათვალი. მე უკვე შევცვალე, რაც შესაცვლელი იყო და სტატიაც დავამოწმე. --გიორგი (მომწერეთ) 17:05, 20 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

მარტივი იყო - ctrl + f ღილაკი კლავიატურაზე და ბრაუზერი აგდებს ძიების ველს, რითაც სწრაფად მოვძებნე ყველა ფრჩხილი. გადავხედე და ამოვშალე ზედმეტი ნაწერები. ვიკიპედიაში მუშაობა დროის კარგვა არასოდეს არის (იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დღის გეგმაში სხვა სტატიები გვაქვს). აქ მთელი დღის განმავლობაში ვასწორებთ სხვის შეცდომებს, ისეთებსაც, წლების წინ რომ დაუშვეს და უბრალოდ გაგვეპარა (რამე თუ რაოდენობრივად არც ისე ბევრი ვართ, რომ ამ 100 000 + სტატიას დავადგეთ და ყველა ვაკონტროლოთ). --გიორგი (მომწერეთ) 17:53, 20 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

ზოგიერთ სტატიას განხილვის გვერდი აქვს (ლურჯად თუ იქნება, შეიხედეთ). აი ნახეთ, რის საფუძველზე მოხდა გადატანა - განხილვა:კვიპაროზი. --გიორგი (მომწერეთ) 05:37, 21 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

კიდევ ერთხელ გთხოვთ (თუ არ ვცდები, ადრე ვახსენე) - :0 და ":1" ტიპის წყაროების სახელებს ნუ გამოიყენებთ, რამე უფრო ნათელი გამოიყენეთ. არ იფიქროთ, რომ ჩემი პირადი ახირებაა, უბრალოდ ref-ების სახელები უფრო ნათელი უნდა გვქონდეს, რომ სტატიის წყაროს რეჟიმში მარტივად მოვძებნოთ. თუ ვთქვათ, რამე ჟურნალიდან ან წიგნიდან არის და წიგნს ჰქვია "რაღაც ენციკლოპედია", მაშინ ":0"-ის ან რამე ასეთი სანაცვლოდ, აჯობებს, იყოს "encyc" (თუნდაც). თუ კიდევ სხვა ენციკლოპედიაა, მაგალითად, ბოტანიკის, მაშინ ასეთი შეიძლება "bot1". მთავარია, შევძლოთ მარტივად მათი იდენტიფიცირება სტატიის წყაროს რეჟიმში. ფოტოს რაც ეხება, მიჩვენეთ ეგ ფოტო, თუ არის სადმე ინტერნეტში და აგიხსნით. --გიორგი (მომწერეთ) 09:30, 21 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

  1. თუ სტატიაში აღნიშნულია, რომ კონკრეტული რეგიონი იყენებს ან ქვეყნების რიგი - პრობლემა არ არის.
  2. https://commons.wikimedia.org/wiki/File:Global_Love_Day_logo.jpg?uselang=ka - ეს ტყუილად ატვირთეთ commons-ში. წაგიშლიან. კატეგორია არ აქვს მითითებული და არც ის, ვინ შექმნა ფაილი და რა წყაროდან არის. თუ წაშლიან, თქვენს სტატიაში სწორი ლიცენზიით დავამატებ.
  3. 0 და 1-იანების შესახებ. ახლა გაჩვენებთ ამონარიდს რედაქტირებების ისტორიიდან, https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94&type=revision&diff=3263500&oldid=3263374 აი აქ არის]. იხილეთ მანდ ref name-ები - :2-იც კი არის. თუ ამას სპეციალურად არ წერთ, მაშინ გავარკვევ, რატომ სვამს ავტომატურად და წყაროების ჩამატების პრინციპებს დაგიზუსტებთ.
  4. იმედია, ძალიან არ მოგაწყენთ ამით თავს, მაგრამ გვაქვს მნიშვნელოვანი პრინციპი - ვიკიპედია:ორიგინალური კვლევის დაუშვებლობა. გადახედეთ ამ გვერდს, სულ მოკლედ წერია, თუ რას ნიშნავს ეს წესი. თქვენი სტატია სიყვარულის დღის შესახებ ალაგ-ალაგ ამ პრინციპისგან აცდენით გამოირჩევა. სწორი ტექსტია: ღია წერილში ბეკერმა თავისი კონცეფციის შესახებ განაცხადა: „საბოლოო ჯამში, მხოლოდ ის გვჭირდება, რომ გვიყვარდეს და ვუყვარდეთ. სულ ეს არის. სიყვარულის გლობალური დღე უბრალოდ საშუალებაა იმის სათქმელად, რომ სიყვარული ჩვენია და სიცოცხლის ყოველი წუთი მისით უნდა იყოს სავსე“ - მას მითითებული აქვს ციტატის წყაროც. მაგრამ არასწორია საკუთარი ან სხვისი გადმოცემით მოყვანილი "ზოგიერთს კონკრეტულად თარიღი — 15 აპრილი არ მოსწონს იმიტომ, რომ პრინციპულად არ სურს, ვიღაც ქართველმა საკუთარი დაბადების დღე აქციოს სიყვარულის საერთოეროვნულ ზეიმად." - მე კი ვიცი, რომ ასეა, მაგრამ ასეთ ფაქტებს წყაროთი გამყარება სჭირდება. --გიორგი (მომწერეთ) 10:58, 21 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

სიყვარულის დღე

რედაქტირება

გამარჯობა! ისეთ ტექსტებს, როგორიცაა საზოგადოების ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება კონკრეტული წყარო უნდა მიუთითოთ. - OTOGI Messages 12:25, 21 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

გარდა ამისა, არაავტორიტეტული წყაროებია გამოყენებული სტატიაში. - OTOGI Messages 12:32, 21 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

ლეონ დოდე

რედაქტირება

გამარჯობა! სტატიაში თარგი:ინფოდაფა პიროვნება გამოვიყენე. მომავალში თქვენც შეგიძლიათ გამოიყენოთ ხოლმე. - OTOGI Messages 13:29, 26 აპრილი 2017 (UTC)პასუხი