მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა

მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
თარიღი 1217-1221
მდებარეობა ეგვიპტე ახლო აღმოსავლეთი
შედეგი აიუბიდების გამარჯვება,8 წლიანი ზავი ჯვაროსნებსა და აიუბიდებს შორის
მხარეები
ლათინთა იმპერია
კვიპროსის სამეფო
საღვთო რომის იმპერია
ტამპლიერები
უნგრეთის სამეფო და სხვ.
აიუბიდები
მეთაურები
ანდრაშ II

ლეოპოლდ VI
ოტონ I

ალ-კამილი
ძალები
32,000 უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია
მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა ვიკისაწყობში

მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობაჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც მიმდინარეობდა 1217-1221 წლებში.

ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ განცხადება გააკეთა რომის პაპმა ინოკენტი III-მ 1215 წელს. ლაშქრობა უნდა დაწყებულიყო 1217 წელს. ამ მომენტისთვის პაპი ინოკენტი III გარდაიცვალა, თუმცა ლაშქრობის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მისმა მემკვიდრემ ჰონორიუს III-მ.

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა რომის იმპერიის მმართველი ფრიდრიხ II არ მონაწილეობდა ლაშქრობაში, ხოლო ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლო გარდაიცვალა, ლაშქრობა მაინც შედგა. 1217 წელს წმინდა მიწისკენ გაემართა ჯვაროსნების ანგარიშგასაწევი არმია, რომლის წინამძღოლობაც იკისრეს უნგრეთის მეფემ ანდრაშ II-მ, ავსტრიის ჰერცოგმა ლეოპოლდ VI-მ და მერანის ჰერცოგმა ოტონ I-მა.

საომარი ოპერაციები დუნედ მიმდინარეობდა და 1218 წელს მეფე ანდრაშ II სამშობლოში დაბრუნდა. მალე, წმინდა მიწაზე ჩავიდა ჯვაროსნების ახალი ნაკადი ჰოლანდიის გრაფის ვილჰელმ I-ის მეთაურობით. ჯვაროსნებმა გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ ეგვიპტეს, რომელიც იმ დროისთვის მუსულმანთა ძლიერების მთავარ ცენტრს წარმოადგენდა წინა აზიაში.

ალ-ადილის ძემ - ალ-კამილმა (ალ ადილი გარდაიცვალა 1218 წელს) ჯვაროსნებს ძალზედ მომგებიანი ზავი შესთავაზა: ის თვით იერუსალიმის დაბრუნებაზე დათანხმდა, თუმცა ეს წინადადება ჯვაროსნების მხრიდან უარყოფილი იქნა. 1218 წლის ნოემბერში ერთწლიანი ალყის შემდეგ ჯვაროსნებმა აიღეს ქალაქი დუმიატი. ჯვაროსნების ნაწილი პაპის ლეგატის პელაგიას მოწოდებით დაიძრა მანსურისაკან, თუმცა ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა და ჯვაროსნებმა 1221 წელს ალ-კამილთან ზავი დადეს, რომლის მიხედვითაც მიიღეს თავისუფალი უკან დახევის გარანტია, თუმცა ვალდებულება აიღეს გაეთავისუფლებინათ დუმიატი და სრულად ეგვიპტე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  ომის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ომის შესახებ.
  ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ.