მებორნე
მებორნე[1][2] (ლათ. Actitis hypoleucos) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 19–21 სმ, ფრთის შლილი 38–41 სმ; მასა 33–70 გ აღწევს. დედალი მცირედ აღემატება მამალს. აქვს მოხდენილი აგებულება. ფეხები გრძელია, ფერად ჭუჭყიანი ყვითელი. ნისკარტი სწორი, საშუალო სიგრძის, ფერად ყავისფერი და ბოლოში მუქია. საქორწინო შეფერილობაში ზურგი მომწვანო-ყავისფერია ყავისფერივე შტრიხებით, მუცელი — თეთრი. ზამთრის შეფერილობა ერთფეროვანი მურაა. ცხოვრობს მარტო, მცირე გუნდებად მიგრაციის დროს და დასვენების ადგილებში იკრიბებიან. ბუდობს თითქმის მთელი ჩრდილოეთი ევრაზიის ტყის მდინარებთან ახლოს, შედის ნახევარუდაბნებსა და სამხრეთ ტუნდრაში, მაღალ მთაში ადის 4000 მ სიმაღლეზე; საქართველოში მობუდარ ფრინველად გვხვდება.[1] იზამთრებს აფრიკაში (საჰარის სამხრეთით), სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთში, ინდონეზიასა და ავსტრალიაში. იკვებება მწერებით, მათი ლარვებით, ობობებით, მოლუსკებით, თავკომბალებით, პატარა თევზებითა და კიბოსნაირებით. მონოგამები არიან. ბუდე მიწა აკეთებენ, რომელიც ან ორმოა, ან ფოთლებისგანაა შემდგარი;[3] დედალი დებს 4 კვერცხს, ინკუბაცია 21–22 დღე გრძელდება. ბარტყები თვითონ მოიპოვებენ საკვებს მშობელთა დაცვის ქვეშ; ფრენას 22–28 დღის ასაკში იწყებენ.
მებორნე | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Actitis hypoleucos (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22693264 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
მხოლოდ ბუდობა
მიგრაციის მარშრუტები
მიგრაციის რაიონები
მიგრაციის შესაძლო რაიონები
მიგრაციის სავარაუდო მარშრუტები | |||||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მებორნე — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 330.
- ↑ მებორნე — დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- ↑ მებორნე // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)