მომხმარებლის განხილვა:Pkhoveli/არქივი (2013 წ.)

(გადამისამართდა გვერდიდან მომხმარებლის განხილვა:Fkhoveli/არქივი (2013 წ.))
ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi თემაში რჩევა



წესები რედაქტირება

გამარჯობა. გმადლობთ, მშვენიერი სტატია შემოიტანეთ, თუმცა უმჯობესია უკეთ გაეცნოთ ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს. სტატიას აუცილებლად მიუთითეთ წყაროები, კატეგორიები და საერთაშორისო ბმულები. წარმატებები!  მიხეილ მიწერა 17:56, 14 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

გთხოვთ, ვარჯიშისთვის გამოიყენოთ „სავარჯიშო გვერდი“ ! რედაქტირება

 

მოგესალმებით!
გმადლობთ ვიკიპედიისადმი თქვენი ინტერესისთვის. რედაქტირების შესაძლებლობების შემოწმება შესანიშნავად ჩატარდა, ყველაფერი მუშაობს!
სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ გავაუქმოთ თქვენი რედაქტირება, რადგანაც იგი არ შეიცავს ვიკიპედიისთვის საჭირო ინფორმაციას. გთხოვთ, შემდგომი ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეთ ვიკიპედიის სავარჯიშო ან თქვენი პირადი სავარჯიშო, სადაც ხელს არავინ შეგიშლით.
თუ გსურთ პროექტის უფრო ახლოს გაცნობა, იხილეთ დახმარების გვერდი და შემოუერთდით ვიკიპედიის გაუმჯობესების პროცესს. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ახალ მომხმარებლებს!


Thank you for experimenting with Wikipedia. Your test worked, and it has been reverted or removed. Please use the sandbox for any other tests you want to do. If you do not speak Georgian but want to learn more about contributing to our encyclopedia, take a look at a special village pump page.H.McC. განხილვაწვლილი 17:57, 27 მარტი 2013 (UTC)პასუხი

სუსა რედაქტირება

გამარჯობა. სტატია სუსა (ქალაქი ირანში) ასეთი სათაურით არ იქმნება ჯობს გადაიტანოთ სათაურზე სუსა (ირანი). წარმატებები. --JABA 1977 18:44, 19 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

მე არ მითქვამს ახალი სტატია შექმენით-მეთქი. :) ზემოთ ძიების ველის წინ პატარა ქვემოთ მიმართული სამკუთხედია, როდესაც იმასთან მიიტან მაუსს ცამოიშლება წარწერა გადატანა, დააწკაპეთ მას და შესაბამისად იმოქმედეთ. --JABA 1977 19:42, 19 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

სტატიის სათაურის გადატანა რედაქტირება

უკაცრავად, ეს სტატია რომ გადაიტანეთ მისი განხილვა წაიკითხეთ? ვალდებული იყავით მოგეტანათ წყარო სადაც წერია რომ ეგ სწორი ფორმაა. გმადლობ. --JABA 1977 21:30, 19 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

არაენციკლოპედიური რედაქტირება

Fkhovel - შეეცადე ენციკლოპედიურ ენაზე წერო. სანამ სტატიის დაწერას გადაწყვეტ ჯერ გაეცანი ვიკიპედიის წესებს, ჩემი რჩევა იქნება. --Labadze Mikheil93 განხილვაწვლილი 22:32, 19 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

მაკედონია რედაქტირება

დილა მშვიდობისა. უკვე არსებობს სტატია ძველი მაკედონია შეგიძლია ამას დაამატოთ რამე. ახალს ნუ შექმნით. გმადლობთ. --JABA 1977 06:23, 20 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

ფაილი:გიორგი ყარყარაშვილი.jpg რედაქტირება

 
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:გიორგი ყარყარაშვილი.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. Henry McClean განხილვაწვლილი 12:20, 2 აგვისტო 2013 (UTC)პასუხი

თხოვნა რედაქტირება

გამარჯობა. სტატიებში კატეგორიების მითითება ნუ გავიწყდებათ. - ოთოჯი განხილვა 15:51, 14 აგვისტო 2013 (UTC)პასუხი

აქვე დავამატებდი ერთ თხოვნას. სტატიებში აუცილებელია წყაროს მითითება. --JABA 1977 07:41, 16 აგვისტო 2013 (UTC)პასუხი
კიდევ ერთხელ - სტატიებში მიუთითეთ წყაროები ან ზოგადად, შექმენით სექცია რესურსები ინტერნეტში და შეიტანეთ 1-2 სასარგებლო ბმული. --Henry McClean განხილვაწვლილი 17:28, 21 აგვისტო 2013 (UTC)პასუხი

სამეფო დინასტია რედაქტირება

გამარჯობა, თარგი:სამეფო დინასტია უკვე შევქმენი ანალოგიურ ინგლისურ ვარიანტზე დაყრდნობით. თვალი გადაავლე და მიხვდები როგორც. თუ რამეს ვერ გაიგებ, შეგიძლია მკითხო. P.S. თარგი ბოლომდე ვერ ვთარგმე და იმედია თავად დაამთავრებ (თარგში რა ცვლილებასაც შეიტან თან მის დოკუმენტაციის გვერდზეც შეცვალე) --Tornike   21:21, 22 აგვისტო 2013 (UTC)პასუხი

კატეგორიები რედაქტირება

სტატიებს და თარგებს უნდა ჰქონდეს მითითებული კატეგორიები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგულია. ვიკიპედიაში ყველაფერს დახარისხება სჭირდება. --Henry McClean განხილვაწვლილი 05:40, 23 აგვისტო 2013 (UTC)პასუხი

გარდა ამისა - სიტყვა ვებ-გვერდს ნუ იყენებთ, გამოიყენეთ პირდაპირ საიტი. ამაზე შევთანხმდით ვიკიპედიაში დიდი ხანია. იხ. განხილვა --Henry McClean განხილვაწვლილი 05:45, 23 აგვისტო 2013 (UTC)პასუხი

ენათაშორისი ბმულები რედაქტირება

სტატიებს აუცილებლად უნდა მიეთითოს ენათაშორისი ბმულები!--დათო1010   08:06, 23 აგვისტო 2013 (UTC)პასუხი

გაფრთხილებებს ნუ უგულებელყოფთ! მიუთითეთ თქვენს მიერ შემოტანილ სტატიებს წყაროები! და ის, რაც ადმინისტრატორმა ჩემს წინ დაგიწერათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განურჩევლად თქვენი არსებული წვლილისა, მიიღებთ გაფრთხილებას. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:49, 23 აგვისტო 2013 (UTC)პასუხი

მიხეილმა მოგწერათ ეგ ადრე. რაც ეხება წყაროს - ნახეთ, ამ ინგლისურებს სტატიებს აქვს 'რესურსები ინტერნეტში' (იქ ჰქვია External links).

სტატიის დასასრულს, კატეგორიებამდე წერთ

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

და აკოპირებთ იმას, რაც ინგლისურში წერია. ანუ ამ შემთხვევაში

*http://www.livius.org/as-at/assyria/assyria.html
*[http://www.britannica.com/eb/article-55462/history-of-Mesopotamia Decline of the Assyrian empire]
*http://www3.uakron.edu/ziyaret/index.html
*http://www3.uakron.edu/ziyaret/historical.html
*http://www.webcitation.org/query?url=http://www.geocities.com/garyweb65/neoassy.html&date=2009-10-25+22:30:02
*http://www.britannica.com/eb/article-55456/history-of-Mesopotamia
*[http://www.allempires.info/article/index.php?q=AE_Chart Chart of World Kingdoms, Nations and Empires -  All Empires]

მთავარია, რაღაც გადამოწმებადი წყაროები იყოს. და ისე, რატომ შექმენით სტატია ამ სათაურით? ინგლისურში წერია Neo-Assyrian Empire და ჩვენთან 'ნეოს' გამოყენება სავსებით ხდება. გარდა ამისა, ისწავლეთ ენათაშორისი ბმულების ჩასმა (დავითმა უკვე დაგიწერათ ზევით). ეს ძალიან იოლია და ბევრად გაადვილებული, ვიდრე ეს ადრე იყო. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:57, 23 აგვისტო 2013 (UTC)პასუხი

ინფოდაფა მომხმარებელი რედაქტირება

შენიშვნა თქვენს პროფილში მოცემულ ინფოდაფაზე:

აქადთა დინასტია - ასეთ სტატიებს ნუ შექმნით, იმიტომ, რომ უკვე არსებობს სხვები. იხ. აქადის იმპერია --Henry McClean განხილვაწვლილი 19:14, 7 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

არასწორი სათაურები რედაქტირება

აქ გწერდით, რომ სტატიები სუსა (ქალაქი ირანში) ამ სახით არ იქმნება, თქვენ კი კვლავ შექმენით სტატია კოლუმბია (ქალაქი აშშ-ში). ეს რას მივაწეროთ? --JABA 1977 19:42, 7 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

ან რა წესია ეს, სადამდე უნდა აკეთოთ სტატიები კატეგორიების გარეშე? და 1 ცალი რესურსი ინტერნეტში რა გახდა? --Henry McClean განხილვაწვლილი 20:32, 7 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

სტატია, რომელსაც აკლია რაღაც და მისაყვანია სტანდარტებამდე (გასასწორებელია ყველა მხრივ), ვერ გახდება შემოწმებული. შემოწმება ნიშნავს, რომ სტატია უნაკლოა, ამიტომ კეპლერის სტატია ბოლომდეა გადასახედი. გასაგებია, რომ ეს კონკრეტულად თქვენი სტატია არ არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, შემოწმება არ მოხდება. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:12, 8 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

ერთს დავამატებ, რატომღაც ყველას ჰგონია, რომ სტატია თუ შეუმოწმებელია, მას ვერავინ ხედავს. აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციაა! ასეთი სტატია ჩვეულებრივ იძებნება და ყველა ხედავს, უბრალოდ აწერია „შეუმოწმებელი“. — მიხეილ მიწერა 09:24, 8 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

ახლა შევამჩნიე, რომ მწერთ - 'უბრალოდ ეგ სტატია ადრე გავაკეთე და მაშინ არ ვიცოდი კატეგორიებსა და რესურსებზე'. არანაირად. სტატია კოლუმბია (ქალაქი აშშ-ში) გაკეთებულია 7 სექტემბერს. არც რესურსი აქვს, არც კატეგორია, მეორე წინადებაში (სტატია მინიმუმ 3ისგან უნდა შედგებოდეს) აკლია ერთი ასო. საერთოდ - ინფოდაფა არ არის პრიორიტეტული ელემენტი, უმჯობესია, 3 გამართული წინადადება იყოს, თავისი წყაროებით. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:33, 8 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

კი ჩანს მაგრამ ის რომელიც ახალი შექმნილია, მაგრამ რომელსაც რედაქტირებას ვუკეთებ ის არ ჩან და მარტო შემოწმებულ ვერსიას აჩვენებს სხვებს, და კეპლერის სტატიას რა აკლია? დავამატებ თუ შემედზლება, შტატის დედაქალაქს რაც შეეხები კი ბატონო მანდ დამავიწყდა კატეგორიები... და კიდევ როდესაც სტატიას დავწერ ან რედაქტირებას გავაკეთებ თუ არ შემიმოწმებთ ეგებ მომწეროთ მიზეზი რა შემეშალა რა დავაკელი, და გამოვასწორებ. Fkhoveli 02:05, 8 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

მინიმუმი ასეთია

გამართული 3 წინადადება, რესურსები, სწორი კატეგორიები + საერთაშორისო ბმულებში ჩამატება. სტატიის შესავალი კი უნდა ჟღერდეს ასე

'''ესა და ეს''' — ქალაქი აქა და აქ. 

--Henry McClean განხილვაწვლილი 10:12, 8 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

გასაგებია სამომავლოდ გავითვალისწინებ... --Fkhoveli განხილვა 2:26, 8 სექტემბერი 2013 (UTC)

კეთილი. და კატეგორიებს რაც ეხება - გადახედეთ ინგლისურენოვან ანალოგს და მიხვდებით, რა კატეგორია ჯობია. და კიდევ - თუ ჯერ არ გაქვთ ჩართული, აქ შედით და Hotcat ჩართეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ სტატიაში სწრაფად ამატოთ კატეგორიები. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:30, 8 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

სურათები რედაქტირება

საერთოდ, რჩევა:

  • როდესაც Commons-ში არსებობს სტატიის თემატიკის ილუსტრაცია, ვაკოპირებთ ფაილის სახელს commons-იდან და ვდებთ აქ.
  • წესი ეხება ინფოდაფაში გამოყენებას. ანუ თუ commons-ში დევს თავისუფალი ფაილი, ვიყენებთ მას ინფოდაფაში. თუ საერთოდ არ არის ალტერნატიული გამოსახულება თავისუფალ წვდომაში, მაშინ აქ (ქართულ ვიკიპედიაში) ვტვირთავთ საკუთარს.
  • ამიტომ სჯობს სურათის ფაილის მაგივრად (მანქანის გამოსახულება, რომელიც ატვირთეთ), გამოიყენოთ არსებულები. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:07, 9 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

გაფრთხილება რედაქტირება

განხილვის წაკითხვა არ შეიძლება, სანამ გადატანას მოახდენთ? რა წესია ეს? ეს არის წესების დარღვევა, რის გამოც ვანდალიზმის შესახებ შეტყობინებაც შეიძლება მიიღოთ. ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ასეთ საკითხებზე არის არასწორი, ხოლო სტატია სათაური ეფუძნება ქართულ ენაში ბგერების გადმოტანის წესებს. --Henry McClean განხილვაწვლილი 05:51, 10 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

რა განხილვის? (ვერ მივხვდი)Fkhoveli განხილვა 09:54, 10 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

განხილვა:მარიო გიოცე - მანამდე იყო განხილვა:მარიო გეცე. ამიტომ უნდა იყოთ ყურადღებით. წაიკითხეთ, რა წერია მასში. --Henry McClean განხილვაწვლილი 05:56, 10 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

უბრალოდ არასწორი სათაურია და მაგიტო გადავიტანე... სამომავლოდ, რა უნდა გავაკეთო რომ სტატია სწორ სათაურზე გადავიტანო??? Fkhoveli განხილვა 09:58, 10 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

ამას ჰქვია ერთპიროვნული გადაწყვეტილება. არსებობს ნორმები და არსებობს სტანდარტები და მარტო ის, რომ თქვენ სხვანაირად წარმოგიდგენიათ გვარი, არ ნიშნავს, რომ სწორია. ამისთვის სახელმძღვანელოები და დამხმარე მასალები არსებობს. გერმანული ასო ბგერები ქართულში სხვა სახით გადმოდის, სხვა შემთხვევაში, მაგალითად, გოეთე იქნება გიოტე. სამომავლოდ - არაფერი. თუ პრობლემატური სახელია ან გვარი - უნდა დაწეროთ განხილვაში. შემოვა ხალხი და განიხილავს. თუ სტატიის სათაური განგებ არასწორია - მაგალითად, ვიღაცამ გააკეთა 'ვლადიმერ პტინი', გადაგაქვთ განხილვის გარეშე 'ვლადიმერ პუტინი'-ზე. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:04, 10 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

ანუ ამის მერე თუ გადატანას ან მსგავსი სტატიის შექმნას დავაპირებ ჯერ განხილვაში დავწერო, და უმრავლესობის აზრის მიხედვით შევქმნა სტატია? Fkhoveli განხილვა 10:06, 10 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი
სტატიის შექმნას არ სჭირდება ამდენი ფიქრი, თუ არასწორი სათაური იქნება, გადაიტანენ (ისევ და ისევ განხილვის შედეგად), მაგრამ თუ რომელიმე სათაურზე ეჭვი გაქვთ, ჯერ შეიხედეთ სტატიის განხილვაში (ლურჯად თუ არის) და იქნებ იქ უკვე ეწეროს არგუმენტები, რის შედეგადაც თქვენამდე უკვე ვიღაცამ გადაიტანა საერთო აზრით, სწორ სათაურზე. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:09, 10 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი
სხვადროს სანამ რომელიმე სტატიის სათაურის შეცვლას დააპირებთ, ჯერ განხილვის გვერდზე დაწერეთ ამის შესახებ!--დათო1010   06:10, 10 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი
გასაგებია, სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ, დიდი ხანია არაა რაც სტატიების წერა დავიწყე და ბევრი რამე ჯერ კიდევ არ ვიცი, მაგრამ ვსწავლობ... Fkhoveli განხილვა 10:11, 10 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

კატეგორია რედაქტირება

სალამი. დავიწყოთ ამით:

  • სტატიის თავში რომ წერ ხოლმე Lamborghini Veneno არის შეზღუდული წარმოების უნივერსალური ავტომობილი. ასე არ ვწერთ, დამკვიდრდა სტანდარტი - Lamborghini Veneno — შეზღუდული წარმოების უნივერსალური ავტომობილი (გრძელ ტირეს მიაქციე ყურადღება, მოკლე დეფისი არ იწერება).
  • ვწუხვარ, მაგრამ ასეთი რამე: კატეგორია:Fkhoveli-ის მიერ ატვირთული არ კეთდება. მესმის, რომ ერთად გინდა მოუყარო ყველაფერს თავი, მაგრამ მსგავს კატეგორიებს არ ვაკეთებთ. ამოშალე ეგ კატეგორია ფაილებიდან და წაშლის ადმინისტრატორიც იმ კატეგორიას, რომელიც შექმენი. --Henry McClean განხილვაწვლილი 23:41, 15 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

სანდო მომხმარებელი რედაქტირება

გაუმარჯოს! თქვენი წვლილისთვის სანდო მომხმარებლის სტატუსი ჩაგირთეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან თქვენს წვლილს ადმინისტრაციის მხრიდან დადასტურება აღარ დასჭირდება, ავტომატურად იქნება დამოწმებული. მართალია, ეს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებთ, მაგრამ გილოცავთ! ასე განაგრძეთ  მიხეილ მიწერა 06:17, 16 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

ანუ როდესაც ახალ სტატიას შევქმნი ის ავტომატურად ჩაითვლება შემოწმებულად??? — Fkhoveli განხილვა 11:01, 16 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

გილოცავ, მაგრამ ზევითაც აიხედავ, იმედია. მსგავსი რამ თუ მომავალში არ გაკეთდება, სანდოს სტატუსი უფრო გამართლებული იქნება. --Henry McClean განხილვაწვლილი 07:10, 16 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

კატეგორიასა და ტექსტში შეცდომას თუ გულისხმობ რათქმაუნდა. გამოვასწორებ... — Fkhoveli განხილვა 11:14, 16 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი
პრინციპში, ის ტექსტში მთლად შეცდომა არ არის, უბრალოდ სტანდარტიდან გადახვევაა. გვქონდა საუბარი, რომ ეს სტანდარტი (ტირე) ამოვიღოთ და თავისუფლება მიეცეს ყველას, მაგრამ ჯერ-ჯერობით, ამაზე შეთანხმება არ შემდგარა. აბა შენ იცი. უბრალოდ როდესაც ახალ სტატიას გააკეთებ, შემოწმებული იქნება ავტომატურად, მაგრამ როდესაც არსებულ სტატიაში შენამდე ვინმემ შეიტანა ცვლილებები, შემოწმება მაინც დასჭირდება (გახსოვდეს, რომ შეუმოწმებელი არ ნიშნავს, რომ ცვლილებები საიტზე არ აისახება, უბრალოდ წერს, რომ შეუმოწმებელია). --Henry McClean განხილვაწვლილი 07:18, 16 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი
სურათის დამატებასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, თუ სურათი ჩემი შექმნილია, მაგ: სხვა რუკის მაგალითზე დავხათე ახალი რუკა, როგორ ავტვირთო ის სურათი??? საავტორო უფლებებში რა უნდა მიუთითო??? — Fkhoveli განხილვა 11:27, 16 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

ჩამოსაწევ მენიუში ატვირთვის გვერდზე არის ლიცენზიების ჩამონათვალი. უნდა იყოს იქ შესაბამისი ლიცენზია. --Henry McClean განხილვაწვლილი 07:29, 16 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

ინფოდაფაში უმჯობესი გამოყენებული იქნას თავისუფალი სურათი და არა არათავისუფალი. ამას ვწერ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც უცხო ვიკიპედიიდან შემოსულმა ამიხსნა, რომ სურათები, როგორი სრულყოფილიც არ უნდა იყოს, არ გამოიყენება ინფოდაფებში, თუ მათი ალტერნატივა დევს Commons-ში. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:00, 16 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

კი ბატონო მაგრამ უმეტესი სურათები, ვგულისხმობ ვიკიპედია სხვა ენოვან გვერდებს იქიდან აღებული სურათები ინფო დაფაში არ ჯდება, პირადად მე ვფიქრო რომ ინფოდაფაში უსურათობა და ამ დროს გალერეაში ათი სურათი ულამაზო იქნება და არ შეიზლება რომ არა თავისუფალი სურათი გამოვიყენო ინფოდაფაში??? — Fkhoveli განხილვა 20:04, 16 სექტემბერი 2013 (UTC)}პასუხი

კიდევ ერთხელ - როდესაც commons-ში დევს ალტერნატივა, მას ვიყენებთ ინფოდაფაში. თუ არ დევს საერთოდ არაფერი (ანუ ამ თემაზე საერთოდ არაა ფოტო), მაშინ ჩვენსას ვიყენებთ. ასე გვაქვს წესად და არა მხოლოდ აქ. ჯექსონის ფოტო მქონდა ჯექსონის სტატიაში, დაახლოებით 2008 წლის პერიოდის, საკუთარი ატვირთული (ქართულ ვიკიში). შემოვიდა მომხმარებელი, მიმითითა, რომ უნდა ამომეღო ინფოდაფიდან, ვინაიდან commons-ში იდო ალტერნატივა (შუა 80-იანების ფოტო). მართალია, ის ვერ აილუსტრირებდა მუსიკოსს შესაბამის ასაკში (ანუ რა ასაკშიც იყო 2008 წელს), მაგრამ წარმოადგენდა ერთადერთ ნორმალურ ილუსტრაციას. იძულებული გავხდი, უარი მეთქვა საკუთარ სურვილებზე, რაც შეიძლება ლამაზი ფოტო გამომეყენებინა და ჩავსვი ის, რაზეც მიმითითეს, ხოლო ის 2008 წლის ფოტო გადავსვი სტატიის სხვა არეში. საერთოდ - სურათი გამოიყენება ილუსტრაციისთვის და არა რაც შეიძლება ლამაზად ილუსტრაციისთვის.

ამავე დროს, ისიც რასაც აკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვიკიპედიისთვის გამოსადეგია, მთლად ბოლომდე არ არის სწორი - მაგრამ თუ ეს მართლა უადგილოა, ადმინისტრაცია გაცნობებთ. საუბარია იმაზე, რომ ზედმეტად დიდი რაოდენობის სურათები გაქვთ სტატიაში, სტატია კი ფოტოგალერეა არ არის. შესაძლოა, პროდუქტის აღწერა ხდებოდეს ამით, მაგრამ გადახედეთ თუნდაც უცხოურ ანალოგს - თქვენსაზე ბევრად მცირე რაოდენობა აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ამას მალაპარაკებს საკუთარი გამოცდილება ვიკიში. წარსულში მსგავსი გალერეები ამოგვიშლია ან სურათების რაოდენობა დაგვიყვანია უფრო მცირემდე. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:16, 16 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

გასაგებია მომავალში გავითვალისწინებ... მადლობ დახმარებისთვის... — Fkhoveli
თუ commons-ში არ დევს ის სურათი, ანუ იმ თემაზე არ დევს სურათი რომელზეც ვწერ, მაგ შემთხვევაში როგორ მოვიქცე? — Fkhoveli

არაფრის. გახსოვდეს, რომ ამ ყველაფერს ახალბედა და ხოლმე გამოცდილ მომხმარებელსაც ვაწვდით იმ მიზნით, რომ გაუმჯობესდეს სტატიების ხარისხი და მომხმარებელიც სტანდარტებს მიეჩვიოს. თუ რამე შეიცვლება, ამის შესახებ ვაცნობებთ აქტიურ მომხმარებელს.

ახლა კი პასუხი - უბრალოდ, თუ არ დევს commons-ში, აიღე და ატვირთე ქართულ ვიკიში, როგორც ახლა აკეთებ. მაგრამ თუ იმ თემაზე მინიმუმ 2-3 გამოსადეგი ფოტო დევს, აიღე და ჩადე ინფოდაფაში, ხოლო თუ დამატებითი ფოტო გჭირდება, ისიც ატვირთე და სტატიის სხვა არეში დადე.

ჩემს მაგალითზე შემიძლია გითხრა - არის შემსრულებლები (ჯგუფები), რომელთა ფოტოები არ დევს commons-ში, სამაგიეროდ დევს მისი ყველა წევრის ცალ-ცალკე ფოტო. მაგრამ ვინაიდან არ არის ჯგუფური ფოტო, რომელიც გადმოსცემს ჯგუფის მდგომარეობას ამა თუ იმ პერიოდში, ავდგები და ავტვირთავ ქართულ ვიკიში იმას, რაც მინდა და ვდებ ინფოდაფაში. --Henry McClean განხილვაწვლილი 17:31, 16 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

სამხედრო სასაზღვარი რედაქტირება

გამარჯობა სასაზღვარი ეს სიტყვა რას ნიშნავს? --JABA 1977 19:14, 26 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

ტექნიკური შეცდომაა, საზღვარი უნდა იყოს, გამოვასწორე უკვე ორივე სტატიაში... - Fkhoveli

Margraviate of Moravia გადმოთარგმნილი გქონდა როგორც მორავიის საზღვარი, მე ამ თარგში შევცვალე და დავწერე მორავიის მარკა. მე მგონი ასე უფრო მართებულია. ვფიქრობ სტატიებშიც ასე უნდა ცასწორდეს. პ. ს. ხელმოწერაზე რატომ წვალობ? ზემოთ მესამე სიმბოლოა კალამი, რომელიც ხელს აწერს მაგას დააწკაპე და ავტომატურად მოწერება ხელი. --JABA 1977 14:47, 27 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

შევასწორე... --Fkhoveli განხილვაწვლილი 06:13, 28 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი

თარგმანი რედაქტირება

სალამი. თარგმანების კეთებას არავინ გვავალდებულებს. სერიალების ეპიზოდების სათაურების მით უმეტეს. სიმპსონების ეპიზოდების სათაურები საერთოდ არ მაქვს ნათარგმნი (ადრე მქონდა და გადავიტანე ინგლისურზე). ზოგიერთი სათაურის თარგმნა შეუძლებელია და თავიდანვე არასწორი გამოვა.

  • ვირთხის ყნოსვაზე - ეს გამოთქმაა, რომლის შესატყვისი ქართულში სხვა რამ არის. პირდაპირ არ ითარგმნება, როგორც ვირთხის ყნოსვა.
  • NCIS აბრევიატურაა. არავინ გვავალდებულებს, გადმოვიტანოთ, როგორც ენ სი აი ეს. ბიბისი მაგალითად, გადატანილი იქნა BBC-ზე.
  • Cute ჭკვიანს არ ნიშნავს. საყვარელი, სიმპათიური. რუსებს ნათარგმნი აქვთ, როგორც Симпатичный парень, რაც სწორია. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:41, 1 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი
ანუ შეიძლება რო ინგლისურ ენაზე დავტოვო? მე ვიფიქრე რომ არ შეიძლებოდა და მაგიტო გადავთარგმნე... ანუ შეიძლება რო დავტოვო იმ ენაზე რომელზეცაა ხო? --Fkhoveli განხილვაწვლილი 16:02, 1 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი
კი, თავისუფლად. მით უმეტეს, მხოლოდ ეპიზოდები კი არა, არის რთულად სათარგმნელი ფილმების სახელწოდებებიც. რაზეც თავის დროზე მივიღე ინსტრუქცია, დამეტოვებინა ორიგინალში (სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი Beavis and Butt-head Do America - სათაური დავტოვე, ვინაიდან ამ სიტყვას ვერ გადმოიტან ქართულში, აზრს კარგავს). 2-3 ეპიზოდის სახელი თუ ითარგმნება, ყველა ვერ ითარგმნება, ამიტომ ყველა დატოვე ორიგინალში. სიტყვების თამაშის გამო ხოლმე რთულია დაიცვა წესრიგი და მერე იჭედები თარგმნისას, ადამიანი, და ბევრი ეპიზოდის სათაური შემხვედრია - ან ანდაზა ყოფილა, ან რამე სხვა და ბევრი ანდაზის (მაგალითად) ქართული შესატყვისი თავად არ ვიცით. ამიტომ პრობლემა არ არის, დარჩეს. --Henry McClean განხილვაწვლილი 21:04, 1 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

თუმცა, თავად გადაწყვიტე. საიდუმლო მასალები (ეპიზოდების სია) - ნახე. ამ შემთხვევაში პრობლემები არ შემქნია. ყველა ეპიზოდის სათაური ითარგმნა :) ისევ და ისევ - არავინ გვავალდებულებს. სტანდარტი კი ჯერ შემოღებული არ გვაქვს. ამიტომ თარგმნა აკრძალული არ არის. :) --Henry McClean განხილვაწვლილი 21:08, 1 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

სასვენი ნიშანი რედაქტირება

ერთი რაღაც შევამჩნიე შენს სტატიებში - სიტყვის 'რომელიც' წინ არ გაქვს მძიმეები. რათა სტატიები გაუმჯობესდეს, გაითვალისწინე - ამ სიტყვის წინ ყოველთვის იწერება მძიმე და ვტოვებთ ცარიელ ადგილს ამ სიმბოლოსა და სიტყვას შორის. მაგალითი:

ფეხბურთელი, რომელიც

იგივე ხდება (ყოველი შემთხვევისთვის) სიტყვის 'რომელმაც' შემთხვევაში. კიდევ:

მაშინ, როდესაც

უბრალოდ გაითვალისწინე მომავალში. --Henry McClean განხილვაწვლილი 17:27, 2 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

სახელწოდებები რედაქტირება

როდესაც რომელიმე სახელწოდების ქართული თარგმანი არ იცი, ჯობია ორიგინალში დარჩეს და მოგვიანებით ვისაც ეცოდინება იმან ჩაასწოროს, ვიდრე ამდენი შეცდომა იყოს დაშვებული.--დათო1010   19:34, 2 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

ტირე რედაქტირება

კვლავ ტირეზე. ტირე ენაცვლება სიტყვას 'არის'. ამიტომ მხოლოდ ტირეს გამოყენება არაფერს ნიშნავს. წინადადება უნდა ჟღერდეს. შესაბამისად, გაკეთდა ასე --Henry McClean განხილვაწვლილი 13:52, 4 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

გასაგებია, მივხვდი, გავითვალისწინებ... --Fkhoveli განხილვაწვლილი 13:54, 4 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი
ჰო, შეეცადე ძალიან უბრალოდ ააწყო ეს პირველი წინადადება ხოლმე. არ არის რთული. ის მუქი რომ არის თავიდან, მაგის მერე ტირე და შემდეგ - თუ რა არის. გამომდინარე იქიდან, თუ რაზე წერ. თუმცა არის გამონაკლისებიც, როდესაც ასეთ შესავალს არ ვაკეთებთ. მოკლედ, არ გაგიჭირდება. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:57, 4 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი
და კიდევ ეს რუკა ინგლისური ვიკიპედიის ანალოგზე ჩემით გავაკეთე Fotoshop-ში და საიტზე სწორად ავტვირთე???
დიახ, ყველაფერი სწორია. ოღონდ სიტყვა ლინკი ქართულად არის 'ბმული'. ფაილის აღწერაში შესაძლოა, მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ სტატიებში არ გამოიყენო. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:06, 4 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი
გასაგებია, მადლობა დახმარებისთვის... --Fkhoveli განხილვაწვლილი 14:18, 4 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი
მაგ ფაილის განხილვაში მიხეილმა დატოვა შენიშვნები. შეგიძლია ჩაასწორო (თუ გაქვს ფაილი დატოვებული, დასამუშავებელი ვერსია) და უბრალოდ ატვირთო ფაილის ახალი ვარიანტი (ანუ ზემოდან გადააწერო). --Henry McClean განხილვაწვლილი 14:19, 4 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი
ჰენრი ამ სტატიაში ახალი ინფობოქსი გავკეთე და ვფიქრობ ძველ სჯობს, მაგრამ არავინ მიმოწმებ და შეგიძლია მითხრა რა შეცდომა დაუშვი??? --Fkhoveli განხილვაწვლილი 16:08, 4 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

ინფოდაფა კარგია, არავითარი პრობლემა არ აქვს, უბრალოდ სტატიაა ზოგადად წესრიგში მოსაყვანი. რჩეული კი არის, მაგრამ გადასახედია. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:17, 4 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

აჰა, გასაგებია, ანუ სანამ არ გადაიხედება მანამდე არ შემოწმდება ხო? --Fkhoveli განხილვაწვლილი 16:42, 4 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი
შეუმოწმებლობა არ ნიშნავს, რომ არ აისახება სხვებისთვის. უბრალოდ უწერს, რომ შეუმოწმებელია. დიახ, სანამ არ გადამოწმდება რაღაცეები, არ დაიხვეწება, სტაბილური სახე არ ექნება. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:45, 4 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი
გასაგებია. --Fkhoveli განხილვაწვლილი 16:48, 4 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

რატომ p7 და s11? რედაქტირება

გამარჯობა. ერთი რამ მაინტერესებს, როდესაც ინფოდაფა ყოფილი ქვეყანას ცვლი სულ მაინტერესებდა რატომ წერ რატომ p7 და s11-ს და არა რატომ p1 და s1-ს? რაიმე არსებითი განსხვავებაა? --JABA 1977 04:14, 7 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

იმიტომ როპ p1 და s1-ზე დროშები ერთი ზევით და ერთი ქვევით გამოდის, რაც ულამაზოა, როცა p7 და s11-ს ვიყინებს ისინი ერთ სტრიქონზე ჯდება და თან იმავე სტრიქონზე რომელზეც ყოფილი ქვეყნის ან იმპერიის არსებობის წლებია მითითებული. მაგ: გურიის რესპუბლიკა - ამ სტატიას ინფოდაფა მე გავუკეთე და როგორც ხედავთ წინა და მომდევნო ქვეყნები მათ შორის არსებობის წლებიც ერთ ხაზზეა, რუსეთის იმპერია - ამ სტატიში კი ერთი ზევითაა ერთი ქვევით. მართალია სტატიები სილამაზისთვის არაა, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია რომ ეს უფრო ლამაზი გამოდის და სილამაზესაც თუ მივაქცევ ყურადღებას ამით არაფერი დაშავდება... თუ ამით რამე შავდება კი ბატონო, მომავალში ასე აღარ გავაკეთებ... --Fkhoveli განხილვაწვლილი 14:22, 7 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

აჰა. გასაგებია. ძალიან კარგია. სხვათაშორის მეც მაღელვებდა ეგ საკითხი. კარგია რომ მოაგვარე. მადლობა. იმერეთის სამეფოში ჩემს ცვლილებას გავაუქმებ. --JABA 1977 14:41, 7 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

არაფრის. --Fkhoveli განხილვაწვლილი 14:46, 7 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

ფოტო რედაქტირება

სალამი. მესმის, რომ უკეთესი ფოტოს ჩასმა გსურს, მაგრამ ამის შესახებ უკვე დიდი ხნის წინ აგიხსენი და დაეთანხმე. გადახედე იმას, რასაც ზევით ვწერდით - რომ commons-იდან გამოიყენება სურათები. თუ commons-იდან ამოშლიან თავისუფალ ფოტოს, შეგიძლია ტვირთო აქ. --Henry McClean განხილვაწვლილი 05:58, 9 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

და commons-ში რო მე თვითონ ავტვირთო და მერე გამოვიყენო???--Fkhoveli განხილვაწვლილი 06:17, 9 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

მაშინ - ფოტოს ავტორი თავად ხარ? ან იმ სააგენტომ, რომლის საიტიდან აიღე ფოტო, უფლება მოგცა, გამოგეყენებინა? ან ნება დართო, ნებისმიერს გამოეყენებინა, როგორც თავისუფალი ფაილი? ამისთვის არის არათავისუფალი ფაილის თარგი. სრულ ინფორმაციას ფლობ ფაილის ლიცენზიაზე?

მესმის, რომ გაწუხებს რაღაც და გინდა, უკეთესი ფოტო იდოს. გეუბნები ამას ჩემი ვიკიპედიაში 7 (და ოდნავ მეტი) წლიანი გამოცდილებით - ვიკიპედიაში რაც უფრო ლამაზის პრინციპი არ მუშაობს. სანამ არის ფოტო, რომელზეც გამოსახულია სახე (თუნდაც მოჭრილი ფოტო იყოს), რომელიც ემსახურება სტატიის ილუსტრირებას და ქმნის მინიმალურ წარმოდგენას მის თემატიკაზე, მანამდე ვიყენებთ თავისუფალ ფაილს. თუ მაგალითად, გსურს, აჩვენო თბილისის მერი, რომელიც ამომრჩევლებს ხვდება და ეს ფაილი commons-ში არ დევს, შეგიძლია ატვირთო აქ და გამოიყენო - ოღონდ ინფოდაფის გარეთ. ინფოდაფაში ყოველთვის უნდა იყოს სურათი, რომელიც ხელმისაწვდომია commons-ში და გთხოვ, ამას კიდევ ერთხელ ნუ დამაწერინებ, უკვე ადრე აგიხსენი ბევრჯერ. მეც მიჩნდება სურვილი, უამრავ სტატიაში თანაც, შევცვალო ფოტოსურათები (მუსიკოსების ასობით სტატიაა, სადაც ამის გაკეთებას შევძლებდი, ეს წესი რომ არ მუშაობდეს), მაგრამ ასე არ მუშაობს ეს სისტემა. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:33, 9 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

საქართველოს პრეზიდენტი რედაქტირება

სანამ საბოლოო ოფიციალური შედეგები არ გამოცხადდება სტატიაში ცვლილებებს ნუ შეიტან--დათო1010   18:48, 27 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

ცარიელი გვერდი რედაქტირება

გვერდებს ნუ დატოვებ ცარიელს! როდესაც გვერდის წაშლა გინდა ჩასვი მასში თარგი:წასაშლელი რათა ადმინისტრაციამ დროულად ნახოს და წაშალოს იგი--დათო1010   21:29, 31 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

თხოვნა რედაქტირება

ჯერ 24 ნოემბერი არ არის. წინასწარ ნუ წერ ნურაფერს.--ცანგალა () 09:06, 8 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი

რჩევა რედაქტირება

გამარჯობა. როდესაც ითხოვთ, რომ წაიშალოს გვერდი უნდა მიუთითოთ მიზეზიც, რატომ არის წასაშლელი ესა თუ ის გვერდი. - ოთოჯი განხილვა 12:55, 14 დეკემბერი 2013 (UTC)პასუხი

Pkhoveli/არქივი (2013 წ.)-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.