უბანგი (ინგლ. Ubangi) — მდინარე ცენტრალურ აფრიკაში, მდინარე კონგოს უდიდესი შენაკადი მიედინება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, კონგოს რესპუბლიკის და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საზღვარზე. წარმოიქმნება მდინარეების უელესა და მბომუს შეერთებით, სიგრძე მდინარე უელეს სათავიდან დაახლოებით 2300 კმ. აუზის ფართობი — 773 ათ. კმ². მიედინება ფართო ხეობაში, ნოტიო ტროპიკულ ტყეში. მდინარე კონგოსთან შეერთებისას ქმნის დელტას (სიგანე 12 კმ.). მაქსიმალური დონე ოქტომბერშია, მინიმალური მარტში, წყლის საშუალო წლიური ხარჯი დაახლოებით 7000 მ³/წმ (მაქს. – 15 ათ. მ³/წმ). სანაოსნოა შესართავიდან 650 კმ-ზე.

უბანგი

უბანგი ქალაქ ბანგისთან
ქვეყანა კონგოს რესპუბლიკის დროშა კონგოს რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დროშა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
სიგრძე 2300 კმ
აუზის ფართობი 773 000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} უბანგი ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება