მარჯანიშვილის მწვერვალი

მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალ

მარჯანიშვილის მწვერვალიმწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ცხენისწყლის ერთ-ერთი მდგენელის — ზესხოს სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3500 მ. აგებულია იურული ასპიდური ფიქლებით, ქვიშაქვებითა და კვარციტებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მწვერვალზე 1938 წელს მოეწყო საქართველოს ალპური კლუბის პირველი ექსპედიცია, რომლის ხელმძღვანელი იყო ალექსანდრე ჯაფარიძე.[1]

მარჯანიშვილის მწვერვალი
კოორდინატები: 42°55′20″ ჩ. გ. 43°16′16″ ა. გ. / 42.92222° ჩ. გ. 43.27111° ა. გ. / 42.92222; 43.27111
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ყაბარდო-ბალყარეთი
სიმაღლე 3500 
ქედი სვანეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები ფიქალი, ქვიშაქვა და კვარციტი
პირველი ასვლა 1938
მარჯანიშვილის მწვერვალი — საქართველო
მარჯანიშვილის მწვერვალი
მარჯანიშვილის მწვერვალი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მარჯანიშვილის მწვერვალი

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მანამდე ასვლის ექსპედიციები უცნობია.