მოლდოვის სამთავრო

(გადამისამართდა გვერდიდან მოლდავიის სამთავრო)

მოლდოვა (რუმ. Moldova) — გეოგრაფიულ-ისტორიული რეგიონი და ყოფილი სამთავრო აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც მოიცავს ტერიტორიას აღმოსავლეთ კარპატებსა და მდინარე დნესტრს შორის. საწყის ეტაპზე იყო დამოუკიდებელი ქვეყანა ხოლო შემდგომ ავტონომია. იგი არსებობდა XIV საუკუნედან 1859 წლამდე, მანამ სანამ იგი ვლახეთის სამთავროსთან გაერთიანდებოდა და ვლახეთისა და მოლდოვის გაერთიანებული სამთავროს შექმნიდა, მოგვიანებით სამთავროს მანამდე ავტრო-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი რუმინული მხარეც, ტრანსილვანიაც შეუერთდა და რუმინეთის სამეფო ჩამოყალიბდა.

მოლდოვის სამთავრო
რუმ. Ţara Moldovei

13461859
 

 

დროშა გერბი

მოლდოვა შტეფან III დიდის დროს, 1483.
დედაქალაქი ბაია, სირეტი 1343–1388
სუჩავა 1388–1564
იასი 1564–1859
ენა რუმინული (ძველი რუმინული)
საეკლესიო სლავური ენა (ადრეულ პერიოდში)
ფულის ერთეული ტელერი
ფართობი 44,422
მმართველობის ფორმა სამთავრო
დინასტია მთავრები
ვოევოდა
 - 1346–1353 (პირველი) დრაგოში
ჰოსპოდარი
 - 1859–1862 (ბოლო) ალექსანდრუ იოან კუზა
ისტორია
 - მოლდოვის მარკას დაარსება 1346
 - ვლახეთთან გაერთიანება 5 თებერვალი 1859

მოლდოვის სამთავროს ისტორიის განმავლობაში მის შემადგენლობაში შედიოდნენ მხარეები: ბესარაბია (ბუჯაკის ჩათვლით), ბუკოვინა და პოკუტიე. ყოფილი სამთავროს დასავლეთი ნაწილი დღეს მოქცეულია რუმინეთის შემადგენლობაში, აღმოსავლეთი წარმოადგენს თანამედროვე მოლდოვის რესპუბლიკას, ხოლო ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები ეკუთვნის უკრაინას.

ისტორიული დროშები და გერბები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება