მერი ენგლ პენინგტონი

მერი ენგლ პენინგტონი ( დ. 8 ოქტომბერი, 1872, ნეშვილი — გ. 27 დეკემბერი, 1952, ნიუ-იორკი) — ამერიკელი ბაქტერიოლოგი ქიმიკოსი და ინჟინერი.

მერი ენგლ პენინგტონი

დაბ. თარიღი 8 ოქტომბერი, 1872(1872-10-08)[1] [2]
დაბ. ადგილი ნეშვილი[3]
გარდ. თარიღი 27 დეკემბერი, 1952(1952-12-27)[1] [2] (80 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი
დასაფლავებულია Laurel Hill Cemetery
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ქიმიკოსი[3] , გამომგონებელი, bacteriologist და ინჟინერი
მუშაობის ადგილი United States Department of Agriculture
ალმა-მატერი პენსილვანიის უნივერსიტეტი[3]
ჯილდოები ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[4] , გარვან-ოლინის მედალი[5] და ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

მერი ენგლ პენინგტონი დაიბადა ნეშვილში, ტენესის შტატში ; მისი მშობლები იყვნენ ჰენრი და სარა მალონი პენინგტონები. გოგონას დაბადებიდან მალევე ოჯახი გადავიდა ფილადელფიაში, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო დედის კვაკერ ნათესავებთან. [6] [7] 1878 წელს დაიბადა მერის უმცროსი და ჰელენი. [6]

მერი პენინგტონმა ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა ინტერესი ქიმიის მიმართ. იგი ჩაირიცხა პენსილვანიის უნივერსიტეტში 1890 წელს. 1892 წლიდან ქიმიაში ბაკალავრის ხარისხის მისაღებად ესწრებოდა დამატებით ლექციებს ბოტანიკასა და ზოოლოგიაში. თუმცა, ვინაიდან პენსილვანიის უნივერსიტეტი იმ დროს ქალებს დიპლომებს არ ანიჭებდა, მას ხარისხის ნაცვლად ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცეს.

პენინგტონმა მიიღო დოქტორის ხარისხი პენსილვანიის უნივერსიტეტში 1895 წელს. მის დისერტაციას ერქვა „კოლუმბიუმის და ტანტალის წარმოებულები.“ [6] 1895 წლიდან 1896 წლამდე ბოტანიკის დარგში მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომელად თავის ალმა მატერში. 1897 წლიდან 1899 წლამდე ის იყო იელის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიური ქიმიის სტიპენდიატი, სადაც ატარებდა კვლევებს ფიზიოლოგიურ ქიმიაში დოქტორ ლაფაიეტ მენდელთან და დოქტორ რასელ ჩიტენდენთან ერთად. [6] [7] 1898 წელს დააარსა ფილადელფიის კლინიკური ლაბორატორია. [8] იმავე წელს გახდა კლინიკური ლაბორატორიის დირექტორი პენსილვანიის ქალთა სამედიცინო კოლეჯში. იგი ასევე მუშაობდა მკვლევარ ასისტენტად პენსილვანიის უნივერსიტეტის ჰიგიენის განყოფილებაში 1898-1901 წლებში და იყო ბაქტერიოლოგი ფილადელფიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბიუროში, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რძისა და რძის პროდუქტების მოხმარების სანიტარიული სტანდარტების გაუმჯობესებაში. [9]

გარდაცვალება

რედაქტირება

პენინგტონი გარდაიცვალა 1952 წლის 27 დეკემბერს ნიუ-იორკში. ის დაკრძალულია ლორელ ჰილის სასაფლაოზე ფილადელფიაში, პენსილვანია.

თანამშრომლობა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან

რედაქტირება

1905 წელს პენინგტონმა დაიწყო მუშაობ აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში ბაქტერიოლოგ-ქიმიკოსის პოზიციაზე. ქიმიის ბიუროს დირექტორმა, ჰარვი უაილიმ ურჩია შეეტანა განაცხადი ახლადშექმნილი სურსათის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რომელიც შეიქმნა 1906 წლის სუფთა საკვებისა და წამლების კანონის აღსასრულებლად. მან ეს თანამდებობა მიიღო 1907 წელს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო ადამიანის მოხმარებისთვის გაზრდილი ქათმების უსაფრთხო მოვლის სტანდარტების შემუშავება. ის ასევე ხელმძღვანელობდა დახურული ვაგონ-მაცივრების მანქანების კონსტრუქციების კვლევას და მუშაობდა ჰერბერტ ჰუვერის ომის სურსათის ადმინისტრაციაში. [10]

