პოლ ბოკიუზი
პოლ ბოკუზი (ფრანგ. Paul Bocuse[pɔl bokyz] ( მოსმენა)) (დ. 11 თებერვალი, 1926 — გ. 20 იანვარი, 2018) — ფრანგი შეფ-მზარეული და რესტორატორი ლიონიდან, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული მზარეული, ცნობილი მაღალი ხარისხის რესტორნებითა და კულინარიისადმი ინოვაციური მიდგომით. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეფი, რომელიც ასოცირდება ნუველ კუიზინთან, მომზადების წესი დამახასიათებელი სიმარტივითა და ნაკლები კალორიულობით, განსხვავებით კლასიკური სამზარეულოსგან, და ხაზს უსვამს უმაღლესი ხარისხისა და უახლესი ინგრედიენტების მნიშვნელობას.
Paul Bocuse პოლ ბოკუზი | |
---|---|
Bocuse in Stavanger 2008 | |
დაბადების თარიღი |
11 თებერვალი, 1926 Collonges-au-Mont-d'Or, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
20 იანვარი, 2018 (91 წლის) Collonges-au-Mont-d'Or, საფრანგეთი |
მზადების სტილი | Nouvelle cuisine |
რეიტინგ(ებ)ი | |
რესტორნები
| |
საიტი | http://www.bocuse.fr/ |
პოლ ბოკიუზის მტკიცებით ტერმინი "ნუველ კუიზინი" პირველად გამოიყენა ანრი გოლმა, ბოკიუზისა და სხვა უდიდესი შეფების მიერ 1969 წელს კონკორდის პირველ რეისზე მომზადებული საჭმელის აღწერისას.[1] 1975 წელს ელისეის სასახლეში პრეზიდენტის ვახშმისთვის მან მსოფლიოში განთქმული ტრუფელის სუპი ( ფრანგ. soupe aux truffes) მოამზადა. მას შემდეგ ეს სუპი ბოკიუზის ლიონის რესტორანში მზადება სახელით Soupe V.G.E., სადაც V.G.E. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დ'ესტენის ინიციალებია.