მარკოთხის ქედი
მარკოთხის ქედი (რუს. Маркотхский хребет) — ქედი კავკასიონის ჩრდილო-დასავლეთ დაბოლოებაზე, რუსეთში კრასნოდარის მხარეში. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ეკვრის ნოვოროსიისკის უბე. სიგრძე 90 კმ-მდე, სიმაღლე 700 მ-მდე. აგებულია მერგელებით, კირქვებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია ბუჩქნარით (ჯაგრცხილა, ღვია და სხვა).
მარკოთხის ქედი | |
---|---|
საბაგირო გზა მარკოთხის ქედზე გელენჯიკიდან | |
კოორდინატები: 44°41′57″ ჩ. გ. 37°55′20″ ა. გ. / 44.69917° ჩ. გ. 37.92222° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 700 მ |
სიგრძე | 90 კმ |
ამგებელი ქანები | მერგელები კირქვები ქვიშაქვები |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 446.