მიხეილ ხუციშვილი (დ. 28 იანვარი, 1979, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, პოზიციით თავდამსხმელი. ბოლოს თამაშობდა სერბეთის სუპერლიგის კლუბ „ვოივოდინაში“. მოულოდნელად წავიდა ფეხბურთიდან გულზე სერიოზული პრობლემების გამო.

მიხეილ ხუციშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მიხეილ ხუციშვილი
დაბადების
თარიღი
28 იანვარი, 1979 (1979-01-28) (45 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 1.83 მ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1995–1996 ჟინერი ჟინვალი 1 (0)
1996–1997 დინამო–2 თბილისი 41 (18)
1997 დინამო თბილისი 3 (0)
1998 ლოკომოტივი თბილისი 14 (0)
1998–1999 მერანი–91 თბილისი 26 (3)
1999 შერიფი ტირასპოლი 6 (1)
2000 დინამო თბილისი 5 (0)
2000–2001 მერანი–91 თბილისი 12 (1)
2001 დინამო თბილისი 0 (0)
2002–2003 კალამატა 15 (1)
2003 პასი იანინა 2 (0)
2004 ტორპედო ქუთაისი 8 (1)
2004–2005 ქიაფაზი განჯა 28 (11)
2006 სიონი ბოლნისი 14 (4)
2006–2008 დინამო თბილისი 46 (21)
2008 ოლიმპიკი ბაქო 10 (0)
2009–2010 ვოივოდინა 11 (1)
ეროვნული ნაკრები
საქართველო 17 წლ.
1997 საქართველო 19 წლ.
საქართველო 21 წლ.
საქართველო
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

პროფესიონალური კარიერა დაიწყო „ჟინერში“, ერთ წელიწადში გადავიდა ქართულ გიგანტში, თბილისის „დინამოში“. ამ პერიოდში ასევე ირიცხებოდა ქართულ კლუბ თბილისის „ლოკომოტივსა“ და „მერანში“, ასევე მოლდოვურ ტირასპოლის „შერიფში“.

2002 წელს გადავიდა საბერძნეთში, სადაც იცავდა „კალამატას“ ღირსებას, სეზონის მეორე ნახევარი კი „პასი იანინაში“ გაატარა. 2004 წლის იანვარში იგი დაბრუნდა საქართველოში და ჩაირიცხა ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში, ექვსი თვის შემდეგ იგი გადავიდა აზერბაიჯანულ კლუბ „კაპაზში“.

იანვარში იგი შეიძინა ბოლნისის „სიონმა“, რაც მისთვის კარგი გამოდგა, ვინაიდან მათ პირველი ადგილი დაიკავეს 2005-2006 წლების ჩემპიონატში. ამას მოყვა მისი დაბრუნება თბილისის „დინამოში“ 2006 წლის ზაფხულში. დინამოში ორი სეზონი დარჩა და გახდა უმაღლესი ლიგის 2007-2008 წლების სეზონის გამარჯვებული, ასევე იგივე სეზონის ბომბარდირი.

2008 წლის ზაფხულში გადავიდა აზერბაიჯანულ კლუბ ბაქოს „ოლიმპიკში“ (ახლანდელი „აზალი“), მაგრამ 6 თვის შემდეგ კონტრაქტი გააფორმა სერბეთის სუპერლიგის კლუბ „ვოივოდინასთან“. 2009 წლის ზაფხულში შეუერთდა „ვოივოდინას“ გიორგი მერებაშვილთან ერთად, მაგრამ მას დაუდგინდა გულის პრობლემები, რის გამოც მოუწია ფეხბურთიდან წასვლა 2010 წელს.

ტიტულები

რედაქტირება

ინდივიდუალური

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება