საულის თვითმკვლელობა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საულის თვითმკვლელობა 一 პიტერ ბრეიგელ უფროსის 1562 წლის ნახატი. არსებობს ნამუშევრის სახელის დამატებით ორგვარი ინტერპრეტაცია "საულის თვითმკვლელობა, ან ბრძოლა გილბოას მთაზე" ან „საულის დამარცხება“. ეს ფერწერული ნიმუში შთაგონებულია ბიბლიური სიუჟეტით, კერძოდ ძველი აღთქმიდან, ისრაელის პირველი მეფის, საულის თვითმკვლელობის ისტორიით (1 სამ. 31:4). „საულის თვითმკვლელობა“, ცამეტ სხვა ტილოსთან ერთად, შეაგროვეს იმპერატორმა რუდოლფ II-მ და ლეოპოლდ ვილჰელმმა და გადაიტანეს ვენაში, სადაც იგი დღემდე ინახება ადგილობრივ ხელოვნების მუზეუმში.

საულის თვითმკვლელობა
Selbstmord Sauls
ავტორი პიტერ ბრეიგელ უფროსი
წელი 1562[1]
კატალოგი 36, 17 და 113
ტიპი ზეთით შესრულებული
სიმაღლე 34
სიგანე 27 და 55
ქალაქი ვენა
მუზეუმი ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმი

შექმნის ისტორია

რედაქტირება

საულის თვითმკვლელობა, სავარაუდოა, რომ ბრეიგელმა ანტვერპენში ყოფნისას შექმნა, სადაც იგი ჯერ კიდევ 1556 წლიდან ცხოვრობდა, მანამ, სანამ 1563 წელს ოჯახთან ერთად ბრიუსელში არ გადავიდა. ავტორის სხვა, არანაკლებ ცნობილ ნახატებთან ერთად ბაბილონის გოდოლი და იკაროსის დაცემა სამუელის თვითმკვლელობა ეფუძნებოდა ბიბლიურ სიუჟეტს და წარმოადგენდა ბიბლიური სიუჟეტებით ინსპირირებული ნახატების სერიის ნაწილს. საკუთარი თანამედროვეების მსგავსად, ბრეიგელი ძველ ფილისტიმელებს შუა საუკუნეების მეომართა იერით ასახავს, რომელიც სავსებით არ შეესაბამება ანტიკურ, განსაკუთრებით კი შუამდინარულ კულტურას. უთვალავი ჯარიკაცის წინა პლანზე წამოწევით ავტორი სიტუაციას დრამატულობას მატებს და ხაზს უსვამს მეფე საულის უიმედობას თითქოს, მისი ბედი უკვე გადაწყვეტილია. მაშასადამე, ნახატის სიუჟეტში დომინანტური პოზიცია ფილისტიმელთა ლაშქარს უჭირავს, ხოლო მეფე საულის თვითმკვლელობის პროცესს ნახატის მარცხენა ქვედა კუთხეში განკუთვნილი მცირე ნაწილი ეთმობა.[2] საკუთარი თანამედროვის, ალბრეხტ  ალტდორფერის ნახატის ალექსანდრეს ბრძოლა ისაზე მიობაძვით, ბრეიგელი მიმართავს მოვლენების ზემო პერსპექტივიდან გადმოცემის ხერხს.[3][4] ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დიდი წინა პლანზე წამოწეულია ისეთი დეტალები, როგორებიცაა ფილისტიმელთა აღკაზმულობა, ჯავშნის ნაწილები და ა.შ.

საული იყო ისრაელის ხალხის პირველი მეფე ისრაელთა არმიის გენერალი. ბიბლიის თანახმად, ღმერთმა იგი ისრაელის მამამთავრად მოავლინა, ხოლო მისი მეფედ კურთხევა სამოელ წინასწარმეტყველს დაევალა. მეფობის დროს იგი თითქმის ყველაფერში ღმერთის ნებას ემორჩილებოდა. მალე ის მოაბებთან, ამონელებთან, ედომელებთან და ფილისტიმელებთან საომარი მოქმედებების წარმართვას იწყებს. თანდათანობით, იგი ღმერთის ნებას სცილდება, მის მცნებებს განეშორება და გონს კარგავს. გილბოას მთაზე გადამწყვეტი შეტევის დროს ის ღმერთს დახმარებას სთხოვს, მაგრამ ეს უკანასკნელი მის თხოვნას არ შეისმენს, შედეგად კი ისრაელიანელები გამანადგურებელ მარცხს განიცდიან. ამ სიუჟეტს ბიბლია შემდეგნაირად გადმოგვცემს:

შეებრძოლნენ ფილისტიმელები ისრაელებს. უკუიქცნენ ისრაელები და მრავალი დაეცა გილბოას მთაზე. 2 დაეწივნენ ფილისტიმელები საულსა და მის ვაჟებს და დახოცეს საულის ვაჟები: იონათანი, აბინადაბი და მალქი-შუა. 3  სასტიკი ბრძოლა გაუმართეს საულს. დაინახეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს. 4  მაშინ საულმა თავის საჭურველთმტვირთველს უთხრა: „იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ ეს წინადაუცვეთელები არ მოვიდნენ და სანამ მომკლავენ, უმოწყალოდ არ მომექცნენ“. არ უნდოდა მის საჭურველთმტვირთველს ამის გაკეთება, რადგან ძალიან ეშინოდა. ამიტომ საულმა თვითონ აიღო მახვილი და ზედ დაეგო. 5  როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, თვითონაც ზედ დაეგო თავის მახვილს და მასთან ერთად მოკვდა. 6  ერთად დაიხოცნენ იმ დღეს საული, მისი სამი ვაჟი, საჭურველთმტვირთველი და მთელი მისი ხალხი. 7 როცა დაინახეს ბარში და იორდანის გაღმა მცხოვრებმა ისრაელებმა, რომ გაიქცნენ ისრაელი მებრძოლები და დაიხოცნენ საული და მისი ვაჟები, თვითონაც დატოვეს ქალაქები და გაიქცნენ. მივიდნენ ფილისტიმელები და დაეპატრონნენ იმ ქალაქებს. 8  მეორე დღეს, როცა ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვად მივიდნენ, საული და მისი სამი ვაჟი გილბოას მთაზე ნახეს დახოცილები. 9  მოჰკვეთეს მას თავი, აჰყარეს საჭურველი და დაგზავნეს მაცნეები ფილისტიმელთა მთელ მიწაზე, რომ ეს ამბავი საკერპოებსა და ხალხში გაევრცელებინათ. 10  მისი საჭურველი აშთორეთის საკერპოში დადეს, მისი გვამი კი ბეთ-შანის კედელზე ჩამოკიდეს. 11 როდესაც გაიგეს იაბეშ-გალაადელებმა, რაც ფილისტიმელებმა საულის ცხედარს დამართეს, 12  ადგა ყველა მებრძოლი და იქითკენ გაემართა; მთელი ღამე იარეს, ჩამოხსნეს საულისა და მისი ვაჟების გვამები ბეთ-შანის კედლიდან, წაიღეს იაბეშში და იქ დაწვეს. 13  აკრიფეს მათი ძვლები, დამარხეს იაბეშში იალღუნის ხის ქვეშ და შვიდი დღე იმარხულეს.[5][6]

ისრებით დაჭრილი საული თხოვნით მიჰვარდა საკუთარ საჭურველთმტვირთველს მოკვლის მოთხოვნით, რათა ფილისტიმელებს იგი არ შეეპყროთ. მას შემდეგ კი, რაც ამ უკანასკნელმა მეფე უარით გაისტუმრა, საულმა საკუთარი მახვილით განიგმირა თავი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • The Suicide of Saul at the KHM
  • Kunsthistorisches Museum's Official Website
  • Bosch Bruegel Society
  • 99 works by Pieter Bruegel the Elder დაარქივებული 2020-11-14 საიტზე Wayback Machine.
  • Creative Bruegel laid the foundation of the Netherlands School
  •   „Bruegel“ . ენციკლოპედია ამერიკანა. 1920. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |HIDE_PARAMETER15=, |HIDE_PARAMETER13=, |HIDE_PARAMETER2=, |HIDE_PARAMETER21=, |HIDE_PARAMETER8=, |HIDE_PARAMETER17=, |HIDE_PARAMETER20=, |HIDE_PARAMETER5=, |HIDE_PARAMETER7=, |HIDE_PARAMETER4=, |HIDE_PARAMETER22=, |HIDE_PARAMETER16=, |HIDE_PARAMETER19=, |HIDE_PARAMETER18=, |HIDE_PARAMETER6=, |HIDE_PARAMETER9=, |HIDE_PARAMETER10=, |HIDE_PARAMETER11=, |HIDE_PARAMETER1=, |HIDE_PARAMETER23=, |HIDE_PARAMETER14=, |HIDE_PARAMETER3=, და |HIDE_PARAMETER12= (დახმარება)
  1. signed at bottom left: "SAUL XXXI CAPIT BRVEGEL M.CCCCC.LXII"
  2. Cf. Pietro Allegretti, Brueghel, Skira, Milano 2003. ISBN 0-00-001088-X (in Italian)
  3. Some of the great battle scenes of The Lord of the Rings film trilogy are strongly reminiscent of this composition's battle deployment.
  4. Screech, Matthew (2005). Masters of the ninth art: bandes dessinées and Franco-Belgian identity. Liverpool University Press, გვ. 85. ISBN 9780853239383. 
  5. From online NKJV, 1 Samuel 31
  6. ამონარიდი ბიბლიიდან