მომხმარებლის განხილვა:გიორგი ფეიქრიშვილი/არქივი 2

ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Deu თემაში გილოცავთ!
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ანიმე

ამ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრატორ Deu-ს უკვე მივწერე, მაგრამ ეტყობა არ შემოსულა, ამიტომ აქ გადავწყვიტე ამის დაწერა. ვაპირებ დავწერო სტატია ანიმე - Guilty Crown-ზე(https://en.wikipedia.org/wiki/Guilty_Crown), მაგრამ არ ვიცი სტატიას რომელი სახელი შევურჩიო: 1) ლათინური სახელწოდება Guilty Crown თუ 2) დამნაშავე გვირგვინი? ძალიან გთხოვთ გამომეხმაუროთ. --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 06:24, 15 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

გიორგი, საკუთარ განხილვაში ახალ თემას საჯაროდ არ ვხსნით იმისთვის, რომ ვინმემ შემდგომ უპასუხოს. ამ შემთხვევაში ვინმეს უნდა მისწეროთ, თუნდაც მე (ფილმებზე და ზოგადად ანიმაციის განხრაზე ხშირად ვწერ). რაც შეეხება სათაურებს - ქართულად დაწერეთ. ორიგინალში რჩება მხოლოდ მაშინ, როდესაც შეუძლებელია ზუსტად თარგმნა. ჯერ-ჯერობით, ასეთ პრინციპს ვიყენებთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:34, 15 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ანუ რა გამოდის უნდა დავარქვა "დამანშვე გვირგვინი"? კარგით ასე გავაკეთებ. --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 06:36, 15 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
დიახ, გიორგი, როგორც ითარგმნება, ისე დაარქვით. არასწორიც რომ იყოს, სტატიის განხილვის გვერდი იმისთვის არის, რომ ჭეშმარიტება დავადგინოთ. თუ ვინმე საჭიროდ ჩათვლის, რომ სათაურის გადატანაა საჭირო, ამაზე განხილვის გვერდზე დაწერს. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:38, 15 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

რამოდენიმე

გამარჯობა, გიორგი. როგორ ხარ? შენთან ერთი შესწორება მაქვს: შენს დაწერილ სტატიებში ხშირად ვხვდები სიტყვას - რამოდენიმე, რაც არასწორია, ერთადერთი სწორი ფორმა გრამატიკულად რამდენიმეა. დიდი არაფერი, მაგრამ კარგი იქნება, თუ მომავალში გაითვალისწინებ. ;) --Saliner 15:31, 20 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

მიუხედავად იმისა რომ სწორი ვარიანტი ვიცი მექანიკურად მაინც ყოველვის რამოდენიმეს ვწერ. შემდეგში აუცილებლად შევეცდები ეს შეცდომა აღარ დავუშვა. ვიღიმი--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 16:09, 20 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

საქართველოს მმართველთა სია

გიორგი გამარჯობა, შევიტყე, რომ გინდა დაწერო საქართველოს მეფეების სია, არ ვიცი იცი თუ არა, რომ არსებობს სტატია საქართველოს მმართველთა სია. --JABA 1977 12:36, 24 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ძალიან დიდი მადლობა, რომ მითარით ვიღიმი ამ სტატიის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ პორტალი:საქართველოში კერძოდ ისტორიაში ეს სტატია გაწითლებული იყო და კარგი იქნება თუ გავასწორებთ.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 12:39, 24 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

გადამისამართება გავაკეთოთ. --JABA 1977 13:08, 24 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

უკვე გავაკეთე.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 08:39, 25 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ქართველი ვალიდე-სულთანი

გიორგი გამარჯობა. ამის ტარგმნაზე რას იტყვი?, ქართველი ვალიდე-სულთანია. იქნებ სხვებიც გამოვჩხრიკოთ ვალიდეები ქართული წარმომავლობის და მათზეც დავწეროთ. --JABA 1977 14:31, 30 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

მე უკვე გამოჩხრიკე :D აფხაზური წარმოშობის სულთანი. ახლავე დავწერ ორივეზე. მადლობა ჯაბა.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:33, 30 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
ხო მართლა მე რომელიც ვნახე იმის სახელი უცნობია და სავარუდო სახელი წერია ნახე. ინგლისურ ვიკიპედიაში ალიმე წერია.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:36, 30 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

