მარკაზიტი
მარკაზიტი (ლათ. marcasita) — სულფიდების კლასის მინერალი, FeS2-ის ერთ-ერთი პოლიმორფული სახესხვაობა. კრისტალდება რომბულ სინგონიაში. გვხვდება შუბისებრი კრისტალების, აგრეთვე კონკრეციებისა და ჭვარტლისებრი მასის სახით. მოთითბრისფრო ყვითელია. ელვარება ლითონისებრი აქვს. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6-6,5; სიმკვრივე 4850-4900 კგ/მ³.
მარკაზიტი | |
---|---|
საერთო | |
კატეგორია | სულფიდების კლასის მინერალი |
ქიმიური ფორმულა | FeS2 |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | მოთითბრისფრო ყვითელი |
კრისტალის სინგონია | რომბული |
სიმაგრე მოოსის სკალით | 6-6,5 |
სიმკვრივე | 4850-4900 კგ/მ³ კგ/მ³ |
წარმოიქმნება ჰიდროთერმული ხსნარებიდან, აგრეთვე დანალექ ქანებში. იყენებენ გოგირდმჟავას წარმოებაში. წააგავს პირიტს, თუმცა მისგან განსხვავდება კრისტალური აღნაგობითა და ნაკლები სიმაგრით. ბუნებაში მარკაზიტი გაცილებით იშვიათად გვხვდება ვიდრე პირიტი. მაკროსკოპული ნიშანთვისებებით მარკაზიტს ხშირად პირიტად მიიჩნევენ. პირიტის გარდა მარკიზიტებთან ასოციაციაში შედიან სხვა მინერალებიც.
მარკაზიტის ადგილმდებარეობა გამოვლინებულია: რუსეთში (ურალი და სხვა), გერმანიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში და სხვ. საფრანგეთსა და სხვაგან მოიპოვება უფრო რადიალურ-სხივური ბრტყელი კონკრეციების სახით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 444.