პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

D.DEU. პასუხი 15:27, 11 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

ფაილი:ელგუჯა მეძმარიაშვილი.jpg რედაქტირება

 
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:ელგუჯა მეძმარიაშვილი.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. იორგი 18:49, 16 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

გამარჯობა. სტატიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი კარგი იქნებოდობა თუ ლიტერატურას და ინტერნეტსრესურსებსაც დაურთავდით--Otogi განხილვაწვლილი 15:10, 12 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

გაფრთხილება რედაქტირება

გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ რედაქტირება

გაფრთხილება!
თქვენი მოქმედება ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს და წარმოადგენს ვანდალიზმს. თუ წესებს სისტემატურად დაარღვევთ, თქვენი წვდომა შეიზღუდება, ვიკიპედიაში რედაქტირების აკრძალვისა ან ბლოკირების სახით. გირჩევთ, საფუძვლიანად გადახედოთ ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს.

შენიშვნა: ამ გაფრთხილების წაშლა არ შეიძლება. ესეც ვიკიპედიის წესების დარღვევად ჩაითვლება.

Henry McClean განხილვაწვლილი 18:21, 15 მარტი 2012 (UTC)პასუხი

გაფრთხილება რედაქტირება

ეს არის უკანასკნელი გაფრთხილება:

  • ქმნით ახალ სტატიებს უკვე არსებული სტატიების პარალელურად
  • უკეთებთ ფორმატირებას ტექსტს არავიკიპედიურ სტილში (გიგანტური ასოები, ცენტრში დასმული და ა.შ.). აქ ონლაინ გაზეთი არ არის.

შემდგომში ადმინისტრაცია იძულებული იქნება დაბლოკოს თქვენი ანგარიში ამ დარღვევების გამო. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:23, 30 მარტი 2012 (UTC)პასუხი

შეკითხვა Henry McCleanს რედაქტირება

ცუდი არ იქნებოდა თქვენთან მოწერის ფუნქციას თუ გააქტიურებდით, რომ დაკავშირება მარტივი იყოს. თვეზე მეტია ვცდილობ ამ სტატიის რედაქტირებას რომლის ბლოკირებასაც თქვენ ასე გამალებით ახდენთ. ჩემს მანიაკალურ სურვილს არ წარმოადგენს ამ სტატიის გამოქვეყნება, უბრალოდ ეს იმ პიროვნების მოთხოვნაა რომელმაც ეს პროექტი განახორციელა. ეს ადამიანი ჩემი უფროსია და თხოვნა აქვს გარკვეული ფორმით გამოიცეს ეს სტატია. ამ სტატიის პირველი სახე, რომელის თავდაპირველი გამოქვეყნებაც დავიწყეთ მან შეცვალა. ამ ცვლილების შეტანის უფლებას თქვენ არ მაძლევთ. კიდევ ვიმეორებ თუ ვინმეს აქვს ამ სტატიის გამოქვეყნების უფლება ეს ბატონი ელგუჯა მეძმარიაშვილია. იქნებ რჩევა მაინც მოგვცეთ როგორ მოვიქცეთ რომ სტატია იმ ფორმით გამოიცეს როგორც მის უშუალო ავტორს და შემსრულებელს სურს. ან თუ ჩემი მხრიდან გამოქვეყნება წარმოადგენს რაიმე პრობლემას, შემიძლია მასალა თქვენ მოგაწოდოთ და თქვენ გამოაქვეყნოთ. აქვე დავურთავ, რომ მის ავტორს სურვილი აქვს ეს სტატია ქართულის გარდა რუსულ და ინგლისურ ენებზეც გამოქვეყნდეს. პატივისცემით ანი ჯახუა

პირველ რიგში - სტატია უკვე არსებობს და ჰქვია პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი. გრძელი სათაურები ვიკიპედიაში არ იხმარება. ვინაიდან - კიდევ ერთხელ - ვიკიპედია ინტერნეტ გაზეთი არ არის.

მეორე - ის, როგორც ავტორს სურს ერთია, მაგრამ ის, რასაც ვიკიპედია წარმოადგენს - სხვაა. სტატია უნდა ექვემდებარებოდეს ვიკიპედიურ და საერთოდ, ენციკლოპედიურ თხრობას. ის, რომ ბ-ნ ელგუჯას სურს, რომ სტატია გამოქვეყნდეს, ძალიან კარგია, მაგრამ იმ ფორმით, როგორც მას სურს (ანუ როგორსაც თქვენ აქამდე ქმნიდით) ეს სტატია ვერ გამოქვეყნდება, ვინაიდან არღვევს არა მხოლოდ ქართულ ვიკიპედიაში, არამედ ზოგადად ვიკიპედიაში ტექსტის ფორმატირების პოლიტიკას.

ის, რომ გამოქვეყნების უფლება ბ-ნ ელგუჯას აქვს, გასაგებია, მაგრამ ასევე - ვიკიპედიის წევრებს უფლება აქვთ, შეცვალონ ტექსტის ფორმატირება და თხრობის სტილი, ვინაიდან სტატია უნდა ექვემდებარებოდეს ჩვენს საერთო სტანდარტებს.

ვიკიპედიური თხრობის სტილს არ შეესაბამება ფრაზები:

  • საქართველოში 1999 წელს ასეთ რამეს არავინ ელოდა
  • და მაინც, რამ განაპირობა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შექმნა და მისი წარმატებული გაშვება ორბიტაზე - ამ კითხვაზე პასუხი ერთია
  • ამ საშვილიშვილო საქმის ინიციატორი, დამწყები, მონაწილე და ორგანიზატორი არის პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი ელგუჯა მეძმარიაშვილი
  • გამარჯვებას მონატრებულ ქართველთათვის ეს იყო ეროვნული სიამაყის, მიზნისაკენ სწრაფვისა და მისი მიღწევის ემოციური მუხტი

გარდა ამისა - აქამდე თქვენ ბევრჯერ მოგეცათ მითითებები (ზევით). კეთილი, გავიმეორებ - გაეცანით ვიკიპედიის დახმარების გვერდებსა და ვიკიპედის მასწავლებელს. წაიკითხეთ რა არის და რა არ არის ვიკიპედია. ისწავლეთ გვერდების რედაქტირება და ორგანიზება და ფორმატი.

უბრალოდ გადახედეთ ნებისმიერ სხვა გამართულ სტატიას - ყველგან არის მაგალითი იმის, თუ როგორ იწერება ვიკიპედიაში სტატიები. და ნუ იყენებთ ამ გიგანტურ ასოებს და ცენტრში დასმულ ტექსტებს - კიდევ ერთხელ, ვიკიპედიაში ტექსტის ფორმატირება ასე არ ხდება. ყველა საჭირო ინსტრუქცია დავტოვე. მე ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ ვარ, მაგრამ ვარ გამოცდილი რედაქტორი და გწერთ გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ვარედაქტირებ აგერ უკვე ხუთი წელი. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:11, 30 მარტი 2012 (UTC)პასუხი

    ეს ძალიან კარგი და გასახარი რაც თქვენ მოწერეთ. თქვენს პროფესიონალიზმში მე ეჭვი არც მეპარება, უბრალოდ მე ვარ დილეტანტი ამ საკითხში. მრავალჯერ ვცადე თქვენთან დაკავშირება უბრალოდ ეხლა აღმოვაჩინე რომ ამ გზითაც შეიძლება თურმე ამის გაკეთება. რადგან თქვენ ვერ დაგიკავშირდით სხვა მოდერატორებსაც მივმართე დახმარების თხოვნით მაგრამ ნულოვანი რეაგირება მოყვა. იქნებ თქვენვე გაგეკეთებინათ ამ ტექსტის რედაქტირება, ის ძველი სტატია უბრალოდ შეცვლილია, უფრო სწორად მისივე ავტორის მიერ არის შესწორებული და ჩანაცვლებული. კარგი იქნებოდა ამ საიტს ყავდეს ისეთი პირი რომელსაც გარკვეულ მასასლას მივაწოდებდით და ის გააკეთებდა მის განთავსებას და ჩემნაირი რიგითი ადამიანი არ იქნებოდა იძულებული ვებ-დიზაინი ესწავლა. იქნებ რაღაც დახმარება მაინც გაგვიწიოთ ამ კუთხით (თქვენი თანხმობის შემთხვევაში, იმის დასადასტურებლად, რომ ეს სტატია მართლაც ვინმეს საავტორო უფლებას არ ლახავს წერილობითაც მივაწოდებდით). ეს რაც დამიწერეთ მართლა სასიამოვნოა რადგან თავად გადავცემ და წაიკითხავს იმ მიზეზს თუ რატომ ვერ ხორციელდება მისი თქხოვნა ამდენი ხნის მანძილზე. პატივისცემით ანი

P.S. ეხლახან ვესაუბრე ბატონ ელგუჯას ამ საკითხთან დაკავშირებით და მითხრა ეს ფრაზეოლოგია ამომეღო. გარდა იმისა რომ შრიფტი დიდია, სხვა რაიმე შეწორები თუ გაქვთ რომ შევიტანო ცვლილებები. ამას გადავაწყობდა იქნებ შემდეგ დამეხმაროთ ამ სტატიის საბოლო სახიხ მიცემაში.

მე გადავცემ სხვებს, დახედონ და რისი გაკეთებაც შეიძლება, გააკეთონ, სამწუხაროდ, თავად არ მაქვს იმდენი დრო, რომ ვრცელ სტატიას ჩავუჯდე (მხოლოდ გუშინ დავასრულე გრძელ სტატიაში მუშაობა, რომელიც 2 თვის წინ დავიწყე). --Henry McClean განხილვაწვლილი 11:36, 30 მარტი 2012 (UTC)პასუხი


გამარჯობა. როგორმე უნდა დავასრულო პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის სტატიის რედაქტირება. თუ თქვენ შეძლებთ დახმარებას როგორმე დოკუმენტს მოგაწვდით თუ არა და მე თვითონ ვცდი განთავსებას და მერე იქნებ თქვენ ჩაასწოროთ. წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისთვის