მეთანოგენები
მეთანოგენები (< მეთანი და ბერძ. γενής [genḗs] — „წარმომქმნელი“) — არქეების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომლის წევრები მეტაბოლიზმის ძირითადი საბოლოო პროდუქტის სახით წარმოქმნიან მეთანს (). მკაცრი ანაერობები არიან. ენერგიას ძირითადად მოლეკულური წყალბადით () ნახშირბადის დიოქსიდის () აღდგენით იღებენ. ნახშირბადის წყაროს სახით აგრეთვე იყენებენ ნახშირბადის მონოოქსიდს (), ჭიანჭველმჟავას (), ძმარმჟავას (), მეთანოლს () და ზოგიერთ სხვა ნაერთს. მეთანოგენების უმრავლესობა მეზოფილია (ცხოველმოქმედების ქვედა ზღვარი დაახლ. 15°C-ია), თუმცა არიან თერმოფილებიც (მ.შ. ექსტრემალური თერმოფილებიც, რომლებიც ცხოვრობენ 98°C-მდე ტემპერატურის პირობებში). ძირითადი გვარებია: Methanobacterium, Methanosarcina და Methanococcus.[1]
მეთანოგენების უჯრედებს აქვთ სფეროსებრი, ჩხირისებრი და მოღუნული ფორმა. ვითარდებიან თანასაზოგადოებაში სხვა ისეთ ანაერობულ მიკროორგანიზმებთან ერთად, რომლებიც შლიან ორგანულ ნივთიერებებს და დაბალმოლეკულურ ნახშირბადშემცველ ნაერთებს და წარმოქმნიან -ს. როგორც წესი, წარმოადგენენ ანაერობული მტკნარწყლოვანი ადგილსამყოფელების კვების ჯაჭვის ბოლო რგოლს. ცხოვრობენ ჭაობებში, დატბორილ ნიადაგებში, წყალსატევთა შლამში, ბრინჯის მინდვრებში, გამწმენდ ნაგებობებში (მეთანტენკებში), ხერხემლიანთა და უხერხემლოთა ნაწლავებში (მ.შ. მცოხნელთა ფაშვში, ტერმიტებში). იყენებენ სხვადასხვა ორგანული ნარჩენისგან მეთანის (ბიოგაზის) მისაღებად. ითვლება, რომ მეთანოგენები დედამიწის ისტორიაში უძველესი ორგანიზმებია. დედამიწაზე ბიოგენური წარმოშობის მეთანს მთლიანად მეთანოგენები წარმოქმნიან.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Саввичев А. С. Метаногены // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 108.