მეთევზე ზარნაშო, თევზის ზარნაშო (ლათ. Bubo blakistoni) — ფრინველი ბუსებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა დაახლ. 70 სმ, მასა 4 კგ-მდე. შეფერილია ჟანგმიწოვან-მურად, აყრია მუქი ლაქები. კარგად აქვს განვითარებული ბუმბულის „ყურები“. გალო ნაწილობრივ შებუმბლულია, თითები მთლად შიშველი. გავრცელებულია აზიის თევზით მდიდარი მდინარეების გასწვრივ. უპირატესად თევზებითა და ქვეწარმავლებით იკვებება. ბუდობენ ძველ ფუღუროებსა და კლეების ნიშებში. მონოგამური ფრინველია. დედალი 2–3 კვერცხს დებს. ბარტყები ბუდეში 2 თვემდე რჩებიან, მშობლები მათ 1 წლამდე კვებავენ. იმყოფება გადაშენების საფრთხის ქვეშ. შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში.[1]

მეთევზე ზარნაშო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბუსნაირნი
ოჯახი:  ბუსებრნი
გვარი:  ზარნაშო
სახეობა:  მეთევზე ზარნაშო
ლათინური სახელი
Bubo blakistoni (Seebohm, 1884)
სინონიმები
  • Ketupa blakistoni
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 22689007

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. BirdLife International (2016). Bubo blakistoni. The IUCN Red List of Threatened Species. IUCN. 2016: e.T22689007A93214159. doi:10.2305/IUCN.UK.2016-3.RLTS.T22689007A93214159.en. ციტირების თარიღი: 13 January 2018.