მიშლენის მეგზური

საბურავების მწარმოებელი ფრანგული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მეგზური სასტუმროებისა და რეს

მიშლენის მეგზური (ფრანგ. Guide Michelin წარმოთქმა ფრანგულად: [ɡid miʃ.lɛ̃] ( მოსმენა) ასევე მიშლენის წითელი მეგზური, ან უბრალოდ „წითელი მეგზური“) — რესტორნების გიდების სერია, რომელსაც საუკუნეზე მეტია საბურავების მწარმოებელი ფრანგული კომპანია მიშლენი გამოსცემს. მეგზური ევროპული სასტუმროებისა და რესტორნების ყველაზე ძველ და კარგად ცნობილ გიდს წარმოადგენს, რომელიც მათ მიშლენის ვარსკვლავებს ანიჭებს (სამვარსკვლავიანი სისტემით). ვარსკვლავის მოპოვებამ ან დაკარგვამ შესაძლოა დრამატული გავლენა იქონიოს რესტორნის ბედზე. მიშლენი ასევე უშვებს მწვანე გიდს მოგზაურობისა და ტურიზმისთვის, ისევე როგორც რამდენიმე ახალ პუბლიკაციას, მაგ. Guide Voyageur Pratique (მოგზაურის პრაქტიკული გიდი), Guide Gourmand (საკვები ობიექტები), Guide Escapade (მოკლე დასვენება) და Guide Coup de Cœur (რჩეული სასტუმროები).

2018 წლის მიშლენის მეგზურის ყდა

1900 წელს საფრანგეთის გზებზე 3000-ზე ნაკლები მანქანა მოძრაობდა. მანქანებზე და, შესაბამისად, ავტომობილის საბურავებზე მოთხოვნის გასაზრდელად, საბურავების მწარმოებელმა ძმებმა, ედუარდმა და ანდრე მიშლენებმა გამოაქვეყნეს მეგზური ფრანგი მძღოლებისთვის-მიშლენის გზამკვლევი.[1] გზამკვლევის პირველი, უფასო გამოცემის 35 000-მდე ასლი გაიცა. ის მოიცავდა ისეთ სასარგებლო ინფორმაციას მძღოლებისთვის როგორიცაა რუქები, საბურავების შეკეთებისა და ჩანაცვლების ინსტრუქციები, ავტომობილების მექანიკოსების სია, სასტუმროები და ბენზინგასამართი სადგურები მთელ საფრანგეთში.

ოთხი წლის შემდეგ, 1904 წელს, ძმებმა გამოაქვეყნეს მიშლენის გზამკვლევის მსგავსი სახელმძღვანელო ბელგიისთვის.[2]

 
1911 წლის მიშლენის მეგზური ბრიტანეთის კუნძულებისთვის

მოგვიანებით მიშლენმა გამოსცა გზამკვლევები ალჟირისა და ტუნისისთვის (1907); ალპები და რაინი (ჩრდილოეთი იტალია, შვეიცარია, ბავარია, და ნიდერლანდები) (1908); გერმანია, ესპანეთი და პორტუგალია (1910); ბრიტანეთის კუნძულები (1911); და „მზის ქვეყნები“ (Les Pays du Soleil) (ჩრდილოეთი აფრიკა, სამხრეთ იტალია და კორსიკა) (1911). 1909 წელს გამოიცა მიშლენის მეგზურის ინგლისურენოვანი ვერსია საფრანგეთისთვის.[3]

პირველი მსოფლიო ომის დროს მეგზურის გამოცემა შეწყდა. ომის შემდგომ წიგნების უსასყიდლოდ გაცემა 1920 წლამდე გაგრძელდა. გადმოცემის თანახმად, ერთხელ, ანდრე მიშლენმა, საბურავებით მოვაჭრესთან სტუმრობისას შეამჩნია, რომ მოშლენის მეგზურს ვაჭარი სამუშაო მაგიდის ფეხების გასამყარებლად იყენებდა. ამის შემდეგ, მიშლენმა, იხელმძღვანელა რა პრინციპით, „ადამიანი მხოლოდ იმას სცემა პატივს, რაშიც ფულს იხდის“, გადაწყვიტა წიგნებისთვის ფასი დაედო და გაეყიდა. 1922 წელს, მეგზურის ღირებულება 750 ფრანკი ($2.15) იყო.[4] მათ ასევე განახორციელეს რამდენიმე ცვლილება, მათ შორის: წიგნიდან ამოიღეს რეკლამები, დააჯგუფეს რესტორნები კატეგორიების მიხედვით და დაამატეს სასტუმროების ჩამონათვალი.[2] როდესაც გაიგეს, რომ მეგზურის რესტორნების განყოფილება პოპულარობას იცვეჭდა, ძმებმა ინსპექტორების გუნდი დაიქირავეს, რომლებიც სტუმრობდნენ და აფასებდნენ რესტორნებს. მათი ვინაობა ყოველთვის გასაიდუმლოებული იყო.[5]

