შერიფი (საფეხბურთო კლუბი)
საფეხბურთო კლუბი „შერიფი“ ტირასპოლი, ან უბრალოდ „შერიფი“ (მოლდ. Fotbal Club Sheriff Tiraspol) — მოლდოვური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ტირასპოლიდან. ასპარეზობს მოლდოვის ნაციონალური ჩემპიონატში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ შერიფზე, რომელიც 12 746 მაყურებელს იტევს.
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი შერიფი | ||
---|---|---|---|
მოკლე სახელი | შერიფი | ||
დაარსდა | 4 აპრილი, 1997 | ||
სტადიონი |
შერიფი, ტირასპოლი, მოლდოვა (ტევადობა: 12,746 მაყურებელი) | ||
პრეზიდენტი | ვიქტორ გუშანი | ||
მწვრთნელი | რობერტო ბორდინი | ||
კაპიტანი | მატეო სუსიჩი | ||
ლიგა | ნაციონალური ჩემპიონატი | ||
2023/24 | მე-2 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
„შერიფმა“ 2001 წლიდან მოყოლებული მოლდოვის ეროვნული ჩემპიონატის მოგება 15 შემთხვევიდან 13-ჯერ შეძლო. იგი არის პირველი მოლდოვური კლუბი, რომელიც ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
ისტორია
რედაქტირებაკლუბი დაფუძნდა 1997 წელს, ყოფილი პოლიციელის და კომპანია „შერიფის“ თანამშრომლის, ვიქტორ გუშანის მიერ. „შერიფი“ ჩაერთო მოლდოვის რანგით მეორე ჩემპიონატში და პირველსავე წელს შეძლო პირველ ადგილზე გასვლა და უმაღლეს ლიგაში აღზევება. 1999 წელს კლუბმა მოლდოვის თასის მოგება მოახერხა, ორი წლის შემდეგ კი უკვე ქვეყნის ჩემპიონობას დაესაკუთრნენ და ჩემპიონის სტატუსი 10 წლის მანძილზე არ გაუშვიათ ხელიდან. 2000-2001 სეზონშივე „შერიფი“ მოლდოვის თასის გამარჯვებული გახდა. 2010-2011 წლების სეზონში „შერიფის“ შეჩერება კიშინიოვის „დაჩიამ“ შეძლო. მეორე შემთხვევა, როდესაც „შერიფმა“ გათამაშების მოგება ვერ მოახერხა, იყო 2014-2015 წლების სეზონი, როდესაც ნაციონალური ჩემპიონატის გამარჯვებული ორჰეის „მილსამი“ გახდა.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტირასპოლის „შერიფი“ გახდა პირველი მოლდოვური კლუბი, რომელმაც შემადგენლობაში ბრაზილიელი და აფრიკელი ლეგიონერები დაიმატა.
ევროტურნირებზე
რედაქტირებაკლუბმა არსებობის მანძილზე სამჯერ შეძლო ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. პირველად მოლდოვური კლუბი 2009-2010 წლების სეზონში ჯგუფში საკმაოდ რთულ მეტოქეებთან, ბუქარესტის „სტიაუას“, „ტვენტესა“ და „ფენერბაჰჩესთან“ მოხვდა. კლუბმა 5 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და ასპარეზობას გამოეთიშა. მომდევნო წელს „შერიფი“ კვლავ გავიდა ჯგუფურ ეტაპზე და ამჯერადაც ძლიერი მეტოქეები შეხვდა - კიევის „დინამო“, ბორისოვის „ბატე“ და „AZ ალკმარი“. „შერიფმა“ 5 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა. მესამედ და ბოლოჯერ გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვდა 2013-2014 წლების გათამაშებაში. მისი მეტოქეები იყვნენ „ტრომსე“, „ანჟი“ და „ტოტენჰემი“. მოლდოვური კლუბი კვლავ მეთექვსმეტედ-ფინალის გარეშე დარჩა, 6 ქულით დაიკავა მე-3 ადგილი.
სტადიონი
რედაქტირებაკლუბი საშინაო მატჩებს მართავს სტადიონ შერიფზე, რომელიც აშენებული იქნა 2002 წელს. მისი ტევადობა არის 12 746 მაყურებელი. ამავე სტადიონზე მოლდოვის ეროვნულ ნაკრებს რამდენიმე შეხვედრა აქვს ჩატარებული.
შემადგენლობა
რედაქტირებაშენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
ტიტულები
რედაქტირება- მოლდოვის ჩემპიონი (21): 2000–2001, 2001–2002, 2002–2003, 2003–2004, 2004–2005, 2005–2006, 2006–2007, 2007–2008, 2008–2009, 2009–2010, 2011–2012, 2012–2013, 2013–2014, 2015-2016, 2017, 2018, 2019, 2020/21, 2021/22, 2022/23
- მოლდოვის „A“ დივიზიონი ჩემპიონი (1): 1997-1998
- მოლდოვის თასის მფლობელი (9): 1998-1999, 2000-2001, 2001-2002, 2005-2006, 2007-2008, 2008-2009, 2009-2010, 2014-2015, 2017
- მოლდოვის სუპერთასის მფლობელი (6): 2003, 2004, 2005, 2007, 2013, 2015
რეკორდები
რედაქტირება- ყველაზე მეტი შეხვედრა (443): ვაჟა თარხნიშვილი
- ყველაზე მეტი შეხვედრა ევროტურნირებზე (54): ვაჟა თარხნიშვილი
- ყველაზე მეტი გოლი (71): ალექსეი კუჩუკი
- ყველაზე მეტი გოლი ევროტურნირებზე (5): ისმაილ ისა
- ყველაზე დიდი გამარჯვება (19 ოქტომბერი, 2005, მოლდოვის თასი): „შერიფი“ 16-0 „ვიტორული“
- ყველაზე დიდი მარცხი (25 ივლისი, 2001, ჩემპიონთა ლიგა): „ანდერლეხტი“ 4-0 „შერიფი“
- ყველაზე დიდი გამარჯვება ევროტურნირებზე (23 ივლისი 2013): „შერიფი“ 5-0 „სუტიესკა“
მწვრთნელები
რედაქტირებამწვრთნელი | მოღვაწეობა |
---|---|
აჰმედ ალესკეროვი | 1997 - 1998 |
სერგეი ბოროვსკი | 1998 - 1999 |
ივან დანილიანცი | 1999 - 2000 |
ვლადიმირ ზემლიანოი | 2000 - 2001 |
ვალერი ვასილევი | 2001 - 2001 |
ალექსანდრ გოლოკოლოსოვი | 2001 - 2002 |
მიჰაი სტოიკიცე | 2002 - 2002 |
გავრილ ბალინტი | 2002 - 2003 |
იგორ ნაკონეჩნი | 2003 - 2004 |
ლეონიდ კუჩუკი | 2004 - 2010 |
ანდრეი სოსნიცკი | 2010 - 2011 |
ვიტალი რაშკევიჩი | 2011 - 2012 |
მილან მილანოვიჩი | 2012 - 2012 |
ვიტალი რაშკევიჩი (მ.შ.) | 2012 - 2012 |
მიჰაი სტოიკიცე | 2012 - 2013 |
ვიტალი რაშკევიჩი | 2013 - 2013 |
ვიაჩესლავ რუსნაკი | 2013 - 2014 |
ზორან ზეკიჩი | 2014 - 2015 |
ლილიან პოპესკუ | 2015 - 2015 |
ზორან ვულიჩი | 2015 - |