ანდრაშ II
ანდრაშ II ჯვაროსანი, ანდრე II (უნგრ. Jeruzsálemi II András/Endre, სლოვაკ. Ondrej, ხორ. Andrija II. Arpadović; დ .1175 — გ. 26 ოქტომბერი, 1235) — უნგრეთის მეფე 1205 წლიდან, არპადების დინასტიისა. ტახტისთვის ებრძოდა თავის ძმა იმრეს (1196-1204). 1204-1205 წლებში იყო იმრეს ძის მცირეწლოვანი ლასლო III-ის (ან II-ის) (1204-1205) მეურვე. მისი სიკვდილის შემდეგ ავიდა სამეფო ტახტზე. 1217-1218 წლებში მონაწილეობდა მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობაში. 1222 გამოსცა ოქროს ბულა, რომელიც ზღუდავდა სამეფო ხელისუფლებას და იცავდა თავადაზნაურობის ინტერესებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 446.