მაჭი
მაჭი, თოღა— შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში (ჰერეთი), მაჭის საერისთავოს ცენტრი. ააგეს IX საუკუნეში მდინარე მაჭისწყლის (ახლანდელი მაწიმისწყალი, საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო მცირე მდინარე, ერთვის მდინარე ალაზანს) ხევში. მაჭი იყო კახეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია. შემორჩენილია ნანგრევები (კედლების, კოშკ-ბურჯების, ეკლესიის, გადახურული წყალსაცავის, ხაროებისა და სხვა).
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 515.
- მაჭის ციხე (საინგილო), საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი