პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

მარიამი განხილვაწვლილი. 16:18, 9 ოქტომბერი 2022 (UTC)პასუხი

ოიკუმენე

რედაქტირება

ოიკუმენე — შეტანილ ინფორმაციას მიუთითეთ წყარო, რომელიც გამოიყენეთ. სხვა შემთხვევაში, უწყაროო ტექსტი ექვემდებარება ამოშლას. იხ. ვპ:წყარო. გიო ოქრო 19:06, 10 ოქტომბერი 2022 (UTC)პასუხი

ტირე

რედაქტირება

გამარჯობა. სტატიის სასაწყისში არის მაგივრად ვიყენებთ ტირეს. Gobrona (განხილვა/წვლილი) 10:16, 18 ნოემბერი 2022 (UTC)პასუხი

კატეგორიები

რედაქტირება

კატეგორიებსაც სჭირდებათ შესაბამისი კატეგორიები და ენათშორისი ბმულები. კატეგორია:1913 წლის წიგნები – ამას მე გავუკეთე ნიმუშისათვის. გიო ოქრო 18:19, 25 დეკემბერი 2022 (UTC)პასუხი

საკონკურსო სტატია

რედაქტირება

გამარჯობა. თქვენი სტატია საულის თვითმკვლელობა არ შეესაბამება კონკურსის შინაარსს და არ განიხილება როგორც საკონკურო. თუ კონკურსში მონაწილეობის მიღება გსურთ უნდა დაწეროთ სტატიები მხოლოდ ბრძოლებზე და ომებზე. Wiki - ჯაბა 06:48, 9 იანვარი 2023 (UTC)პასუხი

კონკურსის წესების დარღვევა

რედაქტირება

მოგესალმებით, დიდი მადლობა მინდა გითხრათ კონკურსში მონაწილეობისათვის და შეტანილი წვლილისათვის. კონკურსის დასასრულს ჟიურის წევრებმა დავაფიქსირეთ თქვენ მიერ კონკურსის წესის დარღვევა. კონკრეტულად: 27 იანვრის შემდეგ თქვენ კონკურსში არცერთი სტატია არ დაგიწერიათ და კონკურსის ბოლო დღეს (ბოლო ცვლილებიდან 12 დღეში და კონკურსის დასრულებამდე 12-13 წუთში) ზუსტად ორ წუთში თქვენ დაწერეთ 13 სტატია. თქვენ დაარღვიეთ „სამართლიანი თამაშის“ წესი, რაც მითითებულია წესებშიც: ჟიურის შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკურსანტს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც, ჟიურის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება „სამართლიანი თამაშის“ წესს. ჟიურიმ იმსჯელა და გადავწყვიტეთ თქვენი წვლილიდან გამომდინარე გავანულოთ მხოლოდ წესების დარღვევით დაწერილი 13-ვე სტატია და არა მთლიანი წვლილი. კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მანამდე დაწერილი ყველა სტატია, მაგრამ არა ეს ბოლო 12 (ერთი სტატია არ გაქვთ საკონკურსო სიაში ჩამატებული). წარმატებებს გისურვებთ. Wiki - ჯაბა 12:49, 9 თებერვალი 2023 (UTC)პასუხი

მოგესალმებით! მისაღებია თქვენი არგუმენტი და გათვალისწინებადიც, ისიც შევნიშნოთ, რომ პირადად ამის შესახებ არ ვიცოდი, თუმცა მინდა დავძინო, რომ წინა კონკურსზე ერთმა მომხმარებელმა ანალოგიური ქმედება განახორციელა, შესაბამისად, უფრო სამართლიანი იქნებოდა თქვენი, როგორც კონკურსის ჟიურისთვის, და, ზოგადად, ვიკიპედიის ადმინისტრაციისთვისაც, თუ მსგავს სამართლიანობას სხვა მომხმარებლების მიმართაც გამოიჩენთ, ვინაიდან ახალბედა პოსტერებმა შეიძლება უნებლიედ ცუდად მიბაძონ მათ და სხვებიც გაუგებრობაში გახვიონ. ალექს პორტნოი (განხილვა/წვლილი) 13:54, 14 თებერვალი 2023 (UTC)პასუხი
როდესაც კონკურსში მონაწილეობთ კარგად უნდა გაეცნოთ წესებს. წესებში როგორც ზემოთ მოგწერეთ გარკვევით ეწერა „სამართლიანი თამაშის“ წესების შესახებ. მე როგორც ამ კონკურსის ჟიურის წარმომადგენელმა, თავი ვალდებულად ჩავთვალე დარვევაზე მითითება მომეცა. რაც შეეხება წინა კონკურსს (რომელსაც თქვენ ახსენებთ), საქმის უკეთესად გასაცნობად გთხოვთ დააკონკრეტოთ რას გულისხმობთ და მიგვითითოთ უშუალოდ კონკურსი. Wiki - ჯაბა 04:34, 16 თებერვალი 2023 (UTC)პასუხი
დიახ, გასაგებია. რაც შეეხება წინა კონკურსს, საუბარი მაქვს აზიური თვის შეჯიბრებაზე. კონკრეტულმა მომხმარებელმა დროის საკმაოდ მცირე ინტერვალში მიყოლებით ათი სტატია ატვირთა, ეს იყო და ეს, ამას მოჰყვა შემდეგში ჩემი ანალოგიური საქციელი. ალექს პორტნოი (განხილვა/წვლილი) 22:48, 16 თებერვალი 2023 (UTC)პასუხი
ჩვენ მაგ საკითხზე ვმუშაობთ. არ ვარ მაგ კონკურსის ჟიურის წევრი და ბუნებრივია ჩემმა მეგობრებმა ეგ დარღვევა შენიშნეს. ეგ კონკურსი ჯერ დაჯამებული არაა] და არც პრიზებია გაცემული, როგორც მე ვიცი ტარდება ღონოსძიებები მაგ მომხმარებლის წინააღმდეგაც. ასე რომ დაელოდეთ მოვლენებს. Wiki - ჯაბა 04:35, 17 თებერვალი 2023 (UTC)პასუხი

ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი

რედაქტირება

სალამი. განხილვის გარეშე გვერდის გადატანა, თუკი აშკარა შეცდომას არ აქვს ადგილი, არ შეიძლება. ქართულად სწორია ჰაუარდ-ი (ˈhaʊɚd) და არა ჰოვარდი. ასეა უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონშიც. გიო ოქრო 18:51, 6 მარტი 2023 (UTC)პასუხი

ჰეიუორთი

რედაქტირება

სალამი. რიტა ჰეივორთი და გაქცევა შოუშენკის საპატიმროდან — როგორაა ნაწარმოები თარგმნილი, ჰეიორთი თუ ჰეიორთი? სათაურში ერთი წერია და ტექსტში — მეორე. გიო ოქრო 19:54, 21 აპრილი 2023 (UTC)პასუხი

გამარჯობა. ნათარგმნია ასე - რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკის საპატიმროდან -, თუმცა, რადგან ვიკიპედიაში წერია რიტა ჰეივორთი და არა რიტა ჰეიუორთი, ამიტომ აღარ შევცვალე და ასო "ვ" დავტოვე. შევუცვალო სახელი? ალექს პორტნოი (განხილვა/წვლილი) 13:28, 22 აპრილი 2023 (UTC)პასუხი
თუკი ასეა თარგმნილი, ალბათ სწორიც ჰეიუორთია (ტრანსლიტერაციისას w მეტწილად უ-დ გადმოდის). გადასატანია ორივე სტატია. გიო ოქრო 15:47, 22 აპრილი 2023 (UTC)პასუხი

ნავდაფა

რედაქტირება

გამარჯობა. იმისათვის, რომ სტატიის ბოლოში ნავდაფა ჩავსვათ, საჭირო არ არის ამ ნავდაფის მთელი კოდის სტატიაში გადატანა. ამის ნაცვლად, პიტერ ბრეიგელი (უფროსი)-ის მაგალითზე, უნდა შექმნათ გვერდი: თარგი:პიტერ ბრეიგელ უფროსი, სადაც მხატვრის სტატიიდან გადაიტანთ თქვენ მიერ ჩამატებულ კოდს, ხოლო თავად ამ სტატიაში ჩაწერთ მხოლოდ ამ ნავდაფის სახელს:
{{პიტერ ბრეიგელ უფროსი}}. გიო ოქრო 20:19, 13 ივლისი 2023 (UTC)პასუხი