ვატი
(გადამისამართდა გვერდიდან მეგვტ)
ვატი (აღნიშვნა: ვტ, W) — სიმძლავრის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. აღსანიშნავია, რომ ერთი ცხენის ძალა ტოლია 735.5-დან 750-მდე ვატისა[1]. არსებობს მექანიკური, თბური და ელექტრული სიმძლავრე. სახელი ეწოდა ჯეიმზ ვატის პატივსაცემად. ქართული აღნიშვნაა ვტ, საერთაშორისო W.
- მექანიკაში 1 ვატი არის სიმძლავრე რომლის დროსაც 1 წამში 1 ჯოული მუშაობა სრულდება.
- სითბური ნაკადის სიმძლავრე 1 ვატი ექვივალენტურია 1 ვატი მექანიკური სიმძლავრისა.
- 1 ვატი აქტიური ელექტრული სიმძლავრეც 1 ვატი მექანიკური სიმძლავრის ექვივალენტურია და განისაზღვრება როგორც სიმძლავრე 1 ამპერი მუდმივი დენისა 1 ვოლტი ძაბვის დროს.
ვატი | |
---|---|
ელექტრული დენის სიმძლავრის საზომი — ვატმეტრი | |
სტანდარტი: | SI სისტემის წარმოებული ერთეული |
სიდიდე: | სიმძლავრე |
სიმბოლო (ქართ): | ვტ |
სიმბოლო (საერთ): | W |
ეპონიმი: | ჯეიმზ ვატი |
ეკვივალენტები: | |
SI სისტემის საბაზისო ერთ. | 1 კგ·მ2·წმ−3 |
CGS სისტემა | 107 ერგ⋅წმ−1 |
ჯერად ერთეულებში |
1000 მვტ. 0.001 კვტ. 10-6 მგვტ. |
- 1 კილოვატი (კვტ) = 103 ვატი ანუ 1000
- 1 მეგავატი (მგვტ) = 106 ვატი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 322.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The International System of Units (SI)
- Borvon, Gérard, History of the electrical units, FR: Free, http://seaus.free.fr/spip.php?article964.
- Nelson, Robert A (February 2000), The International System of Units: Its History and Use in Science and Industry, Via Satellite, ATI courses, http://www.aticourses.com/international_system_units.htm.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ერთი ზუსტი მნიშვნელობა არ არსებობს