პეკინელი
გამარჯობა, პეკინელი. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
გამარჯობა
გამარჯობა. სანამ დაიწყებთ რედაქტირებას, გაეცანით ვიკიპედიის შესავალსა და დახმარების გვერდებს. წაიკითხეთ რა არის და რა არ არის ვიკიპედია! |
გამარჯობა! გმადლობთ თქვენი წვლილისთვის, თუმცა წყარო თუ გაქვთ, რომ სუნ ძი შეცდომაა ?. - OTOGI Messages 18:01, 9 დეკემბერი 2015 (UTC)
- სამხედრო ხელოვნების შესახებ - iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია პეკინელი (განხილვა/წვლილი) 07:23, 31 მარტი 2024 (UTC)
მე ვარ ამ ტრაქტატის ჩინურიდან ქართულად თარგმნის ავტორი (ზურაბ მამნიაშვილი), გარდა ამისა შევიმუშავე ჩინური ენის სიტყვების ქართული ტრანსკრიფციის სისტემა, ორივე ნაშრომი შემიძლია გადმოგიგზავნოთ. Facebook -ში ვერ შევდივარ რადგან სამწუხაროდ დაბლოკილია ჩინეთში პეკინელი განხილვაწვლილი 18:53, 9 დეკემბერი 2015 (UTC)
- უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი წერს: სუნ ძი. ამ შემთხვევაში წყაროებია საჭირო. და, საერთოდ, დასახლებების თუ გვარ-სახელების შემთხვევაში ორი თანხმოვნით წერის პრაქტიკა ქართულში მიღებული არ არის. თქვენი პოზიციიდან თუ ვიმსჯელებთ, ის რაც ქართულ ვიკიპედიაშია დაწერილი ჩინეთთან დაკავშირებით, ახალ სათაურებზეა ყოველივე გადასატანი, ხოლო ეს ცალკე მსჯელობის საგანია. საავტორო წიგნი ერთია, ხოლო ენციკლოპედია და ლექსიკონი მეორე, რადგან უკანასკნელის შემთხვევაში ავტორს მთლიანი კოლექტივი წარმოადგენს. - OTOGI Messages 18:57, 9 დეკემბერი 2015 (UTC)
უცხოელ პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონს, აგრეთვე საზღვარგარეთის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონს დღეს-დღეობით ვეღარ დავეყრდნობით, რადგან ისინი ჩინური ენის არმცოდნე ავტორებისგანაა შედგენილი, ჩინური საკუთარი სახელები გადმოტანილია პირდაპირ რუსულიდან კერძოდ მოახდინეს ალიტერაცია ჩინური საკუთარი სახელებისა რუსული ტრანსკრიფციიდან, რის გამოც უცხოენოვანი ტრანსკრიფციის ბევრი ნაკლი ქართულშც გადმოვიდა, ეს უნდა გამოვასწოროთ სანამ საბოლოოდ დამკვიდრდება, ეს ჩვენი მოვალეობაა. გარდა ამისა ქართველი ჩინეთმცოდნეების მოვალეობაა შევქმნათ ჩინურ-ქართული ლექსიკონი www.cgdic.com რომელსაც უკვე რამოდენიმე წელია ვადგენთ ... ერთი სიტყვით თუ თვლით, რომ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება დაგეხმარებათ ვიკიპედიის ჩინეთთან დაკავშირებული სტატიების შესწორებაში და დახვეწაში მზად ვართ დაგეხმაროთ... ნება თქვენია პეკინელი განხილვაწვლილი 19:25, 9 დეკემბერი 2015 (UTC)
- ეგ ყოველივე მე ძალიან კარგად მესმის და მჯერა!. მე ძალიან შემტკივა გული იმაზე, რომ ქართულ ენაში სხვა ენების გავლენით შემოვიდა ბევრი გვარ-სახელი თუ დასახელება. იგივე პრობლემაა იაპონურ ენასთან მიმართებაში; ქართულში რუსულის გავლენით დამკვიდრდა იაპონური გვარ-სახელები და გეოგრაფიული სახელწოდებები. მთლიანობაში, აქ რუსული ენა არაფერს შუაშია, თუ ინდივიდუალური ანუ დამოუკიდებელი მიდგომაა საკითხისადმი, მაშინ თუნდაც ინგლისური თუ ფრანგული ენა ამ შემთხვევაში ქართულს მაინც აწყენს. როგორ უნდა გადმოვიტანოთ მაგალითად, ისლანდიური ენიდან ან ნეპალური ენიდან სიტყვები ? არსებობს ლექსიკონი ? არა. დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა ამ თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, მე მოხარული ვიქნები თუ თქვენ ჩვენთან ერთად ითანამშრომლებთ. ყველანაირ სიახლეს მივესალმები. თუმცა ვიკიპედია ცოტა სპეციფიკური საკითხია. ჩვენ მხოლოდ აკადემიური წყაროების შესაბამისად ვწერთ სათაურებს. ისიც მესმის, რომ უცხოელ პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონი და ქსე მოძველებულია, მაგრამ რაიმე ახალი მსგავსი არსებობს ? არა. ერთი შეკითხვა მაქვს, ადამიანების სახელები, ჩინეთის ქალაქები და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებანიც შესაცვლელი იქნება ?. მაგალითად, იანძი, ხუანხე, დუნტინხუ, სუნ იატსენი და უამრავი სხვა ?. - OTOGI Messages 20:12, 9 დეკემბერი 2015 (UTC)
- დიდი ჩინურ-ქართული ონლაინლექსიკონის მისამართი ახლა ეს არის www.chinese.ge პეკინელი (განხილვა/წვლილი) 07:34, 31 მარტი 2024 (UTC)
ჩინური სიტყვების რუსული ტრასკრიფიის, მითუმეტეს რუსული ენის (რომელიც იყო და რჩება უმნიშვნელოვანეს ცოდნის წყაროდ ჩვენი თაობისთვის) საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, პირიქით - მადლობის მეტი რა უნდა გვეთქმოდეს. ჩინური სიტყვების კაფაროვის რუსული ტრანკრიფცია რომელიც 1839 წელს შეიმუშავა არქიმადრიტმა იოკინთემ (Иакинф, საერო გვარი - ბიჩურინი, Бичурин), 1888 წელს კი დახვეწილი და პოპულიარიზირებული იქნა არქიმანდრიტ პალადის (Палладий, საერო გვარი -კაფაროვი, Кафаров) და პავლე პოპოვის (Павел Попов) მიერ, იმდენად იდეალური და პრაქტიკული გამოდგა რუსული ენისთვის რომ დღემდე შეუცვლელად იხმარება. მაგრამ ამ ტრანსკრიფციის პირდაპირ გადმოწერა გვაძლევს იმას,რომ ჩვენ სრულად ვერ ვიყენებთ ჩვენივე ენის ბგერითი სისტემის შესაძლებლობებს, ვკარგავთ ბევრ უპირატესობას. მაგალითად: ქართულ ენაში გვაქვს თანამედროვე ჩინური ენის ბგერათა გარკვეული ჯგუფის ჰომოგენური ბგერები (თ, ფ, ქ ფშვინვიერი ხშულები), რუსული ტრანსკრიფციის პირდაპირი გადმოწერის გამო კაფაროვის ტრანსკრიფციის რამოდენიმე მნიდშვნელოვანი ნაკლი, რომელთა მიზეზი რუსულ ენაში ფშვინვიერი ხშულებისა და არაფშვინვიერი აფრიკატების უქონლობაა, ავტომატურად გადმოდის ქართულ ტექსტშიც. მაგ. ვწერთ: ტაივანი, ლი პენი როცა ბევრად უკეთესია ჩავწეროთ ჩინურ გამოთქმასთან მაქსიმალურად მიახლოებული ტრანსკრიფციის ვარიანტი - თაივანი, ლი ფენი და ა.შ. ადრე, სხვა გამოსავალი ანუ სხვა უკეთესი ვარიანტი ჩინური საკუთარი სახელების ჩაწერისა ვიდრე პირდაპირ რუსულიდან გადომტანისა არ იყო და ვერც იქნებოდა,ჩვენთან ჩინური ენის სპეციალისტების არ ასებობის გამო. ახლა ღმერთის წყალობით უკვე არიან ქართველი სინოლოგები, მაგრამ აკადემიურ დონეზე აღიარებული/დამტკცებული ჩინურის სიტყვების ტრანსკრიფციის სისტემა დღეს-დღეობით არ არსებობს, ამიტომ ასეთ წყაროს ვერ მივუთითებთ. ჩვენს მიერ შექმნილი