მაცივრის ინჟინერი და კონსულტანტი

რედაქტირება

პენინგტონის ჩართულობამ მაცივრიანი მანქანების შემუშავებაში სურსათის კვლევის ლაბორატორიაში გამოიწვია მისი ინტერესი მალფუჭებადი საკვების ტრანსპორტირებისა და შენახვის მთელი პროცესის მიმართ, მათ შორის, როგორც მაცივრით ტრანსპორტირების, ასევე სახლის მაცივრის ჩათვლით. ლაბორატორიაში ყოფნის დროს მერი პენინგტონმა და ჰოვარდ კასტნერ პირსმა მიიღეს აშშ-ს პატენტი ფრინველის სამაცივრო თაროზე, რომელიც შექმნილია ფრინველის, კურდღლისა და ნადირის გასაციებლად და დასახარისხებლად.1919 წელს პენინგტონმა მიიღო სამსახური American Balsa-ში, კერძო კომპანიაში, რომელიც აწარმოებდა იზოლაციას სამაცივრო ბლოკებისთვის. მან დატოვა ფირმა 1922 წელს საკუთარი საკონსულტაციო ბიზნესის დასაწყებად, რომელსაც 1952 წელს პენსიაზე გასვლამდე მართავდა. 1923 წელს დააარსა (Household Refrigeration Bureau) საყოფაცხოვრებო გაგრილების ბიურო, რათა მომხმარებლებისთვის ესწავლებინა სახლის პირობებში გამაგრილებელი მოწყობილობის უსაფრთხო გამოყენების მეთოდები. 1920-იან წლებში მერი პენინგტონის სამუშაოს დიდ ნაწილს მხარს უჭერდა ყინულის მრეწველობის ეროვნული ასოციაცია (National Association of Ice Industries, NAII) , ყინულის დამოუკიდებელი წარმოების და დისტრიბუტორების ასოციაცია, რომლებიც ყინულს სახლებში აწვდიდნენ მომხმარებლებს კარადა მაცივარში გამოსაყენებლად, სანამ ელექტრო მაცივრები ფართოდ გახდებოდა ხელმისაწვდომი. NAII-ის მხარდაჭერით მან გამოაქვეყნა ბროშურები საშინაო საკვების უსაფრთხოების შესახებ, მათ შორის The Care of the Child’s Food in the Home (1925) и Cold is the Absence of Heat (1927). [11]

პუბლიკაციები და წევრობა

რედაქტირება

მერი პენინგტონს გამოქვეყნებული აქვს სტატიები მრავალ სამეცნიერო და სამედიცინო ჟურნალში. იყო ამერიკის ქიმიური საზოგადოების, ბიო-ქიმიკოსთა საზოგადოების წევრი, მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის წევრი და ფილადელფიის პათოლოგიური საზოგადოების წევრი და ფილადელფიის პათოლოგიური საზოგადოების, Sigma XI-ის და ქალთა საზოგადოება Kappa Kappa Gamma-ს წევრი.

Ჯილდოები

რედაქტირება

მერი ენგლ პენინგტონს მიენიჭა ჰარვან ოლინის მედალი,უმაღლესი ჯილდო, რომელსაც ანიჭებენ ქალებს ამერიკის ქიმიურ საზოგადოებაში. ის არის ეროვნული ქალთა დიდების დარბაზის და ASHRAE დიდების დარბაზის წევრი. პირველი ქალია, რომელიც აირჩიეს მეფრინველეობის ისტორიული საზოგადოების დიდების დარბაზში 1959 წელს [8] 2018 წელს იგი შეიყვანეს ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზში. [12]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Find a Grave — 1996.
  3. 3.0 3.1 3.2 Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 2. — P. 1003. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  4. https://www.womenofthehall.org/inductee/mary-engle-pennington/
  5. https://www.acs.org/content/acs/en/funding-and-awards/awards/national/bytopic/francis-p-garvan-john-m-olin-medal.html
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Pennington, Mary Engle (1872–1952) | Encyclopedia.com. ციტირების თარიღი: 2020-04-24
  7. 7.0 7.1 Mary Engle Pennington. ციტირების თარიღი: 2011-03-24
  8. 8.0 8.1 Pennington, Mary Engle. ციტირების თარიღი: 2020-05-22
  9. Stephan, Karl D., «Technologizing the Home: Mary Pennington and the Rise of Domestic Food Refrigeration.» Proceedings, Women and Technology: Historical, Societal, and Professional Perspectives. IEEE International Symposium on Technology and Society, New Brunswick, NJ, July 1999, 290.
  10. Stephan, 290
  11. Stephan, 290.
  12. National Inventors Hall of Fame, Mary Engle Pennington. ციტირების თარიღი: 2023-07-07