მომხმარებლის განხილვა:Agentt Smith/არქივი5

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო თემაში სალამი

გარი კასპაროვი

რედაქტირება

გარი კასპაროვი — რაღაც უცნაური კატეგორია აქვს. იქნებ მოაშორო. --ცანგალა 14:31, 1 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი

მადლობა შენიშვნისთვის, მოვაშორე.-- UndDerDie 15:12, 1 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი

Vk

რედაქტირება

ნიკა, რას შვები? რო მოიცლი, vk-ში შემო რა. Gobrona განხილვაწვლილი 11:20, 8 სექტემბერი 2018 (UTC)პასუხი

გადატანის შესახებ

რედაქტირება

გამარჯობა, რადგან განხილვაში სხვა აზრიც იყო დაფიქსირებული წესით ასე მალე არ უნდა გადაგეტანა. ვიკიში ასეთი წესი გვაქვს: სამი დღე ველოდებით და თუ ვინმემ აზრი არ გამოთქვა მერე გადაგვაქვს. განხილვა:შემოსავლელი გზა ნახე? წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ მაინც სამ დღეს ველოდები. --ჯაბა 1977 11:11, 7 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

განხილვა:აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში (1950) - როგორც აქ მოხდა, ისე გავაკეთე. -- UndDerDie 11:33, 7 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

იქ განხილვა მიმდინარეობდა, აქ არც აცალე ვინმეს განხილვის გაგრძელება. მე რასაც გეუბნები მიგითითე მაგალითითაც. იმედია გაითვალისწინებ. --ჯაბა 1977 12:21, 7 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

განხილვა შეიძლება იყო, მარა კონსენსუსი არ ყოფილა.   -- UndDerDie 12:27, 7 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

მე რაც გთხოვე წინააღმდეგი ხარ?--ჯაბა 1977 12:30, 7 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

ეწერა სადმე რომ წინააღმდეგი ვარ? -- UndDerDie 12:32, 7 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

ჰოდა მიდგომა შეცვალე, მე არ ვხელმძღვანელობ სხვის მაგალითებით, მე წესი შეგახსენე. წარმატებები. --ჯაბა 1977 12:35, 7 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

დასაბლოკი

რედაქტირება

ნიკა ამ მომხმარებელს დასაბლოკის თარგი რატომ ჩაუსვი? მის ისტორიაში საერთოდ არაფერს მაჩვენებს--დათო1010 06:11, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

დათო გამარჯობა. მეც შევამოწმე და მართლაც არაფერს აჩვენებს. მახსოვს, რომ ბოლო ცვლილებებს რომ დავუარე, იყო ერთი ანონიმი, რომელმაც გვერდზე გინება ჩაამატა. შემეშალა, როგორც ჩანს (თუმცა, ის კი ვერ გავიგე, საიდან აღმოვაჩინე IP მისამართი, რომელსაც რედაქტირება საერთოდ არ აქვს :/). -- UndDerDie 08:57, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი
მეც ცოტა უცნაურად მომეჩვენა, წაშლილებშიც კი არაფერი აქვს--დათო1010 14:38, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

რედაქტირების თარგი

რედაქტირება

გამარჯობა ნიკა, არჩევნები აშშ-ის სენატში ნევადას შტატიდან, 2018, ამ სტატიას რედაქტირების თარგი თითქმის ორი თვეა უზის. დიდი იმედი მაქვს, რომ მიხედავ შენებურად. --ჯაბა 1977 16:18, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

პ.ს. ამასაც --ჯაბა 1977 16:41, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

კი ჯაბა, აუცილებლად. -- UndDerDie 19:03, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

ვიქსიკონი

რედაქტირება

პატივცემულო UndDerDie, რას ფიქრობთ ვიქსიკონში ადმინისტრატორობის თაობაზე?--Surprizi განხილვაწვლილი 05:41, 11 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

გამარჯობა. რომ არ მოგატყუო[თ], წესიერად არც კი ვიცოდი ამ პროექტის/პორტალის არსებობაზე, ისე კი, გადავხედე - ნამდვილად საინტერესოა პირადად ჩემთვის. თუ იქ მუშაობის სპეციფიკის გარკვევაში დამეხმარებით, სიამოვნებით. P.S - ვამჯობინებდი, სახელით მოგემართათ და არა username-ით. ნიკა მქვია.   -- UndDerDie 06:23, 11 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი
კეთილი. მე მიშა მქვია. ვიქსიკონი ესაა ვიკიპედიის დობილი პროექტი, რომელშიც სტატიების მაგივრად იწერება სიტყვის განმარტებები. იმისათვის რომ ყველამ თავისებურად არ ავსოს რომელიმე სიტყვის განმარტება, ამისათვის ყველა ვიქსიკონებში შემუშავებულია სპეციალური თარგი, რომელსაც რომ სვავ იმაში ავსებ. ფაქტიურად ვიქსიკონი ესაა მრავალენოვანი ლექსიკონი. მაგალითად როცა ქმნი რამე ახალ სიტყვას (ზმნა, ზმნიზედა, არსებიტი სახელი, ფრაზა...) მას უცხოური ინტერვიკები თავისით ებმება, იმიტომ რომ სხვა ენოვან ვიქსიკონებში იმავე სახელზე უნდა იყოს შევსებული თავიანთი ნაწილი. მაგალითისათვის, სიტყვა "მაგიდა" რო შეავსებ და შეინახავ მას ინტერვიკი თავისით მიებმება, ასევე "table"-ს რო შექმნით მასაც მიებმება თავისი, "стол"-ს თავისი... თუმცა შესაძლოა რომ ერთიდა იგივე სიტყვა სხვადასხვა ენაში გამოიყენებოდეს. ამისათვის საჭიროა ორი თარგის ჩასმა. საქმე იმაშია რომ ეგ პროექტი მიშვებულია. მე მანდ 3 თვე ვიყავი ადმინად. ამწუთას ბატონი დეუ-ა... თუმცა რო გადახედოთ ვანდალები რასაც უნდა იმას წერენ... რავი თუ თქვენ მართლა გაქვთ გადაწყვეტილი და გსურთ გაეცნოთ ადმინობას, შეგიძლიათ დაიწყოთ ვიქსიკონის ადმინობით (ფუნქციურად ორივე ერთნაირია). ვფიქრობ რომ ამით თქვენ არანაკლებ სამსახურს გაუწევთ თავად ვიკიპედიასაც. სხვათაშორის შესაძლოა რომელიმე სიტყვაზე გააკეთოთ ვიქსიკონსა და ვიკიპედიას შორის ბმული. მაგალითისათვის იხილეთ ანატომია. დასაწყისისათვის დაიწყეთ როგორც რიგითმა რედაქტორმა. როცა დარწმუნდებით რომ გაერკვიეთ მის დედააზრში (იქ კი გასარკვევი დიდი არაფერია) მერე შეგიძლიათ იყაროთ კენჭი. ჩავთვალოთ რომ პირადად ჩემგან ყველა ვარიანტში მიიღებთ თანხმობას!--Surprizi განხილვაწვლილი 07:58, 11 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი
კეთილი, შევუდგები მალე ამ საქმეს. -- UndDerDie 09:12, 11 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი
მე მჯერავს თქვენი! რეალურად მარტივია, თანაც მეტი თავისუფლება გაქვთ. შეგეძლებათ დახვეწოთ თქვენს გემოვნებაზე. ეგეც ქართული სინამდვილის სიამაყე უნდა იყოს! ძალიან გამიხარდება თუ მისი წინსვლა თქვენს სახელტან იქნება ასოცირებული--Surprizi განხილვაწვლილი 09:23, 11 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

რატომ?!

რედაქტირება

რატომ?! გიო ოქრო 20:47, 17 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

მეც მაინტერესებს. Deu. 07:22, 18 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

დროებითია, რამდენიმე თვის განმავლობაში არ მექნება დიდი ალბათობით წვდომა კომპიუტერთან და..  . -- UndDerDie 17:21, 21 ოქტომბერი 2018 (UTC)პასუხი

ბლოკი

რედაქტირება

დათო1010 16:37, 6 დეკემბერი 2018 (UTC)პასუხი

ვერ გავიგე

რედაქტირება

სად შევიტანე ცვლილება ?? არსად არ შემიტანია! წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 85.118.103.31 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

სალამი

რედაქტირება

რას შვები ნიკოლოზ, რავახარ? :))) Gobrona განხილვაწვლილი 20:42, 7 მარტი 2019 (UTC)პასუხი

ისე გამიხარდა, რომ წასვლა გადაიფიქრე, რო რავიცი. ჩემგანაც მოკითხვა. :))) გიო ოქრო 03:12, 8 მარტი 2019 (UTC)პასუხი
ფეისბუკზე ხომ არ დამბლოკე ზოგიერთებივით? :)))) გიო ოქრო 03:31, 8 მარტი 2019 (UTC)პასუხი

მიხარია შენი დაბრუნება და დიდი იმედი მაქვს შენს მთელ ენერგიას სწორად მიმართავ და ვიკიპედიის განვითარებას მოახმარ. წარმატებები.--ჯაბა 1977 03:45, 8 მარტი 2019 (UTC)პასუხი

მადლობა და გამარჯობა ყველას. არც მყავდი მგონი გიო ფეისბუკზე :D. -- UndDerDie 07:27, 8 მარტი 2019 (UTC)პასუხი
მაშ რატომ მახსოვს ნეტავ? თუკი მოისურვებ აგერ http://www.facebook.com/gio.okropiridze.9 გიო ოქრო 08:37, 8 მარტი 2019 (UTC)პასუხი
Agentt Smith/არქივი5-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.