რიო-გრანდე-დე-მატაგალპა
(გადამისამართდა გვერდიდან რიო გრანდე დე მატაგალპა)
რიო-გრანდე-დე-მატაგალპა (ესპ. Río Grande de Matagalpa) — მდინარე ნიკარაგუაში. იგი სათავეს იღებს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მატაგალპას მახლობლად და 450 კილომეტრის სიგრძის კალაპოტის გავლის შემდეგ ერთვის კარიბის ზღვას, სამხრეთ ატლანტიკის ავტონომიური რეგიონის ჩრდილოეთ მხარეს. რიო-გრანდე-დე-მატაგალპა ნიკარაგუის სიგრძით მეორე მდინარეა. სახელწოდება დაერქვა ქალაქისა და დეპარტამენტის ლა-კრუს-დელ-რიო-გრანდეს გამო.
რიო გრანდე დე მატაგალპა ესპ. Río Grande de Matagalpa | |
---|---|
ქვეყანა | ნიკარაგუა |
სათავე | 12°57′21″ ჩ. გ. 85°52′07″ დ. გ. / 12.95583° ჩ. გ. 85.86861° დ. გ. |
შესართავი |
კარიბის ზღვა 12°54′34″ ჩ. გ. 83°30′55″ დ. გ. / 12.90944° ჩ. გ. 83.51528° დ. გ. |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 450 კმ |
აუზის ფართობი | 18 445 კმ² |
— სათავე, — შესართავი |