საბა I (სერბეთის პატრიარქი)
წმინდა მთავარეპისკოპოსი საბა (ერისკაცობაში რასტკო ნემანიჩი; დ. დაახლ. 1169 – გ. 27 იანვარი, 1236) – სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი მთავარეპისკოპოსი 1219-1233 წლებში. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 12 იანვარი, ახალი სტილით – 25 იანვარი.
საბა I Свети Сава | |
---|---|
დაიბადა |
1169 ან 1174[1] სტარი-რასი, Rascia |
გარდაიცვალა |
14 იანვარი, 1236[2] ველიკო-ტირნოვო |
დასაფლავებულია | Holy Forty Martyrs Church |
ხსენების დღე | 27 იანვარი |
მოღვაწეობა | ჰაგიოგრაფი, მღვდელი, მწერალი და დიპლომატი |
ენა | სერბული ენა |
ცნობილი ნაშრომები | Karyes Typicon, Zakonopravilo და Life of Stefan Nemanja |
ბიოგრაფია
რედაქტირებასერბეთის თვითმპყრობელის, სტეფანე ნემანის და ბერძენი იმპერატორის ასულის, ანას მესამე ვაჟი. დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. დაიბადა თანამედროვე პოდგორიცის მახლობლად. ახალგაზრდობაში გაემგზავრა ათნონის მთაზე და იქ ბერად აღიკვეცა 1186 წელს, იქვე მიიღო სასულიერო სახელი საბა. თავდაპირველად ცხოვრობდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში, ხოლო მოგვიანებით გადავიდა ბერძნულ ვატოპედის მონასტერში.
მალე საბას მშობლებიც სასულიერო გზას დაადგნენ: მამამ სიმეონი დაირქვა, დედამ კი – ანასტასია. თავიდან მამა-შვილი ვატოპედის სავანეში მოღვაწეობდა, შემდეგ კი, მათ განაახლეს და თავის სამშობლოს დაუმტკიცეს ხილანდარის მონასტერი. სვიმეონი მალე მიიცვალა. გადმოცემის თანახმად ერთხელ იგი შვილს ძილში გამოეცხადა და უწინასწარმეტყველა, რომ მღვდელმთავრის ხარისხში მყოფი გაანათლებდა თავის ქვეყანას.
ხილანდარის სავანეში საბა ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი – მღდვლად. თესალონიკში არქიმანდრიტად დაასხეს ხელი, 1219 წელს კი, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, პატრიარქმა გერმანემ სერბეთის პირველ მთავარეპისკოპოსად აკურთხა. საბას ძალისხმევით საბერძნეთის იმპერატორმა სერბეთის ეკლესიას მთავარეპისკოპოსის არჩევის უფლება მიანიჭა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მაშინდელი გაცხარებული ომების დროს.
უნგრეთის მეფე ვლადისლავმა სერბეთს ომი გამოუცხადა. მასთან მოლაპარაკება მიანდეს წმინდა საბას, რომელმაც არა მარტო სასურველი მშვიდობა მოუპოვა თავის ერს, არამედ უნგრელი მონარქი მართლმადიდებლობაზეც კი მოაქცია. მთავარეპისკოპოსი, რომელმაც სათავე დაუდო სერბეთს ავტოკეფალური ეკლესიის არსებობას, იღვწოდა სერბეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვისაც. ქვეყნის დამოუკიდებლობა რომ განემტკიცებინა, მან მეფედ აკურთხა თავისი ძმა – სტეფანე, მისი მიცვალების შემდეგ კი - რადოსლავი, სტეფანეს ძე. ამის შემდეგ საბამ მოილოცა იერუსალიმის სიწმინდეები. სამშობლოში დაბრუნებულმა კი უკვე ვლადისლავს დაასხა ხელი მეფედ და სერბეთის ტახტის განსამტკიცებლად ბულგარეთის მთავრის, ასანის ასულზე დააქორწინა იგი. მღდელმთავარმა მოიარა მთელი სერბეთი, მონასტრების წეს-განგებანი ათონისა და პალესტინის სავანეთა ტიპიკონების მიხედვით შეასწორა, მრავალი ტაძარი ააგო და აკურთხა. ამის შემდეგ კი მღვდელმონაზონ არსენს დაასხა ხელი ეპისკოპოსად და დატოვა მშობლიური ქვეყანა, რადგან სურდა, მყუდროებაში გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება. მან იმოგზაურა პალესტინაში, სირიასა და სპარსეთში, ბაბილონში, ეგვიპტესა და ანატოლიაში, მოილოცა წმინდა ადგილები, მოინახულა იქ მოსაგრე მამები, თან წმიდანთა უხრწნელ ნაწილებსაც აგროვებდა.
სერბეთის ეკლესიის პირველი მთავარეპისკოპოსი ბულგარეთში, ტირნოვოში, თავისი ნათესავის, ასანის სასახლეში გარდაიცვალა 1236 წელს. მალე საბას სერბეთში გადაასვენეს.
მის სახელთანაა დაკავშირებული იერუსალიმის წესდების შემოღება სლავურ სავანეში; ათონის ხილანდარის მონასტერი დღემდე მისი დადგენილი ტიპიკონით ცხოვრობს; მეტად გავრცელდა სჯულისკანონის საბასეული რედაქცია ალექსი არისტანის განმარტებებით. საბასეული რედაქცია უდევს საფუძვლად ბეჭდურ სჯულის კანონსაც, რომელიც 1653 წელს გამოიცა და რომლითაც დღესაც ხელმძღვანელობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
ლიტერატურა
რედაქტირება- წმიდანთა ცხოვრება, ტ. I, თბ., 2001, გვ. 50–53