მაჭახელას ეროვნული პარკი
მაჭახელას ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აჭარაში, მდინარე მაჭახელისწყლის ხეობაში. ფართობი 7333,18 ჰა.[1]
მაჭახელას ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
ქვეყანა | საქართველო |
უახლოესი ქალაქი | ბათუმი |
ფართობი | 7333,18 ჰა |
დაარსდა | 2012 |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
ოფიციალური საიტი | apa.gov.ge |
ისტორია
რედაქტირებადაარსდა 2012 წელს, უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით. მაჭახელას ეროვნული პარკი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი ბათუმიდან 30 კმ-ითაა დაშორებული.
პარკის ტერიტორიის 95% ტყით და გაუვალი ბუჩქნარითაა დაფარული, აქ ხარობს ისეთი რელიქტური და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერნისა და სმირნოვის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ. პარკში ფუნქციონირებს ორი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი.
მაჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან-ოქტომბრამდე[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს კანონი მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ // სსმ, 6179-რს, 15.05.2012.
- ↑ მაჭახელას ეროვნული პარკი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-05-13. ციტირების თარიღი: 2024-05-13.