პატარა ბორბალო

Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბორბალო (მრავალმნიშვნელოვანი).

პატარა ბორბალო — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე. სიმაღლე 3134 მ. მოქცეულია დიდი ბორბალოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. აგებულია ზედა ლიასის თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. პატარა ბორბალოდან იწყება მდინარეების — ალაზნის (სამხრეთით), ანდაქის (ჩრდილოეთით), თუშეთის ალაზნის (აღმოსავლეთით) შემადგენელი შენაკადები. მთა შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით. პატარა ბორბალოზე გადის საყორნისა და ანდაქის უღელტეხილების დამაკავშირებელი გზა.

პატარა ბორბალო
კოორდინატები: 42°25′55″ ჩ. გ. 45°14′06″ ა. გ. / 42.43194° ჩ. გ. 45.23500° ა. გ. / 42.43194; 45.23500
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახმეტის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3134 
ქედი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი
პატარა ბორბალო — საქართველო
პატარა ბორბალო
პატარა ბორბალო — კახეთის მხარე
პატარა ბორბალო

ლიტერატურარედაქტირება