მაჭის ეკლესია, ასევე ცნობილია, როგორც თოღის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი კახეთის მხარეში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ლაგოდეხი-ბელაქნის გზატკეცილიდან ჩრდილოეთით, 5 კმ-ის დაშორებით მდინარე მაწიმისწყლის ხეობაში, მაღალ, ფლატენაპირებიან ხერთვისზე. თარიღდება შუა საუკუნეებით.

მაჭის ეკლესია

მაჭის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერს:

ვიკიციტატა
„ბელაქნის წყლის შესართავს ზეით, მოერთვის ალაზანს მაწიმის წყალი... ამ ხევზედ არს, მთასა შინა თოღა, სასახლე მეფეთა, ფრიად მშუენვარე ზაფხულს. ამას ეწოდა მაჭი[1].“

მაჭის ციხის სამხრეთით, მდინარის მარცხენა მხარეს, დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით მდებარეობს დარბაზული ეკლესია, რომელიც ნაგებია რიყის ქვით კირის ხსნარზე. შესავლელი აქვს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. შვერილი აფსიდა ნალისებურია, გარედან ხუთკუთხა. დასავლეთ კედელსა და საკურთხეველში თითო სარკმელია.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმი) ინახება ოქროს ხატი, რომლის წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ალექსანდრე II კახთა მეფესა და მის მეუღლე თინათინს მაჭში (იგივე თოღაში) აუგიათ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მისთვის სწორედ ეს ოქროს ხატი შეუწირავთ[2].

მაჭის ეკლესიას და ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[3].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მარჯანიშვილი გ. ჰერეთი, თბ., 2005, გვ., 14-16
  • ქართლის ცხოვრების ტოპარქეოლოგიური ლექსიკონი,თბ., 2013., გვ., 254-255

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 13024