მატილდა მარკოლი (დ. 30 ნოემბერი, 1969) — იტალიელი მათემატიკოსი ფიზიკოსი. დაკავებულია კვლევითი სამუშაოებით მათემატიკისა და თეორიული ფიზიკის დარგში. მას მიენიჭა გერმანიის სამეცნიერო საზოგადოების ჰაინც მაიერ-ლაიბნიც-პრაის პრიზი და ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სოფია კოვალევსკაიას პრემია. მრავალი წიგნის ავტორი და რედაქტორია. ამჟამად არის ტორონტოს უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი და პერიმეტრის ინსტიტუტის წევრი.[1]

მატილდა მარკოლი
მშობლიური სახელი იტალ. Matilde Marcolli
დაბადების თარიღი 30 ნოემბერი 1969 (54 წლის)
კომო, ლომბარდია, იტალია
მოქალაქეობა იტალიის დროშა იტალია
პროფესია მათემატიკოსი, ფიზიკოსი
ჯილდოები

სოფია კოვალევსკაიას სახელობის პრემია (2002)

ჰაინც მაიერ-ლაიბნიცის სახელობის პრემია (2001)

ბიოგრაფია

რედაქტირება

მატილდა მარკოლი დაიბადა 1969 წლის 30 ნოემბერს. 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა მილანის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, სადაც მისი ხელმძღვანელი იყო რენცო პიჩინინი. დაიცვა დისერტაცია დელამინაციის თვითეკვივალენტურ კლასებზე. 1994 წელს გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩიკაგოს უნივერსიტეტში გახდა მაგისტრის (1994) ხარისხის მფლობელი მათემატიკის დარგში, ხოლო 1997 წელს დაიცვა დისერტაცია ზაიბერგ-ვიტენის კალიბრაციის სამგანზომილებიან ასპექტებზე მელვინ როტენბერგის ხელმძღვანელობით და მიიღო დოქტორის ხარისხი. 1997 წლიდან 2000 წლამდე მუშაობდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში მათემატიკის კათედრაზე ლექტორად.

2000-დან 2010 წლამდე მას ეკავა C3 პოზიცია (ასოცირებული პროფესორის გერმანული ეკვივალენტი) მაქს პლანკის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში ბონში და ასევე ასოცირებული პროფესორის პოზიცია ტალაჰასეში ფლორიდის შტატის უნივერსიტეტში. მატილდა მარკოლი ასევე ბონის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია. 2008 წლიდან 2018 წლამდე იკავებდა მათემატიკის პროფესორის ადგილს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკის, მათემატიკის და ასტრონომიის დეპარტამენტში. ამჟამად არის ტორონტოს უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი და პერიმეტრის ინსტიტუტის წევრია.

მატილდა მარკოლი კითხულობდა ლექციებს მოწვეული ლექტორის რანგში ტატას ფუნდამენტური კვლევების ინსტიტუტში მუმბაიში, კავლის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში სანტა-ბარბარაში, მიტაგ-ლეფლერის ინსტიტუტში სტოკჰოლმში, ისააკ ნიუტონის ინსტიტუტში კემბრიჯში და მათემატიკური მეცნიერებების კვლევით ინსტიტუტში ბერკლიში, კალიფორნია. [2]

კვლევითი სამუშაოები

რედაქტირება

მარკოლის კვლევები ეხება მათემატიკისა და თეორიული ფიზიკის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა: ლიანდაგის თეორია და დაბალგანზომილებიანი ტოპოლოგია, ალგებრულ-გეომეტრიული სტრუქტურების ველის კვანტურ თეორიაში, არაკომუტაციურ გეომეტრიას გამოყენებით რიცხვების თეორიასა და ფიზიკურ მოდელებთან, რომელიც განსაკუთრებით დაკავშირებულია ნაწილაკების ფიზიკასთან, კვანტურ გრავიტაციასთან და კოსმოლოგიასთან, ასევე კვანტურის ჰოლის ეფექტთან.[3]

მატილდა მარკოლი თანამშრომლობდა რამდენიმე მათემატიკოსთან და ფიზიკოსთან, მათ შორის იყვნენ იური მანინი და ალენ კონი. 2006-2010 წლებში მისი ხელმძღვანელობით ათმა კურსდამთავრებულმა მიიღო დოქტორის ხარისხი.[4]

პრემიები და ჯილდოები

რედაქტირება

2001 წელს მან მიიღო გერმანიის სამეცნიერო საზოგადოების (DFG) ჰაინც მაიერ-ლაიბნიც-პრაის სახელობის პრემია. [5] 2002 წელს — ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სოფია კოვალევსკაიას პრემია. [6] 2008 წლის ევროპის მათემატიკოსთა კონგრესზე ამსტერდამში იყო პლენარული მომხსენებელი (მოხსენება ეხებოდა რენორმალიზაციას, გალუას სიმეტრიასა და მოტივებს). [7] 2010 წელს იყო მოწვეული მომხსენებელი ჰაიდერაბადის საერთაშორისო მათემატიკურ კონგრესზე (მოხსენებით არაკომუტაციური გეომეტრიისა და არითმეტიკის შესახებ). [8]

  1. "Data sheet". www-math.mit.edu. Archived from the original on 2011-06-08. Retrieved 2011-04-05.
  2. Matilde Marcolli. ციტირების თარიღი: 2022-02-02
  3. "Mathmatecs people" (PDF). www.ams.org.
  4. "Matilde Marcolli: Collaborators and Students". www.its.caltech.edu.
  5. Heinz Maier-Leibnitz-Preis 2001. ციტირების თარიღი: 2022-02-02
  6. "Mathmatecs people" (PDF). www.ams.org.
  7. Guide to Amsterdam 5th European Mathematical Congress. ციტირების თარიღი: 2022-02-02
  8. International Congress of Mathematicians 2010, Hyderabad. ციტირების თარიღი: 2022-02-02