მბომუ ან ბომუ (ფრანგ. Mbomou, Bomu) — მდინარე ცენტრალურ აფრიკაში.

მბომუ
ფრანგ. Mbomou, Bomu
ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დროშა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სათავე 5°01′49″ ჩ. გ. 27°26′28″ ა. გ. / 5.0304000° ჩ. გ. 27.4412000° ა. გ. / 5.0304000; 27.4412000
შესართავი უბანგი
4°07′30″ ჩ. გ. 22°26′10″ ა. გ. / 4.1252306° ჩ. გ. 22.4362861° ა. გ. / 4.1252306; 22.4362861
სიგრძე 800 კმ
აუზის ფართობი 120 000 კმ²
მბომუ (მდინარე) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მბომუ (მდინარე)
მბომუ (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
მბომუ ვიკისაწყობში

საერთო მონაცემები

რედაქტირება

მდინარე მბომუს სიგრძეა — 800 კმ. მდინარის აუზის ფართობია — 120 ათასი კმ². ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მას ჰქვია „მბომუ“, ხოლო — კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში „ბომუ“.

გეოგრაფია

რედაქტირება

მდინარე მბომუ თავისი დინების დიდ ნაწილზე სახელმწიფო საზღვარია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მხრიდან მდინარე მბომუს მარჯვენა შენაკადებია მდინარეები: შინკო, უარა, კერე, მბოკუ. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან მარცხენა შენაკადია — მდინარე ასა. ქალაქ კამბას რაიონში მდინარე მბომუს მდინარე უელესთან შეერთების ადგილას წარმოიქმნება მდინარე უბანგი, მდინარე კონგოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი შენაკადი. მდინარის სახელი ჰქვია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ორ პრეფექტურას — მბომუს და ზემო მბომუს. მდინარეს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან ესაზღვრება 2 ვრცელი ბუნებისდამცავი რეზერვატი დასავლეთი ბომუ და აღმოსავლეთი ბომუ.