1926 წელს, Murray-ს და Baedeker-ის მეგზურების შემდეგ, მიშლენმაც დაიწყო რესტორნების ვარსკვლავებით დაჯილდოება. თავიდან, რესტორნები მხოლოდ ერთი ვარსკვლავით ჯილდოვდებოდნენ. 1931 წელს შემოიღეს ნული, ერთი, ორი და სამი ვარსკვლავი. 1936 წელს საბოლოოდ განისაზღვრა ვარსკვლავების მინიჭების კრიტერიუმები:[2]

  •   : „ძალიან კარგი რესტორანი თავის კატეგორიაში“ (Une très bonne table dans sa catégorie)
  •   : „შესანიშნავი სამზარეულო, ღირს გზის გამრუდებად“ (Table excellente, mérite un détour)
  •   : „ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულო, ღირს ცალკე მოგზაურობად“ (Une des meilleures tables, vaut le voyage).[5]

1931 წელს მეგზურის ლურჯი ყდა წითლით შეიცვალა და ასე დარჩა ყველა მომდევნო გამოცემაში.[5] მეორე მსოფლიო ომის დროს გამოცემა კვლავ შეჩერდა, მაგრამ 1944 წელს, მოკავშირეთა ძალების მოთხოვნით, 1939 წლის საფრანგეთის გზამკვლევი სპეციალურად იქნა დაბეჭდილი სამხედრო გამოყენებისთვის; მისი რუქები შეფასდა როგორც საუკეთესო და ყველაზე ხელმისაწვდომი. ყოველწლიური სახელმძღვანელოს გამოქვეყნება განახლდა 1945 წლის 16 მაისს, გამარჯვების დღიდან (VE Day) ერთი კვირის შემდეგ.[2]

ადრეულ ომისშემდგომ წლებში არსებულმა დეფიციტმა, მიშლენი აიძულა შემოეღო ორი ვარსკვლავის ზედა ზღვარი. 1950 წლის ფრანგული გამოცემა მოიცავს 38 რესტორანს, რომელიც აკმაყოფილებს ორი ვარსკვლავის კრიტერიუმს.[6]1956 წელს გამოქვეყნდა მიშლენის პირველი გზამკვლევი იტალიისთვის. პირველმა გამოცემამ ვარსკვლავით არცერთი რესტორანი არ დააჯილდოვა. 1974 წელს გამოიცა პირველი მეგზური ბრიტანეთისთვის (1931 წლის შემდეგ). ამ გამოცემამ სხვადასხვა რესტორანი სულ 25 ვარსკვლავით დააჯილდოვა.[7]

2005 წელს მიშლენმა გამოაქვეყნა თავისი პირველი ამერიკული გზამკვლევი, რომელიც მოიცავდა 500 რესტორანს ნიუ იორკის ხუთ უბანში და 50 სასტუმროს მანჰეტენზე. 2007 წელს გამოვიდა მიშლენის გზამკვლევი ტოკიოსთვის. იმავე წელს გზამკვლევმა გამოსცა ჟურნალი Étoile (ფრანგ. Étoile — „ვარსკვლავი“). 2008 წელს დაემატა ჰონგ კონგისადა მაკაოს გამოცემები.[2] 2013 წლის მდგომარეობით, გამოქვეყნებულია მეგზურის 14 გამოცემა, რომელიც 23 ქვეყანას მოიცავს.[2]

2008 წელს გერმანელი რესტორატორი ჯულიან კასპარი დაინიშნა მეგზურის ფრანგული გამოცემის მთავარ რედაქტორად. ადრე ის პასუხისმგებელი იყო მიშლენის მეგზურის გამოცემაზე გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიისთვის. ის გახდა პირველი ქალი და პირველი არა-ფრანგი მოქალაქე, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა.[8][9]

მეთოდები და განლაგება

რედაქტირება
 
მიშლენის ვარსკვლავიან რესტორნებში მომზადებული კერძები

მიშლენის წითელმა მეგზურებმა ისტორიულად იმაზე ბევრად მეტი რესტორანი შეაფასეს, ვიდრე მისმა კონკურენტმა გიდებმა. 2002/2003 წლებში ვარსკვლავიანი რესტორნების აღწერას დაემატა მოკლე რეზიუმეები (2-3 სტრიქონი) აღწერილობის გასაუმჯობესებლად. ეს რეზიუმეები დაწერილია იმ ქვეყნების ენებზე, რომელთათვისაც მეგზურის გამოცემაა გამოქვეყნებული (მეგზური ესპანეთისა და პორტუგალიისთვის მხოლოდ ესპანურ ენაზეა). ენობრივი განსხვავების მიუხედავად, ვარსკვლავები და სხვა სიმბოლოები ერთნაირია ყველა გამოცემაში.[10]

ვარსკვლავები

რედაქტირება

მიშლენის მიმომხილველები (ხშირად უწოდებენ „ინსპექტორებს“) არიან ანონიმურები; ისინი არ ამხელენ საკუთარ იდენტობას, მათ ხარჯებს კი ყოველთვის მიშლენი ანაზღაურებს.

მიშლენი არაჩვეულებრივ ნაბიჯებს დგამს თავისი ინსპექტორების ანონიმურობის შესანარჩუნებლად. კომპანიის ბევრი ხელმძღვანელი არასოდეს შეხვედრია ინსპექტორს; თავად ინსპექტორებს ურჩევენ, არ გაამჟღავნონ თავიანთი საქმიანობა, მშობლებთანაც კი (რომლებსაც შესაძლოა ამით დაიკვეხნონ); და იმ წლების განმავლობაში, როდესაც ის აქვეყნებს გზამკვლევს, მიშლენი ინსპექტორებს ჟურნალისტებთან საუბრის უფლებას არ აძლევს. უარი თქვა ინსპექტორებზე ჟურნალისტებთან საუბრის უფლებაზე. ინსპექტორები წერენ ანგარიშებს, რომლებიც გამოხდილია, ყოველწლიური "ვარსკვლავების შეხვედრებზე" გიდის სხვადასხვა ეროვნულ ოფისებში, სამი ვარსკვლავის, ორი ვარსკვლავის ან ერთი ვარსკვლავის რეიტინგში - ან ვარსკვლავების გარეშე. (დაწესებულებები, რომლებშიც მიშლენი მიიჩნევს, რომ არ ღირს ვიზიტი, არ შედის სახელმძღვანელოში.)[11]

1960-იან წლებში, nouvelle cuisine-ის ერთ-ერთმა პიონერმა, პოლ ბოკუზმა განაცხადა: „Michelin is the only guide that counts.“ (ქართ. მიშლენი ერთადერთი მეგზურია რომელიც ითვლება. [მნიშვნელოვანი მხოლოდ მიშლენის მეგზურია])[12]საფრანგეთში, სადაც სახელმძღვანელო ყოველწლიურად ქვეყნდება, მეგზური ყოველთვის მედიის ყურადღების ქვეშაა. მისი გამოცემა შედარებულია ფილმების ყოველწლიურ, ოსკარის დაჯილდოებასთან.[11] მედიასაშუალებები კამათობენ სავარაუდო გამარჯვებულების შესახებ, ვრცელდება სპეკულაციები, ტელევიზიები და გაზეთები განიხილავენ თუ რომელმა რესტორანმა შეიძლება დაკარგოს და ვინ შეიძლება მოიპოვოს მიშლენის ვარსკვლავი.[13][14][15][16]

მიშლენის მეგზური რესტორნებს სხვა ნიშნით, „ამომავალი ვარსკვლავები“-თან აჯილდოვებს. „ამომავალი ვარსკვლავი“ ენიჭება რესტორანს, რომელსაც აქვს პოტენციალი მიიღოს პირველი, ან კიდევ ერთი ვარსკვლავი.

