მიდელაანი
მიდელაანი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ქარჩოხის თემი), მდინარე ქსნის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1320 მ, ახალგორიდან 24 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 91 კაცი.
სოფელი | |
---|---|
მიდელაანი | |
ქვეყანა | საქართველო |
სპეციალური ერთეული | სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული |
მუნიციპალიტეტი | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქარჩოხა |
კოორდინატები | 42°20′26″ ჩ. გ. 44°28′12″ ა. გ. / 42.34056° ჩ. გ. 44.47000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1320 მ |
მოსახლეობა | 91 კაცი (2002) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 92 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 678.