შენც ისე დაწერე, როგორც თურქულში და რუსულშია. --JABA 1977 14:39, 30 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

უბრალოდ ყოჩაღ. მიხარია ასე შემართებით რომ მუშაობ. ახლა მურად Vს სტატიას ვამუშავებ და ვნახე რომ მას ჰყოლია რამდენიმე ჩვენებური ცოლი en:Eleru Kadınefendi, en:Resan Hanımefendi და en:Filizten Hanımefendi. თუმცა მატზე რუსულად არაა სტატიები, თუ შეძLებ მცირედი რომ თარგმნო მათზეც?--JABA 1977 14:38, 30 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

რასაკვირველია შემიძლია, უვრალოდ რუსლიდან უფრო კარგად გადმომაქვს წინადადებები. მეც მაქვს თქვენთან ერთი თხოვნა: გუშინ დავწერე სტატია აბდულაზიზი და ძალიან მცირე ინფორმაციაა. შეგიძლიათ დაამატოთ?--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:42, 30 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ჯაბა დავიწყე რესან ჰანიმეფენდის წერა. მაგრამ ერთ პრობლემაა - ინლისურ ვიკიპედიაში არანაირი წყარო არ წერია და რა ვქნათ?--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 15:51, 30 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

გიორგი დაწერე და მე მივუთითებ. --JABA 1977 16:18, 30 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

დავწერე. მარტო ერთი სექციაღა დარჩა და იმასაც მერე დავამატებ. ახლა წყაროღა დარჩა.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 16:41, 30 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
აი მე რაღაც ვნახე და თუ გინდათ გამოიყენეთ - აი ეს--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 16:43, 30 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

უკვე დავამატე. --JABA 1977 17:14, 30 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ჯაბა ძალიან გთხოვთ მითხარით სად ვნახო ხოლმე, როცა სტატიას წყარო არ ექნება. ძალიან გთხოვთ მითხარით.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 17:43, 30 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ჯაბა კიდევ ვნახე ერთი ქართველი ვალიდე სულთანი. სელიმ III-ის დედა მიჰრიშაჰ სულთანი. მაგრამ ერთი პრობლემაა. ინგლისურ ვიკიპედიაში წერია რომ ის კავკასიელი იყო, რუსულში კი გენუელი. ამიტომ თქვენი აზრი მაინტერესებს. აი ეს ინგლისური და აი ეს კიდევ რუსული.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 20:35, 30 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

@Jaba1977: ძალიან გთხოვ გამომეხმაურე.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 15:07, 1 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

ვიკიორდენი

მშრომელი კაცის ვიკიორდენი
მშრომელი კაცი ხარ და განიჭებ მშრომელი კაცის ვიკიორდენს. ასე გააგრძელე. --JABA 1977 14:42, 30 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ძალიან დიდი მადლობა, ჩემთვის ეს დიდი პატივია. --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 15:18, 30 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

სტატიები

გიორგი, შენ რა ხარისხიანი სტატიები გაქვს, ისედაც ვიცი, მაგრამ აი ამის ავტორი - საფიე სულთანი და ასეთების (ანონიმური მომხმარებელი) ვინაა ნეტავი? --Henry McClean განხილვაწვლილი 09:27, 31 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

საბედნიეროდ მარტო მე არ ვარ დაინტერესებული ოსმალეთის იმპერიით. ალბათ ამ ანონიმურ მომხამრებლეს უნდა, რომ თავისი წვლილი შემოიტანოს ვიკიპედიაში, მიუხედავად იმისა, რომ არ იცის კარგად წერა. --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 09:44, 31 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ჰენრი რაღაც მინდა გკითხო. როდესაც ვთარგმნი სტატიას მაგ. ინგლისური ვიკიპედიიდან და იმ სტატიაში(და სხვა ვიკიპედიებშიც) წყარო არ არის სად შემიძლია მოვძებნო წყარო? ძალიან გთხოვ მითხარი.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 12:39, 31 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

გიორგი, პასუხისმგებლობა წყაროზე გვეხსნება-თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ არავინ დაგადგება ღამით და გაგაღვიძებს იმის გამო, რომ სტატიაში წყარო არ მიუთითე ვიკრიჭები თუ გაქვს სურვილი და დრო, გუგლში მოძებნე ალტერნატიული წყარო, რამე რესურსი, სადაც სტატიაში ნახსენები ერთი ფაქტი მაინც მტკიცდება, ან თუ გინდ, ბიოგრაფიული სტატია ამა თუ იმ პიროვნებაზე ან სტატია რამე მოვლენაზე. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:46, 31 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ფრჩხილები

გიორგი გამარჯობა. ვიკიპედიაში ერთი პატარა წესი გვაქვს ფრჩხილები სადაც შეიძლება, რომ თავიდან ავიცილოთ, აუცილებლად ვიცილებთ მას. ჰანოვერი (სამეფო)-ს ნამდვილად ჯობს ჰანოვერის სამეფო. :) --JABA 1977 12:52, 13 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

კარგი, აუცილებლად გავითვალისწინებ. მეფეებზე ჩვეულებრივად უნდა ხომ? მაგალითად ერნესტ ავგუსტ I (ჰანოვერი)--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:27, 13 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

კი მანდ მასე უნდა. --JABA 1977 14:32, 13 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

ერთსაც გთხოვ. აი ამ თარგს გადახედე და შეცდომებს თუ იპოვი გაასწორე თუ არ შეწუხდები.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:36, 13 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი
გავასწორე გიორგი. --JABA 1977 15:57, 13 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

Trasnalate

Hello. I want you, if you have time, to translate the introductory paragraphs of en:Nea Salamis Famagusta FC and create the article in your wiki. Xaris333 განხილვაწვლილი 01:53, 14 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

In our wiki about football is writting User:ასლამაზიშვილი. I told him about your request.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 06:44, 14 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

Facebook

გიორგი ფეისბუკი გაქვს? --JABA 1977 10:26, 14 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

დიახ. იხილეთ --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 10:27, 14 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი

ჯაბა შეგიძლია ფეისბუკში შემოხვიდე?--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 08:12, 6 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

გამარჯობა, სეხნია. ვიღიმი თუ არ მიწყენთ, პატარა რჩევას მოგცემთ: ალბათ, ჯაბა ამას მაინც ნახავს (რადგან აქტიური მომხმარებლები ერთმანეთის განხილვის გვერდებს თვალყურს ვადევნებთ, მე ასე ვარ ყოველშემთხვევაში), მაგრამ მსგავსი პირადი მიმართვები, ჯობს, მომხმარებლის პირადი განხილვის გვედზე დატოვოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ის თქვენს შეტყობინებას ნამდვილად ნახავს. ასე გამოდის, რომ საკუთარ თავს წერთ. :) თუ მაინც საკუთარ გვედზე გიხდებათ დაწერა, მაშინ სასურველია, მონიშნოთ (ასე: [[მომხმარებელი:Jaba1977|აქ რა ტექსტიც გსურთ (იდეაში), უმეტესწილად მომხმარებლის ნამდვილი სახელი, ან მეტსახელი]]) ან გაპინგოთ (ასე: {{ping|Jaba1977}}). თუ რამეს არასწორად ვამბობ, მოვიდეს ჯაბა და შემისწოროს. მადლობა ყურადღებისათვის. ვიღიმიG.G. 09:23, 6 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

გიორგი შემოვიხედავ ფეისბუკზე. ამის შემდეგ ჯობს გიორგის რჩევა გაითვალისწინო. :) --JABA 1977 11:02, 6 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

სტამბული

გამარჯობა, გიორგი. სამწუხაროდ, ბევრ სტატიაში გქონდა დაშვებული შეცდომა და გეწერა სტამბული. სწორია სტამბოლი და ჩემმა ავტომატურმა ბოტმა შეცვალა ყველგან. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:07, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

არ მინდა ვინმე დავანაშაულო, მაგრამ აქამდე ჩემთვის არავის უთქვამს და ოსმალეთის იმპერიის სტატიების უმრავლესობაში სტამბული მხვდებოდა. კარგი ამიერიდან გავითვალისწინებ ვიღიმი მადლობა რომ შემისწორე. --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:10, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი
ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა, გიორგი, ვიღაცას გამოეპარება, ვიღაცას - არა. მთავარია სტატიების ერთად სრულყოფა. წარმატებებს გისურვებ. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:13, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი
გაიხარე!--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 14:16, 3 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

გარდაცვალების თარიღი და ასაკი

სალამი, გიორგი :) შენი ეს ცვლილება ვნახე და პატარა რჩევას მოგცემ. ვიკიში არსებობს ასეთი თარგი — თარგი:გარდაცვალების თარიღი და ასაკი, რომელიც თვითონ ითვლის გარდაცვლილი ადამიანის ასაკს და აღარაა საჭირო ამის ხელით მითითება. უბრალოდ ინფოდაფაში გარდაცვალების გრაფაში ასე ჩაუწერე: {{გარდაცვალების თარიღი და ასაკი|გარდაცვალების წელი|გარდაცვალების თვე|გარდაცვალების რიცხვი|დაბადების წელი|დაბადების თვე|დაბადების რიცხვი}}. მაგალითად, ელა ფიცჯერალდის შემთხვევაში: {{გარდაცვალების თარიღი და ასაკი|1996|6|15|1917|4|25}}-ის ჩაწერით მივიღებთ ასეთ შედეგს: 15 ივნისი, 1996 (79 წლის). ეს, რა თქმა უნდა, სავალდებულო არაა, თუმცა სასურველია :)--შოთა [UT] 12:59, 12 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

კარგი. მადლობა რჩევისთვის. თანაც ეს ხერხი ადრე არ ვიცოდი. --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 13:06, 12 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

შემმოწმებელი

გიორგი, მოგენიჭა შემმოწმებლის სტატუსი. ასევე ჩაგერთო სწრაფი გაუქმების ფუნქცია, რომელთანაც ასევე განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს. იმედს ვიტოვებ, იქნები ძალზედ ყურადღებიანი, დაკვირვებული და განსაკუთრებული სიფრთხილით მოეპყრობი ამ სტატუსს. წარმატებები! — Mikheil მიწერა 16:23, 15 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

გილოცავ, გიორგი. მეტი პასუხისმგებლობით! :) ჰო, სწრაფ გაუქმებას რაც ეხება - ხშირი შემთხვევაა, რომ შემთხვევით გვეჭირება მაგ ბმულზე მაუსის კურსორი და შეიძლება, შეცდომით გავაუქმოთ რაღაც მნიშვნელოვანი. ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ ყურადღებით (რაც ყველას მოგვეთხოვება) ვიყოთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:29, 15 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

გილოცავ გიორგი, წარმატებები. --JABA 1977 16:58, 15 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

ძალიან დიდი მადლობა ყველას. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენი იმედები არ გაგიცრუოთ ვიღიმი--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 12:52, 16 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი
გიო, მეც გილოცავ! ახლა ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებზე მოკლედ თავადვე გაგცემ პასუხს!.
  1. შენი დამოკიდებულება უნდა იყოს ობიექტური და მხოლოდ ვიკიპედიის ინტერესებს უნდა ექვემდებარებოდეს.
  2. თუკი ხვდები, რომ ცვლილების გადამოწმება არ გძალუძს არ ხარ ვალდებული სტატია დაამოწმო, აიყვანე სტატია კონტროლის ქვეშ, შედეგად დააკვირდი, შემდეგ შეგიძლია განხილვაც წამოიწყო (შენი სურვილით).
  3. აუცილებელია იყო კრიტიკული იმ ვითარებაში, როდესაც სტატია თუნდაც დამოწმებულია სხვა შემმოწმებლის მიერ (თუ ამის საჭიროება შეიქმნება, მაგალითად, შეიცვალა ქვეყანა, დროშა, რუკა და სხვა), რადგან შესაძლებელია ვანდალიზმიც დამოწმდეს (ასეთი შემთხვევები უკვე არაერთხელ იყო). ამიტომ კრიტიკული დამოკიდებულება სრულიად ნორმალურია. მე ვარ ადმინისტრატორი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ცვლილებები გადახედვას არ იმსახურებს.
  4. შენ პირადად (როგორც მომხმარებელს) ეს ფუნქცია მოგცემს იმის საშუალებას, რომ ვიკიპედიაში უფრო დიდი წვლილი შეიტანო, საკუთრივ პროექტია აქ პირველ ადგილზე. საერთო ჯამში ეს სტატუსი სიკეთეს პროექტს მოუტანს, თუკი ადეკვატურად იქნება გამოყენებული ეს სტატუსი.
  5. რას მოიგებს ამით ვიკიპედია ? საქმე იმაშია, რომ გვერდების დამოწმების შემდეგ შესაძლებელია სრულიად გაკონტროლდეს ვანდალიზმი ვიკიპედიაში, რაც ჩემი დიდი ხნის ოცნებაა. რანაიარად ? წარმოიდგინე ჩვენ, რომ ქართულ ვიკიპედიაში ყველა გვერდი დავამოწმოდ ეს ნიშნავს იმას, რომ სტატიებში „უცხო პირთა“ მიერ განხორციელებული ცვლილებები გაკონტროლდება სპეციალური გვერდიდან, რაც ვანდალიზმთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.

