მელიტონ გობეჩია
მელიტონ გიორგის ძე გობეჩია (დ. 9 აგვისტო, 1878, ჭაქვინჯი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 5 ივნისი, 1914, ხარკივი) — ქართველი პუბლიცისტი, პოეტი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1897 წლიდან მასწავლებლობდა. 1905 წელს იყო გაზეთ „ცნობის ფურცლის“ კორესპონდენტი ზუგდიდის მაზრაში. 1906 წელს გაემგზავრა პარიზში სასწავლებლად და 1910 წელს დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოღვაწეობდა სოციალ-ფედერალისტური მიმართულების „სახალხო გაზეთში“. 1911 წელს დააპატიმრეს. გარდაიცვალა ხარკოვის ციხეში 35 წლის ასაკში. გობეჩიას ეკუთვნის ლექსების კრებული „ჰანგები“ (1902), „პარიზის სონეტები“ (1910), ორი პოემა „ფარნაოზი“ და „ამირანი“; ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 54.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მელიტონ გობეჩია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მელიტონ გობეჩია დაარქივებული 2019-03-18 საიტზე Wayback Machine. — განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები.