არდოტი
არდოტი[2] — სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში (შატილის თემი), ისტორიულ პირიქითა ხევსურეთში, მდინარე ანდაქის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1820 მ, დუშეთიდან 113 კმ.
სოფელი | |
---|---|
არდოტი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | შატილი |
კოორდინატები | 42°34′16″ ჩ. გ. 45°11′27″ ა. გ. / 42.57111° ჩ. გ. 45.19083° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1800 მ |
მოსახლეობა | 3[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
არდოტის ხეობა შატილისა და არხოტის ხეობებთან ერთად შეადგენს პირიქით ხევსურეთს. სოფელში მდებარეობს XIX საუკუნის ეკლესია, ზვიადაურების კოშკი და ღვთისმშობლის ჯვარი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[3] | 124 | 65 | 59 |
2002[4] | 39 | 21 | 18 |
2014[1] | 3 | 3 | 0 |
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
არდოტის ეკლესია
-
არდოტი, ანდაკისწყალი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 559-560.
- არდოტი (დუშეთის რ-ნი). საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 17.
- ↑ სერგი მაკალათია, „ხევსურეთი“ (მეორე გამოცემა), თბილისი, ნაკადული, 1984 წ., გვ. 16.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.