მბომუ (ფრანგ. Mbomou; სანგო — Sêse tî kömändâ-kötä tî Mbömü) — პრეფექტურა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბანგასუ.
  • ფართობი — 61 150 კმ², 2003 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 164 009 ადამიანს.[1][2]
პრეფექტურა
მბომუ
ფრანგ. Mbomou
სანგო — Sêse tî kömändâ-kötä tî Mbömü
ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დროშა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი Bangassou
კოორდინატები 5°00′00″ ჩ. გ. 23°30′00″ ა. გ. / 5.00000° ჩ. გ. 23.50000° ა. გ. / 5.00000; 23.50000
ფართობი 61 150 კმ²
მოსახლეობა 164 009 კაცი (2003)
სიმჭიდროვე 2,68 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

გეოგრაფია

რედაქტირება

სამხრეთში პრეფექტურის საზღვრებია მდინარეები მბომუ და უბანგი, რომლებზეც ასევე გადის სახელმწიფო საზღვარი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. დასავლეთით ესაზღვრება ქვემო კოტოს პრეფექტურას, ჩრდილოეთით ზემო კოტოს პრეფექტურას, აღმოსავლეთით ზემო მბომუს პრეფექტურას. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მთელ ტერიტორიას კვეთავენ მდინარე მბომუს, რომლის სახელიც პრეფექტურას ჰქვია, შენაკადები — მბარი და შინკო. მბომუს პრეფექტურის ტერიტორიაზე, მდინარე კოტოზე ასევე მდებარეობს ჩანჩქერი კემბე (პრეფექტურის ადმინისტრაციულ ცენტრ ბანგასუდან დაახლოებით 80 კმ-ში). პრეფექტურის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს ბუნებრივ ნაკრძალ ზემონგოს სამხრეთი ნაწილი.

სუბპრეფექტურები

რედაქტირება