ტრანსკრიფციის ვარიანტი არის მოცემული ჩვენი ონლაინ ლექსიკონის დახმარებაში პირველივე გვერდზე WWW.CGDIC.COM(http://www.cgdic.com/notice/notice_getNoticeInfo.action?noticeId=10086) და პირველი სტატია ამ ტრანსკრიფციის შესახებ (სამწუხაროდ ბევრი ტექნიკური შეცდომებით) გამოქვეყნდა წიგნში „ჩინეთი ჟამთა სივრცეში“, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2007 წ.; ჩინეთშიც გამოქვეყნდა ორი ენის ბგერათა სისტემის შედარებასთან დაკავშირებული სტატია, მაგრამ ის აქ არ მომყავს. 2009 წელს იგივე გამომცემლობაში დაიბეჭდა "სუენ ძ'ი სამხედრო ხელოვნების შესახებ" - ტექსტის ქართული და ინგლისური თარგმანის ვარიანტები (ორივე წიგნი გამოიცა საქართველოში ჩინეთის საელჩოსა და საქართველო-ჩინეთის კულტურული ცენტრის "აბრეშუმის გზის" თანამშრომლობით). ამ ორი წიგნის სურათები მაქვს მაგრამ არ ვიცი აქ თუ შეიძლება მიბმა ან გადმოგზავნა. ეს არის რაც არის, სხვა წყაროებს მე ვერ დავასახელებ. ჩვენ, ჩინურ-ქართული ლექსიკონის შემდგენელებს გვჯერა, რომ ჩინური სიტყვების ქართული პრაქტიკული (არა ფონეტიკური) ტრანსკრიფციის ჩვენი ვარიანტი დღესდღეობით ყველა აქამდე არსებულზე უკეთესია და უნდა დამკვიდრდეს, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია მისი ხმარება ვიკიპედიაში სანამ მასზე უკეთესი ვარიანტი არ გამოჩნდება. ხოლო თუ გამოჩნდება მეცნიერულად დასაბუთებული უკეთესი ვარიანტი, მაშინ მოხდება ამ სიტყვების რედაქტირება, განახლების პროცესი ხომ უწყვეტად მიმდინარეობს, ეს არის ვიკიპედიის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა.
მცირე რაონდენობა ხშირად ხმარებული ჩინური საკუთარი სახელებისა და სიტყვებისა, რომელთა ქართული ტრანსკრიფცია/ალიტერაცია დიდი ხანია ტრადიციულად დამკვიდრდა ჩვენს ენაში, სჯობს უცვლელადვე დარჩეს, რადგან მათი დაწერილობის შეცვლა ბევრ უხრეხულობასა და გაუგებრობას გამოწვევს, საბოლოო ჯამში კი მივიღებთ საკმაოდ არარაციონალურ შედეგს, ამაში გეთახმებით, მხოლოდ ავღნიშნავ, რომ ასეთი სიტყვები ძალიან ცოტაა შემიძლია აქვე ჩამოვთვალო, (ფრჩხილებში შედარებისთვის მაინც მოვიყვან ჩვენი პრაქტიკული ტრანსკრიფციის, ჩინური ფინინის და საერთაშორისო ფონეტიკური ტრანსკრიფციის ვარიანტებს): 毛泽东 - მაო ძედუნი (Máo Zédōng [mao'dzɣ'tuŋ] მაო ძეტუნგი), 蒋介石 - ჩანკაიში (Jiǎng Jièshí [tɕiaŋ'tɕie'ʂʅ] ძიან ძიეშში), 国民党 - გომინდანი (guómíndǎng [ko'min'danŋ] გო მინდანგი), 元 - იუენი (yuán [yan] ჩინეთის ფულის ერთეული), 北京 - პეკინი (Běijīng [pei'tɕiŋ] პეიძინგი), 上海 - შანხაი (Shànghǎi [ʂaŋ'xai] შანგხაი), 南京 - ნანკინი (Nánjīng [nan'tɕiŋ] ნანძინგი), 哈尔滨 - ხარბინი (Hāěrbīn [xa'ɚ'pin] ხაარპინი), 广州 - გუანჯოუ (Guǎngzhōu [kuaŋ'tʂou] გუანგჭოუ), 黄河 - ხუანხე (Huánghé [xuaŋ'xɣ] ხუანგხე), 扬子江, 长江 - იანძი (Yángzǐjiāng [iɑŋ'ʂɿ'tɕiaŋ], Chángjiāng [tʂhaŋ'tɕiaŋ] იანგძძი ძიანგი, ჩანგძიანგი), 孙中山 - სუნ იატსენი (გადმოსულია კანტონური დიალექტიდან, ჩინეთის ოფიციალურ სალიტერატურო ენაზე - ფუთუნგხუაზე წარმოითქმის - Sūnzhōngshān [suən' tʂuŋ'ʂan] სვენ ჭუნგშანი).
