სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია

სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია (სერბ. Српска академија наука и уметности / Srpska akademija nauka i umetnosti) — ეროვნული აკადემია და სერბეთის ყველაზე ცნობილი აკადემიური დაწესებულება, რომელიც შეიქმნა 1841 წელს, როგორც სერბეთის ხელნაწერთა საზოგადოება (სერბ. руштво србске словесности / Društvo srbske slovesnosti).

სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია
სერბ.-ხორ. Srpska akademija nauka i umetnosti
შეიქმნა 1841
ტიპი სამეცნიერო დაწესებულება
შტაბ-ბინა ბელგრადი
მდებარეობა სერბეთი
პრეზიდენტი ვლადიმირ კოსტიჩი
ბიუჯეტი 5.72 მილიონი ევრო
ქვეყანა სერბეთი
კავშირები საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო[1] , InterAcademy Partnership[2] , International Union of Academies[3] და All European Academies[4]
http://www.sanu.ac.rs/

აკადემიის წევრები არიან ნობელის პრემიის ლაურეატები ივო ანდრიჩი, ლეოპოლდ რუჟიჩკა, ვლადიმირ პრელოგი, გლენ თეოდორ სიბორგი, მიხეილ შოლოხოვი, პეტერ ჰანდკე და ალექსანდრე სოლჟენიცინი. აკადემიასთან ასევე თანამშრომლობდა: იოსიფ პანჩიჩი, იოვან ცვიიჩი, ბრანისლავ პეტრონიევიჩი, ვლაჰო ბუკოვაცი, მიჰაილო პუპინი, ნიკოლა ტესლა, მილუტინ მილანკოვიჩი, მიჰაილო პეტროვიჩ ალასი, მესა სელიმოვიჩი, დანილო კიში, დიმიტრი მენდელეევი, ვიქტორ ჰიუგო, ლევ ტოლსტოი, იაკობ გრიმი, ანტონინ დვორჟაკი და ჰენრი მური. მათ შორის იყვნენ როგორც სერბული, ასევე უცხოური წარმოშობის მეცნიერები და ხელოვანები.[5]

ისტორია რედაქტირება

წინამორბედები რედაქტირება

სერბეთის მეცნიერების სამეფო აკადემია (Српска краљевска академија/Srpska kraljevska akademija), სერბეთის სწავლილთა აკადემიის (Српско учено друштво/Srpsko učeno društvo) მემკვიდრე იყო, რომელიც გაერთიანდა 1892 წელს და რომელიც ემსახურებოდა სერბეთის კულტურისა და სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციას. მსგავსი სახის ორგანიზაცია, სერბული თანამშრომლობის საზოგადოება (Друштво српске словесности) პირველ საგანმანათლებლო ორგანიზაციას წარმოადგენდა სერბეთის სამთავროში, რომელიც ჩამოყალიბდა 1841 წლის 7 ნოემბერს. სერბეთის მეცნიერების სამეფო აკადემიის წევრები იყვნენ ისეთი პირები, როგორიცაა იოვან ცვიიჩი.

1964 წელს საზოგადოებამ მის წევრებად აირჩია რევოლუციონერები, როგორებიც იყვნენ: ჯუზეპე გარიბალდი, ნიკოლაი ჩერნიშევსკი და ალექსანდრე ჰერცენი. ეს გადაწყველტილება პრინც მიჰაილო ობრენოვიჩის კონსერვატიულმა მთავრობამ დაუყოვნებლივ გააუქმა.

სერბეთის სამეფო აკადემიის დაარსება რედაქტირება

მას შემდეგ, რაც სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია კანონის თანახმად დაარსდა 1886 წლის 1 ნოემბერს (როგორც სერბეთის სამეფო აკადემია), დაწესებულება გახდა უმაღლესი აკადემიური ორგანო მთელი სერბეთის მასშტაბით.[6]

შენობა რედაქტირება

1909 წლიდან 1952 წლამდე სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის შენობა მდებარეობდა ბრანკოვას ქუჩა 15-ში, ბელგრადში. მოგვიანებით, 1963 წელს ეს შენობა დაანგრიეს. ამის შემდეგ აკადემია გადაიტანეს პრინც მიჰაილოვას ქ. 35-ში, ქალაქის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობაში, რომელიც დღესაც აკადემიის შენობის ფუნქციას ასრულებს. სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია სერბეთის უმაღლესი სამცენიერო დაწესებულებაა, რომელიც პრინც მიჰაილოვას ქუჩაზე თითქმის ერთი საუკუნეა რაც არსებობს.[7] შენობა გარედან გაფორმებულია ფრანგული ელემენტებითა და არტ-ნუვოს სტილშია აგებული, რომელიც სერბეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს.[8]

იმის გათვალისწინებით, რომ სერბეთის სამეფო აკადემიას მიწის ნაკვეთის გარდა სხვა ფინანსური რესურსები არ გააჩნდა, სპეციალურად აკადემიისთვის შენობის აშენება მეტად რთული აღმოჩნდა. 1896 წელს მეფის ბრძანებულებით სპეციალურად შეიქმნა სერბეთის სამეფო აკადემიის, სერბეთის მუზეუმისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდი, რომელსაც გააჩნდა საკუთარი კაპიტალი და მიწები. ამის საშუალებით აკადემიამ შეძლო ახალი შენობის მშენებლობა.

შენობის ექსტერიერისა და ინტერიერის სრული განახლების შესახებ 2020 წელს გახდა ცნობილი. სამუშაოები, სავარაუდოდ, 2024 წლისთვის უნდა დასრულდეს და დამატებით აკადემიაში საკონცერტო დარბაზი აშენდება.[9]

პრეზიდენტთა სია რედაქტირება

 
იოსიფ პანჩიჩი, სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის პირველი პრეზიდენტი (1887–1888)
 
ალექსანდრ ბელიჩი, აკადემიის პრეზიდენტი, რომელსაც ეს პოსტი ყველაზე დიდი ხნის მანძილზე ეკავა (1937–1960)
სახელი პერიოდი
იოსიფ პანჩიჩი 1887–1888
ჩედომილი მიატოვიჩი 1888–1889
დიმიტრიე ნეშიჩი 1892–1895
მილან მილიჩევიჩი 1896–1899
იოვან რისტიჩი 1899
სიმა ლოზანიჩი 1899–1900
იოვან მიშკოვიჩი 1900–1903
სიმა ლოზანიჩი 1903–1906
სტოიან ნოვაკოვიჩი 1906–1915
იოვან ჟუიოვიჩი 1915–1921
იოვან ცვიიჩი 1921–1927
სლობოდან იოვანოვიჩი 1928–1931
ბოგდან გავრილოვიჩი 1931–1937
ალექსანდრ ბელიჩი 1937–1960
ილია ჯურიჩიჩი 1960–1965
ველიბორ გლიგორიჩი 1965–1971
პავლე სავიჩი 1971–1981
დიშან კანაზირი 1981–1994
ალექსანდრ დესპიჩი 1994–1998
დეიან მედაკოვიჩი 1998–2003
ნიკოლა ჰაიდინი 2003–2015
ვლადიმირ კოსტიჩი 2015–დღემდე

საარჩევნო ასამბლეა რედაქტირება

სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრები ირჩევიან საარჩევნო ასამბლეაში, რომლის არჩევნებიც 1985 წლიდან ყოველ სამ წელში ერთხელ იმართება.

ხელოვნების ფართო დარგის აკადემიკოსებისთვის ადგილის შექმნის მიზნით, „სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის კათედრას“ 2021 წელს დაერქვა „ხელოვნების კათედრა“, რაც წლების განმავლობაში ორგანიზაციაში პირველი მნიშვნელოვანი ცვლილებაა.[10]

ნობელის ლაურეატები რედაქტირება

სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიაში სულ 20 წევრი იყო, რომლებიც ნობელის პრემიით დააჯილდოვეს:

სრულუფლებიანი წევრები რედაქტირება

ლაურეატი ფოტო წელი კატეგორია მოსაზრება
ლეოპოლდ რუჟიჩკა   1939 ქიმია „მისი შემოქმედებისთვის პოლიმეთილენებისა და ტერპენების შესახებ“[11]
ივო ანდრიჩი   1961 ლიტერატურა „იმ ეპიკური სიძლიერისათვის, რომლითაც იგი თავისი ქვეყნის ისტორიის მოტივებსა და სულს წარმოაჩენს“[12]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Sofija Škorić and George Vid Tomashevich, The Serbian Academy After A Century: An Institution at Risk?, published by The Serbian Heritage Academy of Canada, Toronto, 1987.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://council.science/members/online-directory/
  2. https://www.interacademies.org/network/member-academies
  3. https://web.archive.org/web/20240125131018/http://www.unionacademique.org/en/members
  4. https://allea.org/members
  5. Members. Serbian Academy of Sciences and Arts. ციტირების თარიღი: 14 September 2020
  6. Siniša Paunović (1971). რედ. Živan Milisavac: Jugoslovenski književni leksikon (sh). Novi Sad (: Matica srpska, გვ. 500. 
  7. The Cultural Heritage Protection Institute of the City of Belgrade, The Catalogue of the immovable cultural properties on the territory of the City of Belgrade, retrieved on 18 March 2016.
  8. The Cultural Heritage Protection Institute of the City of Belgrade, The Catalogue of the immovable cultural properties on the territory of the City of Belgrade, retrieved on 18 March 2016.
  9. Мучибабић, Далиборка. За 100. рођендан – концертна дворана у Палати САНУ. ციტირების თარიღი: 2020-08-22
  10. Dimitrijević, Milica. Ako se ne poveća broj članova, Odeljenju umetnosti preti gašenje. ციტირების თარიღი: 2021-01-12
  11. Leopold Ruzicka. NobelPrize.org. ციტირების თარიღი: 12 September 2020
  12. Ivo Andric. NobelPrize.org. ციტირების თარიღი: 12 September 2020