გაეცანით ვიკიპედიის წესებს!!!--David 19:50, 4 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

განხილვა:პაპა ბებურიშვილი

რედაქტირება

გამარჯობა. თქვენ სტატიის „პაპა ბებურიშვილი“ განხილვის გვერდზე დაწერეთ, რომ იგი იყო ვაჩნაძე და ეს ყველგან ასე წერია. ეს თუ მართლა ასეა, გთხოვთ, დაგვეხმაროთ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია/წყარო ამის შესახებ, იქნება ეს წიგნი, ლინკი თუ სიგელი. — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:31, 5 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

გამარჯობა. ბატონო თეიმურაზ, გმადლობთ თანამშრომლობისთვის. ვნახე თქვენ მიერ მითითებული წყაროები და ჩემი აზრი დავწერე სტატიის განხილვის გვერდზე. ახლა დაველოდოთ სხვა მომხმარებლების აზრს, თუმცა სტატიაში პაპა ბებურიშვილის სახელი ნამდვილად შესაცვლელია. გთხოვთ, თუ მოგეპოვებათ მასზე დამატებითი ცნობები, დაგვეხმარეთ და სტატიაში აღნიშნეთ ისინი. უკეთესი იქნება, თუ ვიპედიაში დარეგისტრირდებით და შემდეგ შეუდგებით ტექსტის რედაქტირებას — ეს თქვენთვისაც და ჩვენთვისაც უკეთესი იქნება. თანაც, რეგისტრაცია დიდ დროს არ წაგართმევთ. გმადლობთ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 17:29, 7 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

გამარჯობა. ვიკიპედიის წესებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. ასევე კარგი იქნება, თუ გაეცნობით ვიკიპედიის მასწავლებელსა და დახმარების გვერდებს. თუ მოგეპოვებათ ცნობები ირაკლი ბებურო-ვაჩნაძის შესახებ, შეგიძლიათ სულ თავისუფლად შექმნათ ახალი გვერდი მაგ სახელწოდებით. გვერდის შექმნის წესებს გაეცნობით ვიკიპედიის მასწავლებელსა და დახმარების გვერდებზე. — Nodar Kherkheulidze განხილვა 08:57, 8 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

გამარჯობა. სტატია „პაპა ბებურიშვილი“ გადატანილია სახელწოდებაზე „პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძე“. გმადლობთ ყურადღებისა და დახმარებისთვის. — Nodar Kherkheulidze განხილვა 15:07, 10 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

არა, მე მიხეილის ძე ვარ. ვიცი, ვიზეც მესაუბრებით. ალბათ, ექიმ ნოდარის ძეზე მეუბნებით, ხომ? ისე, პაპაჩემსაც ნოდარი ერქვა. — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:17, 11 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

ნოდარის შვილიშვილი კი ვარ, მაგრამ არა იმის, რომელიც ექიმი იყო. პაპაჩემი ტურიზმის სფეროთი იყო დაკავებული. გთხოვთ, აქ (ვიკიპედია:მოგვწერეთ) მსგავსი რაღაცები აღარ დაწეროთ, თორემ ეს ვიკიპედიის წესების დარღვევაა და მომხმარებლები ამაზე გაფრთხილებას მოგცემენ. შეგიძლიათ, მომმართოთ ჩემი განხილვის გვერდზე. — Nodar Kherkheulidze განხილვა 18:11, 11 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
მართალი ბრძანდებით, გავითვალისწინებ ! თ. პეტრიაშვილი.
 

ბატონო ნოდარ ! დახმარებას გთხოვთ ! იქნებ მირჩიოთ როგორ შევქმნა(უფრო სწორად, ალბათ შევიტანო) გვერდი ვიკიპედიაში – პათოფიზილოგია. ეს არის მედიცინის საბაზისო დარგი, მესამე კურსზე ისწავლება და აუცილებელია იყოს ქართულ ენციკლოპედიაში. მე საქართველოს ისტორიით კი ვარ დაინტერესებული, მაგრამ თსსუ–ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ვარ და მინდა მივხედო ამ საკითხს. რომელ ადგილას განვათავსო?

პატივისცემით – თეიმურაზ პეტრიაშვილი

რაჭის ქედი და ლეჩხუმის ქედი

რედაქტირება

ჩემს განხილვის გვერდზე თქვენი პასუხი არ ვიცი რას დავუკავშირო. არსებობს ორი სტატია.--ცანგალა () 09:54, 31 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

განხილვა:თეიმურაზ II

რედაქტირება

გამარჯობა ბატონო თეიმურაზ! ჩვენ მხოლოდ ავტორიტეტულ წყაროებს ვეყრდნობით (ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ). გასაგებია თქვენი წუხილი. იქნებ მოგვაწოდოთ რაიმე ავტორიტეტული წყარო, რომელიც თქვენს ნათქვამს ამტკიცებს, რის შესაბამისადაც ჩავასწორებთ და შემდეგ წყაროდაც მივუთითებთ. გმადლობთ. — მიხეილ (მომწერე) 11:07, 2 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ბატონო თეიმურაზ, უკვე ვაცნობე თქვენი მოწოდებული ინფორმაციის შესახებ რედაქტროს, რომელიც ისტორიის თემატიკაზე მუშაობს და გაეცნობა :) ისე გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია და კიდევ უფრო მეტი წვლილი შეიტანოთ ქართული ვიკიპედიის განვითარებაში. ჩვენთვის თვენთან რამდენიმე საკითხზე უკვე შემდგარი თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ. — მიხეილ (მომწერე) 12:22, 2 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
სამწუხარდო ბატონო თეიმურაზ, ისტორიკოსები და ფართო წრეები ვიკიპედიას ნაკლებად ეყრდნობიან, არადა აქ ბევრი რამე მართლაც რომ აბსოლუტურად სწორია იმასთან შედარებით, ვიდრე დღეს გამომავალ გამოცემებში. სასიამოვნოა თქვენთან თანამშრომლობა და ჩვენი სურვილი იქნება, მხოლოდ მითითებებით არ შემოიფარგლოთ, გაიაროთ რეგისტრაცია და უკვე თავად შეიტანოთ წვლილი გართული ვიკიპედიის დახვეწა გაუმჯობესებაში. სხვათა შორის, როგორც აღმოვაჩინე, ვიკიპედიის ზოგიერთ სტატიებში წყაროდ მითითებულია თეიმურაზ პეტრიაშვილის ნაშრომები, ეს თქვენ ხართ? მომყავს აღნიშნული სტატიები ყვარლის ბრძოლა, იოანე ბატონიშვილი, კრწანისის ბრძოლა (1795). — მიხეილ (მომწერე) 09:38, 3 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი


დიახ ეს ნაშრომები ჩემია ბატონო მიხეილ,რადგან მე 18 საუკუნის ისტორიით დაინტერესებული ვარ და ორი წიგნი მაქვს ამ თემაზე: "კრწანისს ნაბრძოლი ხმალი და ბატის ფრთის კალამი იოანე ბატონიშვილისა " და "ყვარლის ბრძოლა"(ძირითადად ერეკლე მეორეს მოღვაწეობას ეხება),მაქვს ერთი მემუარული წიგნიც "მთაწმინდაზე ერთი პატარა ბაღია". თუმცა ექიმი ვარ, მაგრამ ისტორიკოსები მეთახმებიან, არ მემდურიან. ჟურნალ მნათობში,2007 წელს, ბატონმა თამაზ ჭილაძემ დაბეჭდა ჩემი მოთხრობა კრწანისის ბრძოლაზე რომელიც წყაროებზე დაყრდნობით და ადგილების ნახვის ანალიზით მაქვს მოცემული.

მადლობა ყურადღებისათვის ბატონო მიხეილ ! – ალბათ დავრეგისტრირდები. თეიმურაზ პეტრიაშვილი.

თხოვნა

რედაქტირება

გამარჯობა, ბატონო თეიმურაზ. დიდი მადლობა დახმარებისთვის, მაგრამ, როგორც ადრე გთხოვეთ, უკეთესი იქნება, თუ დარეგისტრირდებით. ამით უფრო გაგვიადვილდება თქვენთან კავშირის დამყარება. — Nodar Kherkheulidze განხილვა 16:36, 3 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

მართალი ბრძანდებით.სასიამოვნოა ურთიერთობა !!! თ.პ.

გამარჯობა. ბატონო თეიმურაზ. როგორც ვხედავ, აქტიურად შეგაქვთ ცვლილებები სტატიაში „კრწანისის ბრძოლა“ (ასევე სხვა სტატიებში. უკეთესი იქნება, თუ დარეგისტრირდებით, რადგან ამით უფრო გაგიადვილდებათ მუშაობა. დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ არ წარმოგეშობათ არანაირი ვალდებულება (მაგალითად, სისტემატიურად მუშაობა — ეს თქვენს ნება-სურვილზეა დამოკიდებული), უბრალოდ თქვენთვის უფრო ხელსაყრელი იქნება. ეს ჩვენთვისაც კარგი იქნება, რადგან ასე უფრო მარტივად შევძლებთ თქვენთან თანამშრომლობას. გისურვებთ წარმატებებს! — Nodar Kherkheulidze განხილვა 08:56, 28 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

სტატიის დაწერა

რედაქტირება

გამარჯობა, ბატონო თეიმურაზ. თუ დარეგისტრირებული ხართ, პირველ რიგში, ჯობია შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში, რათა უფრო გაადვილდეს თქვენთვის მუშაობა. ამის შემდეგ, სანამ სტატიის წერას დაიწყებდეთ, გაეცანით დახმარების გვერდებსა და ვიკიპედიის მასწავლებელს. დახმარების გვერდებზე ნახავთ, თუ როგორ უნდა შექმნათ ახალი და არედაქტიროთ არსებული გვერდები. ამის წაკითხვის შემდეგ, ჩაწერეთ ძიებაში შესაქმნელი სტატიის სათაური (ამ შემთხვევაში, პათოფიზიოლოგია) და თუ ასეთი სტატია არ არსებობს, ძიება თავად შემოგთავაზებთ ამ სტატიის შექმნას. თუ რამეს ვერ გაიგებთ, პირადად მომმართეთ და დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით. — Nodar Kherkheulidze განხილვა 17:09, 3 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

ეტიოლოგია

რედაქტირება

თეიმურაზს გაუმარჯოს. თქვენ სტატიას ეტიოლოგია დავუმატე ენათშორისო ბმულები. მომხმარებელს აქვს საშუალება სხვა ენებზეც გაეცნოს. ქართული სტატია ყველა სხვა ენებშიც ჩაჯდება,, რასაც რობოტი ავტომატურად გააკეთებს. სამწუხაროდ რეგისტრაციით არ ხართ შემოსული. სტატიის განხილვის გვერდზე არავითარ ინფორმაციას არ ვტოვებთ (ვგულისხმობ იმას რაც დატოვეთ). მე იგი წავშალე. ნოდარის საკმარისი ინფორმაცია მოუცია თქვენთვის. — ცანგალა () 19:35, 4 ოქტომბერი 2011 (UTC) .პასუხი

გმადლობთ! ბოდიში,რომ წესებს ჯერ კარგად ვერ გავეცანი, მაგრამ ვეცდები "გამოვსწორდე". შემდეგი სტატია მინდა,რომ –"პათოგენეზი"შევქმნა. პატივისცემით: თ პეტრიაშვილი.

გამარჯობა ბატონო თეიმურაზ! გთხოვთ, თქვენს ანგარიშზე შედით ხოლმე და ისე შექმენით სტატიები  . აქვე ერთი თხოვნა მექნება: ჩვენ ვიკი სტანდარტების შესაბამისად ვასწორებთ თქვენს სტატიებს, რედაქტირება მიეცით ხოლმე უკვე შესწორებულ სტატიებს და გადახედეთ რა შევცვალეთ, შემდეგ კი როგორ ჩანს ის შენახვის მერე, შესაბამისად გაითვალისწინეთ იგივე შემდეგ სტატიებშიც. ყველაფერი გამოგივათ!  მიხეილ (მომწერე) 20:10, 4 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

გთხოვთ ამიხსნათ წაიშალა ჩემი სტატია "პათოგენეზი" თუ შეიძლება მისი გამოყენება, წვლილის აღნიშვნა არ მაინტერსებს. შავი არ მაქვს, პირდაპირ ვწერდი, შრომატევადი იყო და საწყენი იქნება დაკარგვა.მიზეზი რა არის?

პატივისცემით–

თეიმურაზი თეიმურაზ პეტრიაშვილი