იაპონური, ნეპალური და ა.შ. ენების სიტყვების ტრანსკრიფციაზე იზრუნონ ამ ენების ქართველმა სპეციალილსტებმა, ეს მათი მოვალეობაა. აბა, რაში სჭირდება ადამიანს შეისწავლოს ასეთი საინტერესო ენა და ამ ცოდნით საკუთარ ხალხს არაფერში წაადგეს, არც არაფერი ახალი არ შექმნას, მარტო საკუთარ თავზე იზრუნოს და იფიქროს? ერთი სიტყვით გვაქვს ორი არჩევანი: დავტოვოთ ჩინური სიტყვების ტრანსკრიფცია ვიკიპედიაში ისე როგორც არის ანუ ნაწილობრივ რუსული ტრანსკრიფციდან გადმოღებული, ნაწილობრივ სტატიის ავტორის მიერ საკუთარი შეხედულებით ჩაწერილი თუ რაიმე უფრო რაციონალურ სისტემა დავნერგოთ.
ბოდიშს ვიხდი, ძალიან გრძელი პასუხი გამომივიდა, წაკითხვა ბევრ დროს წაგართმევთ, მაგრამ უნდა მაპატიოთ სხვანაირად ჩემს პოზიციას ვერ ავხსნიდი P.S. ჩვენი აზრით ვიკიპედიაში აუცილებლად სასწრაფოდ გასასწორებელია ეს ორი ტერმინი: ფინინი (და არა პინ-ინი) და ფუთუგხუა (და არა ფუთონღჳა). ჩინური ფონეტიკური ალფავიტი - ფინინი (ოფიციალური სახელწოდება:‘ხანუი ფინინ’ Hànyǔ pīnyīn 汉语拼音 [xany-phinin], სიტყვასიტყვით ნიშნავს: „ჩინური ენის (ჩასაწერი) დაწყობილი (ფიქსირებული) ბგერები“, შემოკლებით - ‘ფინინ’ pīnyīn 拼音 [phinin])
ფუთუგხუა: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალურ საერთო-სალიტერატურო ენა ანუ ჩინეთის ნაციონალური უმრავლესობის - ხანების (汉[xan] ან 汉族[xan tsu]) თანამედროვე სალიტერატურო ენა - ფუთუნგხუა (普通话 [phuthuŋxuä], სიტყვასიტყვით: ‘ფუთუნგ’ - საერთო, საყოველთაო; ‘ხუა’ - ლაპარაკი, მეტყველება) პეკინელი განხილვაწვლილი 06:20, 15 დეკემბერი 2015 (UTC)
- თქვენი პოზიცია გასაგებია. თუმცა ეს საკითხი გლობალური განხილვის თემაა და ამდენად, განხილვა გადამაქვს ფორუმში. ამ შემთხვევაში, ვიკიპედიაში, კონსესუსი უნდა შედგეს, რათა მოხდეს გვარ-სახელებისა თუ დასახელებების გადატანა. - OTOGI Messages 12:49, 15 დეკემბერი 2015 (UTC)
- დიდი მადლობა! იქნება გააგრძელოთ დახმარება მომავალშიც. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 22:05, 14 იანვარი 2016 (UTC)