მწვანე ვარსკვლავები

რედაქტირება

2020 წელს მიშლენის მეგზურმა ახალი სიმბოლო, მწვანე ვარსკვლავი შემოიღო იმ რესტორნების აღსანიშნად, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებას მდგრაგ გასტრონომიაში.[17] მწვანე ვარსკვლავით დაჯილდოებულ რესტორანს ეძლევა ადგილი მეგზურის ვებგვერდზე, სადაც შეფ-მზარეულს შეუძლია გამოაქვეყნოს რესტორნის ხედვა.[17]

1955 წლის შემდეგ, მეგზური რესტორნებს კიდევ ერთი კრიტერიუმის მიხედვით გამოჰყოფს: „განსაკუთრებულად კარგი საკვები მისაღებ ფასად“. ასეთ რესტორნებს ენიჭებათ სტატუსი „Bib Gourmand“. ასეთმა რესტორნებმა კლიენტებს საკვები, ადგილობრივი სტანდარტებით განსაზღვრულ მაქსიმუმზე დაბალ ფასად უნდა შესთავაზონ. Bib-ი (ლათ. Bibendum) მიშლენის კაცის მეტსახელია, რომელიც საუკუნეზე მეტია კომპანიის ლოგოს წარმოადგენს.

2016 წელს გიდს ახალი სიმბოლო, თეფში (ფრანგ. L’assiette, ინგლ. The Plate) დაემატა. ის აღნიშნავს რესტორანს, რომელიც „უბრალოდ კარგ საკვებს ამზადებს“.[18]

მეგზურები

რედაქტირება

ქვეყნის ან ქვეყნების მიხედვით

რედაქტირება
ქვეყანა/რეგიონი[19] ბოლო გამოცემა       სულ  Bib Gourmand (ფასის ზედა ზღვარი) დაწესებულებები
საფრანგეთი 2020 წლის გამოცემა[20] 29 86 513 628 645
(€32, €36 პარიზში)[21]
3,222 სასტუმრო და guest houses,
4,362 რესტორანი
ბელგია და ლუქსემბურგი 2021 წლის გამოცემა[22] 2 24 111 137 140 (€35) 700-ზე მეტი სასტუმრო და guest house,
1,100 რესტორანი
გერმანია 2019 წლის გამოცემა[23] 10 38 261 309 471
(€35)
4,200-ზე მეტი სასტუმრო და guest house,
2,100 რესტორანი, 4,287 სასტუმრო
დიდი ბრიტანეთი და ირლანდია 2021 წლის გამოცემა[24] 7 20 157 184 126
(£28 ან €40)
340-ზე მეტი სასტუმრო და guest house,
1,300 რესტორანი
იტალია 2020 წლის გამოცემა[25] 11 35 328 374 257 (€35) 3,700-ზე მეტი სასტუმრო და guest house,
2,700 რესტორანი
ნიდერლანდები 2020 წლის გამოცემა[26] 2 17 92 111 133
(€39)[27]
600-ზე მეტი სასტუმრო და guest house,
700 რესტორანი
Nordic Countries 2019 წლის გამოცემა[28] 3 10 51 64 168
(€35)
266 რესტორანი
ესპანეთი და პორტუგალია 2020 წლის გამოცემა[29][30] 11 36 194 241 253
(€35)
1,775 სასტუმრო და guest house,
1,549 რესტორანი, 130 tapas ბარი
შვეიცარია 2019 წლის გამოცემა[31] 3 20 105 128 157
(CHF70)[32]
458 სასტუმრო და guest house,
777 რესტორანი

რეგიონები და ქალაქები

რედაქტირება
ქალაქი[19] ბოლო გამოცემა       Bib Gourmand დაწესებულებები
პარიზი 2012 წლის გამოცემა[33] 10 17 50 70 (€35) 60 სასტუმრო, 453 რესტორანი[34]
ჩიკაგო 2018 წლის გამოცემა[35] 2 4 19 54 ($40)[36] 400 რესტორანი[37]
ჰონგ კონგი და მაკაუ 2019 წლის გამოცემა[38] 10 17 55 80 (HK$350 ან MOP$350) 297 რესტორანი, 61 სასტუმრო[39]
კიოტო, ოსაკა, კობე, ნარა 2012 წლის გამოცემა[40] 15 61 224 40
(მონეტები, ¥5000)[41]
296 რესტორანი, 48 სასტუმრო, 41 რიოკანი
ლას ვეგასი (გადადებული) 21 ოქტომბერი 2008[42] 1 3 13 127 რესტორანი, 30 სასტუმრო (2007)
ლონდონი 2012 წლის გამოცემა[43] 2 7 46 45 (£28) 450 რესტორანი, 50 სასტუმრო
ლოს ანჯელესი 3 ივნისი 2019[44] 0 6 18 62[45]
ევროპის მთავარი ქალაქები 17 მარტი 2010[46] 15 55 271 231 1,715 რესტორანი, 1,542 სასტუმრო
ნიუ იორკი 2017 წლის გამოცემა[47] 5 10 61 132 ($40) 857[47]
რიო დე ჟანეირო და სან პაულო 2018 წლის გამოცემა[48] 0 3 15 33 (R$ 90)[49]
სან ფრანცისკო 2017 წლის გამოცემა[50] 6 7 41 75 ($40)[50] 513 რესტორანი[50]
სეული 2020 წლის გამოცემა[51] 2 7 22 60 (35,000)[52] 174 რესტორანი, 36 სასტუმრო
შანხაი 2020 წლის გამოცემა[53] 1 8 31 24 (200)[54] TBC
სინგაპური 2017 წლის გამოცემა[55][56] 1 7 30 38 (S$45) TBC
ტოკიო, იოკოჰამა
და Shonan
2012 წლის გამოცემა[57] 17 57 219 95
(მონეტები, ¥5000)[58]
292 რესტორანი, 54 სასტუმრო და 10 რიოკანი
ვაშინგტონი 2017 წლის გამოცემა[59] 1 2 15 44
($40)[60]
182 რესტორანი
ბანგკოკი, ფუკეტი, Phang-nga 2020 წლის გამოცემა[61] 0 5 24 94
(฿1,000)
280 რესტორანი, 22 სასტუმრო
ტაიპეი 2019 წლის გამოცემა[62] 1 5 18 36 (NT$1,500) 158 რესტორანი (2019), 25 სასტუმრო (2018)
Canton (Guangzhou) 2019 წლის გამოცემა[63] 0 1 10 28 (¥200)
პეკინი 2019 წლის გამოცემა[64] 1 2 20 15
მოსკოვი 2021 წლის გამოცემა[65] 0 2 7 15

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Mayyasi, Alex. Why Does a Tire Company Publish the Michelin Guide? (23 June 2016).
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 The Michelin Guide: 100 editions and over a century of history (2 March 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 20 May 2013
  3. Le guide Michelin en quelques dates fr (13 May 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 19 May 2013
  4. Wertenbaker, Charles (5 June 1954). „The Testing of M. Thuilier“. The New Yorker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 June 2016. ციტირების თარიღი: 1 July 2016.
  5. 5.0 5.1 5.2 Michelin Guide History, restaurant and dining guides. ციტირების თარიღი: 19 May 2013
  6. „The Michelin Guide“. The Manchester Guardian (32275). 28 March 1950. p. 4. ციტირების თარიღი: 17 March 2020 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  7. Dawson, Helen (24 March 1974). „British Michelin revived“. The Observer (9530). London. p. 40 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  8. Paterson, Tony (17 December 2008). „French find German's role hard to swallow“. The Independent (ინგლისური). ციტირების თარიღი: 18 March 2020.
  9. Paterson, Tony. „French shock at Michelin guide’s first foreign chief“ დაარქივებული 2021-08-02 საიტზე Wayback Machine. , The Independent, 18 December 2008
  10. მიშლენის მეგზური დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისთვის (Michelin Guide Great Britain & Ireland) (2000), ნიდერლანდებისთვის (2007), ბენელუქსის ქვეყნებისთვის (2003)
  11. 11.0 11.1 Colapinta, John. "Lunch with M – Undercover with a Michelin inspector" დაარქივებული 19 February 2014 საიტზე Wayback Machine. , The New Yorker, 23 November 2009
  12. Ragavan, Surekha. Taste test: Menu by three-star Michelin chef Philippe Marc (23 October 2012).
  13. Reddy, Sumathi (4 October 2011). „Michelin Stars Align for Seven NYC Restaurants“. The Wall Street Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 November 2016.
  14. Fabricant, Florence (4 October 2011). „Off the Menu“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 February 2016.
  15. „Tokyo retains title as Michelin's gourmet capital“. Asahi Shimbun. Reuters. 29 November 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 5 აგვისტო 2021.
  16. Cheney, Catherine (9 September 2011). „Taking the Pop-Up Restaurant to New Heights“. Spiegel Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 December 2011.
  17. 17.0 17.1 MICHELIN Guide 2020: The New Sustainability Emblem. მიშლენის მეგზური (17 თებერვალი 2020). ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი 2020
  18. What The MICHELIN Guide's Symbols Mean.
  19. 19.0 19.1 Accueil | Guides & Cartes | Guides d'Hôtels et de Restaurants | Europe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2021.
  20. Yannic Alleno's 1947 restaurant (Courchevel) awarded 3 stars in the 2017 Michelin Guide France (9 February 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2021.
  21. Filloon, Whitney (5 January 2017). „Michelin Unveils France's Bib Gourmands for 2017“. Eater. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 October 2017. ციტირების თარიღი: 2017-10-27.
  22. The MICHELIN Guide presents its 2021 selection of restaurants in Belgium and Luxembourg and awards a third Star to Zilte en-IE. ციტირების თარიღი: 2021-02-17
  23. MICHELIN Guide Germany 2019 Selection en-SG. ციტირების თარიღი: 2021-02-17
  24. All Current UK and Ireland Michelin Star Restaurants (29 January 2021). ციტირების თარიღი: 29 January 2021
  25. Guida Michelin 2019. Tutti i numeri e le stelle, regione per regione. michelin.com.
  26. Acht nieuwe sterrenrestaurants in Nederland nl (13 January 2020). ციტირების თარიღი: 17 January 2020
  27. Bluiminck, Nathalie. (11 November 2019) Prijs Bib Gourmand menu van 37 naar 39 euro nl. ციტირების თარიღი: 17 January 2020
  28. MICHELIN Guide Nordic Countries 2019 Selection en-US. ციტირების თარიღი: 2021-02-17
  29. Guía Michelin 2018 es. ციტირების თარიღი: 7 December 2017
  30. Lista Bib Gourmand 2018.
  31. Guide Michelin: 2 Sterne für Mahler & Eperon | GaultMillau – Channel de. ციტირების თარიღი: 2019-02-05
  32. Michelin Stars Rain Down on Switzerland დაარქივებული 4 December 2010 საიტზე Wayback Machine. “, Michelin, 16 November 2010.
  33. Products & Services News – The 2012 Michelin Guide France (27 February 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-24. ციტირების თარიღი: 2021-08-06.
  34. The Michelin Guide France 2010 Selection. Michelin North America (1 March 2010).
  35. Michelin awards two stars to Smyth; 24 other Chicago restaurants honored. chicagotribune.com. ციტირების თარიღი: 17 June 2018
  36. Vettel, Phil. Michelin's Bib Gourmand awards go to 54 Chicago restaurants, with 8 newcomers. ციტირების თარიღი: 17 June 2018
  37. Michelin Guide Chicago 2015 - Michelin Travel & Lifestyle. michelintravel.com. ციტირების თარიღი: 13 November 2014
  38. Discover Michelin Restaurants in Hong Kong Macau Hong Kong Macau. ციტირების თარიღი: 4 March 2019
  39. https://guide.michelin.com/hk/en/hong-kong-macau/bib-gourmand/restaurants დაარქივებული 6 March 2019 საიტზე Wayback Machine. “, Michelin Hong Kong and Macau, 18 December 2018.
  40. Michelin news: all recent news from the Group - Michelin. michelin.com.au. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 2 February 2016
  41. (იაპონური) „「ミシュランガイド京都・大阪・神戸2011」12 軒のレストランが三つ星 44軒のレストランと2軒の旅館 が二つ星 183軒のレストランと2軒の旅館が一つ星“ დაარქივებული 6 November 2010 საიტზე Wayback Machine. , Michelin Japan, 19 October 2010.
  42. Jinae West „Michelin: Bad economy means no 2010 guide in Las Vegas“ დაარქივებული 14 August 2010 საიტზე Wayback Machine. , Las Vegas Sun, 26 June 2009.
  43. Restaurants go for Gold as 2012 Michelin Stars are announced. londonandpartners.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო 2021.
  44. MICHELIN Guide California 2019 Selection en. ციტირების თარიღი: 2019-06-14
  45. MICHELIN Guide California 2019 Bib Gourmands en. ციტირების თარიღი: 2019-06-14
  46. Michelin Guide Main Cities of Europe 2010 to go on sale on March 17 დაარქივებული 29 June 2011 საიტზე Wayback Machine. “, Michelin, 16 March 2010. covering Austria (Vienna, Salzburg) – Belgium (Brussels, Antwerp) – Czech Republic (Prague) – Denmark (Copenhagen) – Finland (Helsinki) – France (Paris, Lyons, Strasbourg, Toulouse) – Germany (Berlin, Cologne, Frankfurt, Hamburg, Munich, Stuttgart) – Greece (Athens) – Hungary (Budapest) – Ireland (Dublin) – Italy (Rome, Milan, Turin, Florence) – Luxembourg (Luxembourg) – Netherlands (Amsterdam, Rotterdam, The Hague) – Norway (Oslo) – Poland (Warsaw, Cracow) – Portugal (Lisbon) – Spain (Madrid, Barcelona, Valencia) – Sweden (Stockholm, Gothenburg) – Switzerland (Bern, Geneva, Zurich) – United Kingdom (London, Birmingham, Edinburgh, Glasgow)
  47. 47.0 47.1 Michelin Releases 2017 Edition of Its Famed Guide to New York's Best Restaurants.
  48. „Michelin Guide to Brazil 2018 – the Full List“. Fine Dining Lovers (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 August 2018. ციტირების თარიღი: 2018-08-24.
  49. Flores, Magê (2017-05-18). „8 casas boas e baratas do Rio e de SP ganham menção no Guia Michelin“. Folha de S. Paulo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 March 2018. ციტირების თარიღი: 2018-03-01.
  50. 50.0 50.1 50.2 Michelin Awards Coveted Three Stars to Quince in 2017 Edition of Famed San Francisco Restaurant Guide.
  51. Michelin Guide Seoul. ციტირების თარიღი: 7 November 2016
  52. Bib Gourmand Seoul 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 7 December 2017
  53. MICHELIN Guide Shanghai 2020 Selection დაარქივებული 23 October 2019 საიტზე Wayback Machine. , 18 February 2020.
  54. [1] დაარქივებული 23 October 2019 საიტზე Wayback Machine. , 18 February 2020.
  55. Singapore restaurant stalwarts, Australian and Italian cuisine celebrated in the 2017 MICHELIN guide Singapore დაარქივებული 16 July 2017 საიტზე Wayback Machine. “, Michelin Guide Singapore, 29 June 2017.
  56. The Results: Bib Gourmand Awards For The 2017 MICHELIN guide Singapore დაარქივებული 11 July 2017 საიტზე Wayback Machine. “, Michelin Guide Singapore, 22 June 2017.
  57. Les publications Michelin pour les investisseurs institutionnels. michelin.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 24 August 2012
  58. (იაპონური) „「ミシュランガイド東京・横浜・鎌倉2011」を発行 三つ星が14軒、二つ星が54軒、一つ星が198軒に“ დაარქივებული 29 November 2010 საიტზე Wayback Machine. , Michelin Japan, 24 November 2010.
  59. Judkis, Maura. (31 May 2016) D.C.'s food scene gets a prestigious boost: Michelin inspection (and stars).
  60. „Michelin Accidentally Leaks Its List of 2020 DC Bib Gourmand Awards Early“ დაარქივებული 7 October 2019 საიტზე Wayback Machine. , Washingtonian, 23 September 2019.
  61. Michelin Guide Thailand დაარქივებული 10 December 2019 საიტზე Wayback Machine. “, Michelin Guide Thailand, 12 November 2019
  62. Discover Michelin Restaurants in Taipei Taipei en. ციტირების თარიღი: 2019-04-10
  63. Results: The Inaugural MICHELIN Guide Guangzhou Released en. ციტირების თარიღი: 2020-02-18
  64. MICHELIN Guide Beijing 2020 Selection en. ციტირების თარიღი: 2020-02-18
  65. Рестораны MICHELIN - Гид MICHELIN ru-RU. ციტირების თარიღი: 2021-10-14