კენჭისყრის დროს შემთხვევითი არ იყო ასეთი შეკითხვები, რომ დავსვი, რადგან დამიჯერე ზოგიერთი ვერც კი ხვდება რას ნიშნავს იყო შემმოწმებელი. სიმართლე გითხრა უკმაყოფილო ვარ შემმოწმებლების მუშაობით (დიდწილად, ბევრი თავს არ იწუხებს), რადგან ძალიან ბევრი დასამოწმებელი სტატია გროვდება ხოლმე. ამიტომ ჩემი მიზანი იყო, რომ შენ გაგეგო ამ სტატუსის ბუნება და ძალა. შეიძლება უხეში ვიყავი, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ შენ გაგეგო შენზე გამოცდილი ვიკიპედიელის მიდგომა!. თუმცა ეს არ იყო პირადული, ბუნებრივია! (თუ რაიმე გეწყინა ამასაც გაგიგებ, რადგან გამგებიანი ვარ). ამდენად წარმატებებს გისურვებ და თუ რამეს ვერ გაიგებ იმთავითვე მოგვმართე. დაბოლოს, შეშლით ყველას გვეშლება, ესეც ალბათ ნორმალურია. იყავი გაბედული. აბა შენ იცი!. - ოთოჯი განხილვა 15:35, 16 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

ოთო შენგან არასოდეს არაფერი არ მეწყინება, რადგან რაც ვიკიპედიაში მოვედი ყოველთვის მეხმარებოდი და მხარში მედეგი. ვიცი ამასაც იმისთვის აკეთებთ, რომ ვიკიპედია არ დაზარალდეს. დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის ვიღიმი--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 15:46, 16 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი
მადლობა სწორად გაგებისათვის ვიღიმი. - ოთოჯი განხილვა 16:10, 16 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

ასეთ რაღაცეებს არ ვაუქმებთ. როგორც წესი, თუ ცალსახად სიცრუეა, ვაუქმებთ, მაგრამ თუ საეჭვოა, ვტოვებთ თარგს {{ფაქტი}} --Henry McClean განხილვაწვლილი 16:16, 17 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

კარგი, მადლობა.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 16:18, 17 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

გიორგი, ბოდიში, მეგონა, რომ პირიქით, ამოშალე ფაქტი ანჩისხატის შესახებ :) მაგრამ რაც შეეხება კეკელიძის სტატიას - youtube-ზე განთავსებული სატელევიზიო სიუჟეტი საინფორმაციო წყაროდ ითვლება, ამიტომ მასალების გაციფრულების შესახებ ინფორმაცია ურიგო არ იყო. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:21, 17 სექტემბერი 2014 (UTC)პასუხი

წაშლის თარგები

სალამი, გიორგი. მცირე მეგზური წაშლის თარგების შესახებ.

ეს თარგი ასეთია:

{{წასაშლელი|მიზეზი}}

მიზეზის ადგილზე - რა თქმა უნდა მიზეზი. მიზეზები წერია აქ - თარგი:წასაშლელი. შეგიძლია ტექსტების მაგივრად პირდაპირ დაწერტო ზ1, ზ2 და სხვა. (იწერება მხოლოდ ერთი მიზეზი, ორს ვერ დაწერ). მოკლედ, ასე - {{წასაშლელი|ზ2}}

მნიშვნელოვანი: გთხოვ, ასეთი თარგის ჩასმისას, ჩაიხედო რედაქტირების ველის ქვემოთ და ნახო მომცრო ცისფერი ფერის ღილაკები - ვიკიფიცირება, გაფორმება, სტილი, ორთოგრაფია და ა.შ. ამ ღილაკებით რეზიუმეში ვამატებთ ინფორმაციას, რომ ადმინისტრატორებმა დაინახონ. ღილაკებს შორის არის 'წასაშლელი'. როდესაც მას დააჭერ, რეზიუმეს ველში დაიწერება 'გვერდი წასაშლელია'. ადმინისტრატორი, რომელიც შეიხედავს ბოლო ცვლილებების გვერდზე, დაინახავს ამ ფრაზას, შევა და წაშლის. ეს არის და ეს. ანუ არ დაგავიწყდეს ამის გაკეთება, თორემ ამ გვერდზე ყოველთვის არ იხედებიან. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:04, 5 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა. შენს რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 06:15, 5 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

უცენზურობა

გამარჯობა, გიორგი. თუ მომხმარებელმა უცენზურო სიტყვები გამოიყენა, მას არ ვაფრთხილებთ, პირდაპირ ვბლოკავთ. ასეთ შემთხვევებში, მომხმარებელს უნდა მისწერო ამ თარგის გამოყენებით, ადმინისტრატორი კი უახლოეს მომავალში დაბლოკავს :). Deu. 13:52, 5 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

მადლობა. შენ რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 15:21, 5 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

ინფოდაფა

ბოდიში, გიორგი, მეორე ადგილზე გასულის ველი არ მუშაობს კარგად და მაგასაც მივხედავ, როცა მოვიცლი. --Henry (მომწერეთ) 06:24, 25 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

დამატება: სურათი გავასწორე. გამოიყენე უბრალოდ ფაილის სახელი - მაგ. Cu2.jpg. აგრეთვე ქვემოთ უნდა ახლდეს პარამეტრი:

|სურათის ზომა = 200პქ

სიმღერების ბმულებს ყურადღება მიაქციე - ფრჩხილების შიგნით ბრჭყალები არ იწერება. საერთოდ აღარ გამოიყენო მაგ კონკრეტულ ინფოდაფაში ბრჭყალები სიმღერებთან და ავტომატურად დაჯდება „“ ბრჭყალები (ეს ფუნქცია დავამატე). --Henry (მომწერეთ) 06:40, 25 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

+ გავასწორე ბმულის ასახვა სახელწოდებაში --Henry (მომწერეთ) 06:46, 25 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

მადლობა. შენთან ერთი თხოვნა მაქვს. სტატიაში რაღაც ღილაკებთან დაკავშირებით პრობლემა შემექმნა და შეგიძლია გაასწორო?--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 07:11, 25 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

შეხსენება

გიორგი, შეხსენება რეზიუმეს შესახებ. კარგი იქნება, რომ გაითვალისწინო და დაგვიტოვო. --Henry (მომწერეთ) 08:21, 9 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

გილოცავთ!

გიო, ჩემო პატარა კოლეგავ, გილოცავ 14-ე იუბილეს, სულ წარმატებები გქონოდეს ცხოვრებაში, ჯანმრთელობას, სიკეთესა და სიხარულს გისურვებ. ჰო კიდე, ვიკიპედია არ მიგეტოვებინოს! --JABA 1977 12:54, 26 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

გილოცავ, გიორგი! წარმატებები იყოს შენი ცხოვრების თანმდევი მუდამ! — G.G. 15:39, 26 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

გაიხარეთ! --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 15:58, 26 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

გილოცავ, გიორგი. წარმატებებს გისურვებ! — Mikheil მიწერა 16:06, 26 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი
ვუერთდები მილოცვებს! წინსვლასა და წარმატებებს გისურვებ! ვიღიმი--SHOTHA [UT] 16:53, 26 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი
გილოცავ, გიო! გისურვებ ჯანმრთელობას, სიხარულსა და ყოველივე კარგს ცხოვრებაში, კეთილი სურვილებით, - ოთოჯი განხილვა 18:19, 26 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი
ვუერთდები მილოცვებს, კეთილი სურვილებით!--George.G / 18:39, 26 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

ყველას ძალიან დიდი მადლობა. ვიკიპედიაზე რომ შემოვედი გულწრფელად გამიხარდა ამდენი მოლოცვა. გაიხარეთ! -გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 04:56, 27 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

დაგვიანებით გილოცავ! ენა Deu. 09:12, 27 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი
გიორგი ფეიქრიშვილი/არქივი 2-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.