კაპაზი (საფეხბურთო კლუბი)
„კაპაზი“ (აზერ. Kəpəz Peşəkar Futbol Klubu; გამოითქმის [kæpæz]) — განჯაში მდებარე აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის პირველ დივიზიონში თამაშობს.
სრული სახელი | კაპაზის პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი | ||
---|---|---|---|
მეტსახელი |
„Dağlılar“ (მთამსვლელები) „Yenilməz Armada“ (დაუმარცხებელი არმადა) „Qərblilər“ (დასავლელები) „Sarı-Göylər“ (ყვითელი-ბლუზი) | ||
დაარსდა | 1959; 60 წლის წინ | ||
სტადიონი |
განჯას ქალაქის სტადიონი (განჯა, აზერბაიჯანი) (ტევადობა: 27,000) | ||
პრეზიდენტი | იაშარ ვაჰაბზადე | ||
ლიგა | აზერბაიჯანის პირველი დივიზიონი | ||
2023-2024 | მე-9 | ||
|
ისტორია
რედაქტირებასაბჭოთა პერიოდი
რედაქტირებაკაპაზ PFC დაარსდა 1959 წელს, ტოქსუკუს სახელით. გუნდი საბჭოთა პირველ ლიგაში თამაშობდა. 1959 წელს, წინა სეზონში საბჭოთა პირველი ლიგის პირველი ადგილით დასრულების შემდეგ გუნდი საბჭოთა ტოპ ლიგაში დაწინაურდა.[1] თავისი ისტორიის განმავლობაში კლუბს „ტარაგგი“ და „ტუქსუკუ“ ერქვა, თუმცა ცნობილი, უფრო თანამედროვე ერაში, გახდა კაპაზის სახელით; კაპაზი გუნდს 1982 წელს დაარქვეს.[2][3]
პოსტ-საბჭოთა პერიოდი
რედაქტირება1991 წელს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვებისა და აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის სამჯერ მოგების შემდეგ, გუნდს კაპაზი კიდევ ერთხელ დაერქვა.[4] 1997-98 წლების სეზონი გუნდმა დაუმარცხებლად დაასრულა.
კაპაზს ეკუთვნის აზერბაიჯანის ისტორიაში ყველაზე გრძელი მოგებათა სერია. გუნდს სეზონში 22 მოგება და 4 ფრე ჰქონდა. კაპაზი რჩება ერთადერთ გუნდათ რომელმაც საკუთარი ქვეყნის ლიგის მოგება დაუმარცებლად შეძლო; აღსანიშნავია, რომ 1998 წლის 23 სექტემბრიდან 10 თვის განმავლობაში ვერცერთმა გუნდმა მოახერკა კაპაზის წინააღმდეგ ქულის აღებაც კი. 22 გამარჯვებიდან ტექნიკურ გამარჯვებას 2 თამაში წარმოადგენდა.[5]
ფინანსური ბრძოლა (2002 – დღემდე)
რედაქტირებაკაპაზს, აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო კლუბს, 2000-იანი წლების ბოლოს ფინანსური პრობლემები წარმოექმნა. 2002 წლიდან მოყოლებული კლუბი ლიგის ცხრილში თანდათან ქვემოთ მიდიოდა; ამ პროცესმა გუნდის ფინანსურ მდგომარეობაზეც მოახდინა გავლენა.[6][7]
მიუხედავად კლუბის გულშემატკივრების კრიტიკისა, 2005 წელს, კლუბის ახალ მეპატრონეებს გუნდისთვის სახელის შეცვლა და განჯა-ის დარქმევა სურდათ.[8] ფინანსური პრობლემების გამო, 2007 წელს, გუნდი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგიდან გამოირიცხა. თუმცა AFFA-ს და ადგილობრივი კავშირების დახმარებით კლუბმა 2009-10 წლების სეზონი აზერბაიჯანის პირველ დივიზიონში მაინც ჩაატარა.[9][10] 2010 წელს გუნდი აზერბაიჯანის პირველი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და სეზონი 47 ქულით დაასრულა; ამგვარად, კლუბი კვლავ აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში მოხვდა.[10] 2011 წელს გადაწყდა, რომ კლუბს ძველი სახელი - კაპაზ PFC - დაბრუნებოდა.[11][12]
2013 წლის აპრილში კაპაზი გადაიყვანეს აზერბაიჯანის პირველ დივიზიონში. კლუბის ფინანსური მდგომარეობა არ გააუმჯობესებულა, და ამ ფაქტმა გუნდიდან მრავალი ფეხბურთელის წავსლა გამოიწვია.[13]
2017 წლის 18 ნოემბერს, შაჰინ დინიევი თანამდებობიდან გადადგა;[14] აღნიშნული ქმედებიდან 2 დღის შემდეგ, 2017 წლის 20 ნოემბერს, შანიჰ დინიევის ადგილზე იუნის გუსეინოვი დაინიშნა.[15]
გულშემატკივრობა
რედაქტირებაკლუბს, ყარაბაღსა და ხაზარ ლეონკორანთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს აზერბაიჯანში. აზერბაიჯანულ პროფესიონალურ საფეხბურთო კლუბებსს შორის, კაპაზ PFC-ს, საშინაო თამაშებზე საშუალოდ ყველაზე მეტი გულშემატკივარი ესწრება. 2015-16 წლების სეზონის პირველი ნახევრის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, კაპაზი პირველ ადგილს იკავებს საშუნაო თამაშებზე გულშემატკივართა დასწრების მხრივ (თამაშზე საშუალოდ 15,000 გულშემატკივარით). ეს რიცხვი თითქმის სამჯერ აღემატებოდა მათ უახლოეს მეტოქეს.[16][17]
2015-16 წლების სეზონში გულშემატკივართა რეკორდული მაჩვენებელი, 2016 წლის 14 თებერვალს, კაპაზსა და ყარაბაღს შორის გამართულ მატჩზე დაფიქსირდა (გულშემატკივართა რაოდენობა შეადგენდა 20,400-ს).[18]
კლუბის ცნობილი ცნობილი „სელებრითია“ ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში - ტოგრულ ასკეროვი.[19]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Кяпаз Гянджа on Wildstat.ru ru. wildstat.ru. ციტირების თარიღი: 7 August 2010.
- ↑ Полностью сформировался состав вновь возвратившегося в футбол азербайджанского клуба "Гянджа" დაარქივებული 2011-07-06 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ↑ Azerbaycan çempionatlarının rekordçusu "KEPEZ"in möhteşem tarixi. az. ციტირების თარიღი: 7 August 2010.
- ↑ Футбольный клуб "Кяпяз" предпочел называться "Гянджой". Day.az. ციტირების თარიღი: 7 August 2010.
- ↑ Годы независимости. Успехи Нефтчи, Кяпаза, Шамкира, и французский позор. Azerisport.com. ციტირების თარიღი: 5 June 2011.
- ↑ Mehman Allahverdiyev: "İsgəndər Cavadov Gəncəyə lazım deyil" Azerbaijani. xemsefans.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 November 2013. ციტირების თარიღი: 3 September 2013.
- ↑ Gəncə futbol ictimaiyyəti İsgəndər Cavadova qarşı çıxdı! (BƏYANAT) Azerbaijani. Sportinfo.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 September 2013. ციტირების თარიღი: 3 September 2013.
- ↑ Мехман Аллахвердиев: "Все достижения гянджинцев связаны с именем именно этой команды – "Кяпаз". sport24.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 March 2012. ციტირების თარიღი: 7 August 2010.
- ↑ Magsad. Футбольный клуб "Гянджа" вновь будет участвовать в чемпионате Азербайджана. Day.az.
- ↑ 10.0 10.1 “Gəncə”nin növbəti mövsüm I divizionda çıxış etməsi dəqiqləşdi (აზერბაიჯანული)
- ↑ Гянджа сменила название. Azerisport.com. ციტირების თარიღი: 31 May 2011.
- ↑ Gəncə klublarının adı dəyişdirildi. ციტირების თარიღი: 31 May 2011.
- ↑ "Kəpəz" BİABIRÇI durumda: futbolçular yuyunmağa su, yeməyə çörək tapmırlar Azerbaijani. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 28 October 2014.
- ↑ Şahin Diniyev istefa verdi Azerbaijani. Kapaz PFK (18 November 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 19 November 2017.
- ↑ Yunis Hüseynov baş məşqçi təyin edildi Azerbaijani. Kapaz PFK (20 November 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 2 იანვარი 2021.
- ↑ Peşəkar Futbol Liqası. ციტირების თარიღი: 13 December 2017.
- ↑ Azerisport.com. Кяпаз – неоспоримый лидер. ციტირების თარიღი: 13 December 2017.
- ↑ Vital, Elan. Premyer Liqada yeni rekord. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 13 December 2017.
- ↑ Toğrul Əsgərov azarkeşlik etdiyi klubumuzun adını açıqladı Azerbaijani. awf-az.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 3 September 2013.