მიღმახევი
მიღმახევი (ხევს.: მიღმაჴევი) — ხეობა პირიქითა ხევსურეთში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რუსეთი (ადრე ახალხევის ხეობა), სამხრეთით ფშავი, დასავლეთით შატილის ხეობით, ხოლო აღმოსავლეთით თუშეთი.
მიღმახევი ხევსურეთი | |
---|---|
მიღმახევი, მუცოსჭალა | |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
ფართობი | 266 |
ხევსურეთი მცხეთა-მთიანეთის მხარეში | |
მიღმახევის თემები
რედაქტირებამიღმახევში ძირითადად იყო სამი თემი: ხახაბოს, არდოტის და მუცოსი.
- ხახაბოს თემში შედიოდა ორი სოფელი ზედა ხახაბო და ქვენა ხახაბო. ცხოვრობდნენ ძირითადად: ხახიაურები, მამიაურები, მინდიკაურები.
- არდოტის თემმში შედიოდა: არდოტი, ანდაქი, არჭილო, ბახაო. ძირითადად ცხოვრობდნენ ზვიადაურები და მურღვანი (საბჭოთა პერიოდში მურღუევები, დღეისთვის არდოტელები).
- მუცოს თემში შედიოდა: მუცო, ხონე, ხონისჭალა, წუქიო. ძირითადად ცხოვრობდნენ მუცოში — შეთკაურები (1900-იან წლებამდე) და დაიაურები, ხონესა და ხონისჭალაში — შეთეკაურები, წუქიოში — გიონი (ჭინჭარაულები).
მიღმახევში არის შემდეგი ადგილები: ბაძაიხი, ამუგო, გაიდაგი.
საკულტო ნაგებობები: მთავარანგელოზის ჯვარი, ხოლიგის წვერის ანგელოზი, საჯვარობო, წყაროთგორული წმ. გიორგი, თავადი ბეღლის ანგელოზი, ბისოური ჯვარი, ჭალაური წმ. გიორგი, ბეღლისკარის ჯვარი, ბაიტური, არდოტის ეკლესია, დობილ-მმართველნი, ადგილის დედა მარიამწმინდა, ვარლეს ჯვარი, ბროლისკალოს წმ. გიორგი.
რუკა
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურა
რედაქტირება- ალექსი ჭინჭარაული, ხევსურული ლექსიკონი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, თბილისი, 2005 წ., გვ. 611.