ზემო კოტო (ფრანგ. Haute-Kotto; სანგო — Sêse tî kömändâ-kötä tî Tö-Kötö) — პრეფექტურა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის აღმოსავლეთში.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბრია.
  • ფართობი — 86 650 კმ², 2003 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 90 316 ადამიანს.[1][2]
პრეფექტურა
ზემო კოტო
ფრანგ. Haute-Kotto
სანგო — Sêse tî kömändâ-kötä tî Tö-Kötö
ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დროშა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი Bria
კოორდინატები 7°00′00″ ჩ. გ. 23°00′00″ ა. გ. / 7.00000° ჩ. გ. 23.00000° ა. გ. / 7.00000; 23.00000
ფართობი 86 650 კმ²
მოსახლეობა 90 316 კაცი (2003)
სიმჭიდროვე 1,04 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

გეოგრაფია

რედაქტირება

აღმოსავლეთით ესაზღვრება ზემო მბომუს პრეფექტურას, სამხრეთით მბომუს პრეფექტურას და მცირე ნაწილით ქვემო კოტოს პრეფექტურას, დასავლეთით უაკას პრეფექტურას, ჩრდილოეთით ბამინგი-ბანგორანის და ვაკაგას პრეფექტურებს, ჩრდილო-აღმოსავლეთით სუდანს და სამხრეთ სუდანს.

ფართობის მიხედვით ეს ქვეყნის ყველაზე უფრო დიდი პრეფექტურაა. პრეფექტურის ჩრდილოეთ ნაწილში, ვაკაგის პრეფექტურის საზღვრის გასწვრივ მდებარეობს ბონგოს მთის მასივი. ჩრდილო-აღმოსავლეთით, სუდანის სახელმწიფო საზღვართან — აბურასეინის მთა, სიმაღლით ზღვის დონიდან 1113 მეტრი. ზემო კოტოს პრეფექტურის მთელ ტერიტორიაზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ მიედინება მდინარე კოტო. ამ მდინარეზე, პრეფექტურის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდებარეობს მისი ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბრია.

სუბპრეფექტურები

რედაქტირება