მატაგალპა
მატაგალპა — ქალაქი ნიკარაგუაში, არის მატაგალპის დეპარტამენტის დედაქალაქი. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 109 100 (2005) ადამიანს მაშინ, როდესაც დეპარტამენტის მოსახლეობა არის 480 000. მატაგალპა არის ნიკარაგუის სიდიდით მეხუთე ქალაქი. იგი მანაგუის შემდეგ ეკონომიკური მნიშვნელობით მეორე ქალაქია რესპუბლიკაში. მას "მუდმივი გაზაფხულის მხარესა" და "ჩრდილოეთის მარგალიტს" უწოდებენ.
მატაგალპა | |||||
| |||||
ქვეყანა | ნიკარაგუა | ||||
---|---|---|---|---|---|
დაქვემდებარება | მატაგალპის დეპარტამენტი | ||||
კოორდინატები | 12°55′43″ ჩ. გ. 85°55′03″ დ. გ. / 12.92861° ჩ. გ. 85.91750° დ. გ. | ||||
დაარსდა | 5 (17) აპრილი, 1851 | ||||
ფართობი | 640.65 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 680 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 109,100 კაცი | ||||
სასაათო სარტყელი | UTC−6 | ||||
საფოსტო ინდექსი | 61000[1] | ||||
ოფიციალური საიტი | http://alcaldiadematagalpa.gob.ni/ | ||||
სახელის წარმომავლობა
რედაქტირებამატაგალპელი ენათმეცნიერის კათოლიკე მღვდლის გილერმო კიენეს (ცხოვრობდა 1898 -1959 წლებში) მიხედვით, სიტყვა მატაგალპა მომდინარეობს სუმოს ენიდან, რაც ნიშნავს "წავიდეთ იქ, სადაც მთებია".
ამავდროულად არსებობს მეორე მოსაზრება. სიტყვა მატაგალპა უნდა ნიშნავდეს "მდინარის შემდეგ" და "მთებს შორის" (Aqui junto al agua" y "Entre Montañas"). ეს აღწერილობა ემთხვევა მატაგალპის მდებარეობას - იგი მართლაც მდინარე რიო გრანდე დე მატაგალპის შემდეგ ამწვანებულ მთებს შორისაა მოქცეული.
ისტორია
რედაქტირებაკოლონიამდელი ისტორია
რედაქტირებამატაგალპა თავდაპირველად ადგილობრივი მკვიდრების სოფელი იყო. მატაგალპელ ინდიელენს ჰქონდათ თავისი ენა, მაგრამ 1875 წლის შემდეგ იგი გაქრა. მატაგალპური ენით შედგენილი 92 სიტყვიანი დოკუმენტი აღმოაჩინა დანიელ ბრიტონმა ფილადელფიის ფილოსოფიური ბიბლიოთეკაში.
კოლონიის შემდგომი ეპოქა
რედაქტირებამატაგალპა დააარსეს 1554 წელს ესპანელებმა "ჩრდილოეთის ზღვის" - კარიბის ზღვის ძებნის დროს.
მატაგალპა მდებარეობს კონტინენტურ წყალგამყოფზე კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეს შორის. მატაგალპაში ოქრო პირველად აღმოაჩინეს 1850 წელს. ესპანელებისა და მეტისების გარდა ოქრომ გერმანელი ახალმოსახლეები მიიზიდა. იმ პეროდი ორი ყველაზე ცნობილი გერმანელი იყო ლუდვიგ ელსტერი და მისი ცოლი კატერინა ბრაუნი. მათ დათესეს ყავის პირველი პლანტაციები, და ცერცვი, რომელიც გერმანიაში გაიგზავნა გასაყიდად. ყავამ ქალაქში მიიზიდა 120-მდე ევროპელი ემიგრანტი, რომლებიც დაოჯახდნენ ადგილობრივ მაცხოვრებელ ქალებზე. მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ მატაგალპაში. 1930 წელს გამოჩნდნენ დანიელი ემიგრანტებიც და დასახლდნენ მთისწინეთში. თუმცა მათი უმეტესობა დაბრუნდა დანიაში, მას შემდეგ რაც ინდიელები აჯაყდნენ და აიღეს მატაგალპა. მხოლოდ გრიონებისა და მიულერების ოჯახები დარჩნენ.
მატაგალპა გადაიქცა ავანტიურისტ ულიამ უოლკერისგან დევნილთა თავშესაფრად. აჯანყებულმა პატრიოტებმა უოლკერის(რომელმაც თითქმის მთელი ნიკარაგუა დაიმორჩილა) წინააღმდეგ ჩამოაყალიბეს "ჩრდილოეთის რაზმი". მათ გაიმარჯვეს სან ხაკინტოს ბრძოლაში,
ეკონომიკა
რედაქტირებამატაგალპა მრავალფეროვანი მხარეა. აქ მოჰყავთ და გააქვთ ხორცი, ყველი, ყავა, კაკაო, ხახვი, პომიდორი, სხვადასხვა სახის ხილი და ბოსტნეული კულტურები. საკუთარი მოხმარებისთვის კი აწარმოებენ ხეს, სიმინდს, ხილს, ყვავილებს. მატაგალპა ცნობილია მთებით, რომლებიც ეკოტურიზმისთვის არის შესაფერისი. უკანასკნელ წლებში, გერმანული მთავრობის მხარდაჭერით აშენდა სასმელი და გამდინარე წყლის სისტემა. თითქმის დასრულებულია მანაგუა-სებაკოს გზატკეცილის მშენებლობა. ყოველივე ეს დადებითად აისახება ქალაქის განვითარებაზე.
კლიმატი
რედაქტირებამატაგალპაში, ისევე, როგორც ხინოტეგაში, მუდმივი გახაფხუილი დგას. ზღვის დონიდან 700 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ქალაქში საშუალო ტემპერატურა არის 26 °C - 28 °C, ხოლო შეფარდებითი ნესტიანობა 75%-85%-მდე მერყეობს. ნალექების წლიური რაოდენობა არის 1200-1900 მმ.
გალერეა
რედაქტირება-
ცენტრალური ქუჩა პარკ მორასანი და კათედრალი
-
სკოლისკენ მიმავალი მოსწავლე, პარკ მორასანი
-
ხედი სახლიდან
-
ეზო აპანტეში ,მატაგალპა
-
ქვედა ქალაქის ხედი მშრალ პერიოდში
-
დამოუკიდებლობის დღის ზეიმი, 2007
-
დამოუკიდებლობის დღის ზეიმი, 2007
-
საცხოვრებელი სახლი მატაგალპაში
-
საცხოვრებელი სახლი მატაგალპაში
-
საცხოვრებელი სახლი მატაგალპაში
-
პოლიციის ცენტრალური სადგური