მილოშ ჯურიჩი (სერბ. Милош Ђурић / Miloš Đurić; დ. 14 იანვარი, 1892, ბენკოვაცი, ავსტრიის იმპერია (თანამედროვე ხორვატია) — გ. 5 დეკემბერი, 1967, ბელგრადი, იუგოსლავიის სფრ (თანამედროვე სერბეთი) — სერბი ანტიკური ხანის ფილოლოგი, ელენისტი, ფილოსოფოსი. ის იყო პროფესორი უნივერსიტეტში და სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის სრულუფლებიანი წევრი.ჯურიჩს შექმნილი აქვს სახელმძღვანელოები[7][8] და კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმანები, როგორებიცაა: „ილიადა“, „ოდისეა“ და „პოეტიკები“. მისი ეს ნამუშევრები დღესაც გამოიყენება. დოქტორ ქსენია მარიცკი გაჯანსკის აზრით, ჯურიჩის წვლილი სერბული კულტურის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდია და თითქმის უტოლდება წმინდა საბასა და დოსიტეი ობრადოვიჩის წვლილს.[9]

მილოშ ჯურიჩი
სერბ. Милош Н. Ђурић
დაბ. თარიღი 14 იანვარი, 1892(1892-01-14)[1] [2] [3] [4] ან 3 იანვარი, 1892(1892-01-03)[5]
დაბ. ადგილი Benkovac, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდ. თარიღი 5 დეკემბერი, 1967(1967-12-05)[1] [2] [3] [5] (75 წლის)
გარდ. ადგილი ბელგრადი
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო
იუგოსლავიის სამეფო
 იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა
საქმიანობა ფილოსოფოსი[5] , ფილოლოგი[5] , უნივერსიტეტის პროფესორი, მთარგმნელი, მწერალი, მასწავლებელი[5] და კლასიკური ფილოლოგი[6]
მუშაობის ადგილი ბელგრადის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბელგრადის უნივერსიტეტი და ბელგრადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი
ჯილდოები წმინდა საბას ორდენი და Order of Labour

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯურიჩის მამა, ნიკოლა მასწავლებელი და მწერალი იყო.[10] სწორედ მან გააცნო მილოშს სერბული პეიკური პოეზია,[10] რომელმაც მის კარიერაზე მოახდინა გავლენა. დურიჩს 7 დედმამიშვილი ჰყავდა და და-ძმებს შორის უფროსი იყო. მან პოეზიის და ლიტერატურული კრიტიკის წერა და გამოქვეყნება ადრეულ ასაკში დაიწყო. 1918 წელს, ოსიეკში ცხოვრებისას მილოშმა სცადა გამოეცა ნაშრომი სერბულ ეპიკურ პოეზიაზე სახელწოდებით Smrt majke Jugovića. ავსტრია-უნგრეთის სახელმწიფო ცენზორმა, რომლის ოფისიც ოსიეკში მდებარეობდა მილოშის ნამუშევარი აკრძალა, იმ მოტივით, რომ იგი „საფრთხეს უქმნის ეროვნულ ინტერესებს“.[9] ჯურიჩმა ბელგრადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაასრულა და სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ზაგრების უნივერსიტეტში 1929 წელს.[9]

ის მასწავლებლად მუშაობდა ზემუნისა და სრემსკა მიტროვიცას გიმნაზიებში. სწორედ ამ პერიოდში აქვეყნებდა მილოში ლექსებსა და ესეებს ადგილობრივ სერბულ ჟურნალში.[9] მოგვიანებით ის უნივერსიტეტში გადავიდა პროფესორად, სადაც ასწავლიდა ძველ ბერძნულ ლიტერატურას. ამ პოსტზე ჯურიჩი ოთხი ათწლეულის განმავლობაში იყო.[11][12]

სერბეთის მარიონეტულმა მთავრობამ ჯურიჩი აიძულა პოსტი დაეტოვებინა და ის ბანიცას საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს.[13][14] მილოშის ერთადერთი ვაჟი, რასტკო სლავონიაში, 1945 წელს, ფრონტზე გარდაიცვალა.[10] ამის შემდეგ ჯურიჩმა მთლიანად თავისი შემოქმედება ვაჟს მიუძღვნა.

კორნელიე სტანკოვიჩის ბელგრადის მუსიკალურმა საზოგადოებამ მილოში სრულუფლებიან წევრად აირჩიეს, მოგვიანებით კი მილოში დაწესებულების პრეზიდენტი გახდა.[15] 1952-1957 წლებში მილოში იყო სერბეთის ლიტერატურული გილდიის პრეზიდენტი, რამდენიმე აკადემიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი და 96-მდე ჟურნალსა და გაზეთში ბეჭდდა სტატიებს. ასევე, ბელგრადის ფსიქოანალიტიკურმა საზოგადოებამ ჯურიჩი თავის სრულუფლებიან წევრად გამოაცხადა, რადგან მან ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფსიქოანალიტიკური ლიტერატურა სერბულად თარგმნა.[16]

ჯურიჩის შემოქმედების სრული ბიბლიოგრაფია შედგება დაახლოებით 400 სათაურისგან, რომელიც მოიცავს 10 000-ზე მეტ გვერდს.[14][9]

ეთიკის პროფესორი

რედაქტირება

სერბეთის მეორე მსოფლიო ომის მარიონეტულმა მთავრობამ მოითხოვა, რომ ცნობილ ინტელექტუალებს ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის, რომელიც მათგან „წესრიგსა და მორჩილებას“ მოითხოვდა. ასევე მოითხოვდნენ „კომუნიცტების წინააღმდეგ ბრძოლაში პატრიოტიზმს“.[15] ჯურიჩმა ამ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა,[17] იმ მოტივით, რომ მისი სტუდენტების ნახევარზე მეტი იუგოსლავიის ეროვნულ განმათავისუფლებელი პარტიის წევრები იყვნენ.[8] როდესაც მუსიკის პროფესორმა ჯურიჩი შეაჩერა და მას უთხრა, რომ გერმანელები მის ურჩობას არ დაივიწყებდნენ, მილოშმა უპასუხა: „შენთვის ადვილია. შენ მოსწავლეებს დიპლეზე დაკვრას ასწავლი, მე კი ეთიკას!“.[18][19] ეს ციტატა სერბული და იუგოსლავური საზოგადოების ერთობის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა.[20]

ჯილდოები და მემკვიდრეობა

რედაქტირება

ჯურიჩს მიენიჭა ქალაქ ბელგრადის ოქტომბრის პრემია, მეშვიდე ივლისის პრემია, წმინდა საბას ორდენი და იუგოსლავიის შრომის ორდენი. კარაბურმაში, ერთ-ერთი ქუჩა სწორედ მის სახელს ატარებს.[21] სერბეთის ლიტერატურული მთარგმნელების ასოციაცია მილოშ ჯურიჩს პრემიას გადასცემდა ყოველწლიურად, 1969 წლიდან.[22][23] ეს პრიზი სერბეთში მთარგმნელთა ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს წარმოადგენს.[15] მიჰაილო პუპინმა დაწერა მილოშის ნამუშევრებისა და ფილოსოფიის შესახებ.[24] მილოვან ვიტეზოვიჩის ლექსების კოლექციის სათაური: Na času kod profesora Miloša N. Đurića სწორედ მილოშ ჯურიჩის პატივსაცემადაა შერჩეული.

მისი პირადი ნივთები და ნამუშევრები ინახება ბელგრადის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.[25]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bibliografija Miloša N. Đurića by Živanov Marko and Sajić Radisav, 1983
  • Zvezdani časovi Miloša N. Đurića by Jokić Miroslav, 2014

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Hrvatski biografski leksikon — 1983.
  3. 3.0 3.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  4. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 The Fine Art Archive — 2003.
  6. Czech National Authority Database
  7. ЂУРИЋ Милош Н. | Енциклопедија Српског народног позоришта en-US. ციტირების თარიღი: 2020-01-26
  8. 8.0 8.1 Savršen prevodilac – Miloš N. Đurić sr-RS (2016-08-22). ციტირების თარიღი: 2020-01-26
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Maricki Gađanski, Ksenija. „Srpska kultura pre i posle Miloša N. Đurića“ (PDF). Naučnici, istraživači i tumači. II.
  10. 10.0 10.1 10.2 Први су учитељи судбоносни. ციტირების თარიღი: 2020-01-26
  11. Na helenskim izvorima. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-16. ციტირების თარიღი: 2020-01-25
  12. Hadži-Đokić, Silvana. (2017-12-23) KNJIŽEVNI GURU XL – PREPORUKA ZA ČITANJE Milovan Vitezović: „Ispit kod profesora Miloša N. Đurića en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-25. ციტირების თარიღი: 2020-01-25
  13. Bondžić, Dragomir (2011). „Beogradski univerzitetski profesori i Drugi svetski rat“ (PDF). Zbornik radova s Desničinih susreta: 278.
  14. 14.0 14.1 Prvi su učitelji sudbonosni. ციტირების თარიღი: 2020-01-25
  15. 15.0 15.1 15.2 Na helenskim izvorima. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-16. ციტირების თარიღი: 2020-01-26
  16. Damnjanović, Srđan (2012). „Miloš N. Đurić i psihoanaliza helenske etike“ (PDF): 17. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  17. Bondžić, Dragomir (2011). „Beogradski univerzitetski profesori i Drugi svetski rat“ (PDF). Zbornik radova s Desničinih susreta: 24.
  18. Lazić, Anđelija. (2017-02-05) NAJVOLJENIJI BEOGRADSKI PROFESOR: Studenti su ga zvali ČIKA MIŠA, a malo ko danas zna za njegovu PATNJU! | Dnevno.rs hr. ციტირების თარიღი: 2020-01-25
  19. Simonović, Piše: Branislav. Ko svira u diple na Beogradskom univerzitetu? sr-RS. ციტირების თარიღი: 2020-01-26
  20. A, G.. Spomen ploča u čast Miloša N. Đurića sr. ციტირების თარიღი: 2020-01-26
  21. Čika Miše Đurića Palilula (Beograd), ulica i objekti na mapi sr-Latn. ციტირების თარიღი: 2020-01-25
  22. Dobitnici nagrade Miloš N. Đurić za 2019. | SEEcult.org. ციტირების თარიღი: 2020-01-25
  23. Stevan Tontić received the Miloš N. Đurić Translation Prize. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-16. ციტირების თარიღი: 2020-01-25
  24. МУДРОСТ СЕ ПАТЊОМ СТИЧЕ. ციტირების თარიღი: 2020-01-26
  25. http://arhiva.unilib.rs/unilib/o_nama/izdanja/2008/misa-djuric.pdf