კონკრეცია
კონკრეცია (ლათ. koncretio — შეზრდა, შედედება) — რადიალურ-სხივური აგებულების მომრგვალო ფორმის მინერალური აგრეგატი, რომელიც დანალექ ქანებსა და ფხვიერ ნალექებში წარმოიქმნება. ფორმის მიხედვით განარჩევენ სფეროსებრ, ელიფსოიდურ, ლინზისებრ და შეზრდილ კონკრეციებს. აქვს სხვადასხვა აგებულება: უხეშზოლიანი, გლობალური და სხვა. ამ მინერალურ წარმონაქმნებს აქვთ ზომები: რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე, იშვიათად 1 მ-საც აღწევს. შედგენილობით არის კარბონატული, Fe, Mn, Si და AL ჟანგეულების, სულფატებისა და სულფიდების კონკრეციები. კონკრეცია უმეტესად დიაგენეზის პროცესში წარმოიქმნება. ოკეანის ფსკერზე გავრცელებულია რკინა-მანგანუმის კონკრეციები, რომელთაც სამრეწველო მნიშვნელობა აქვს.
აღსანიშნავია, რომ კონკრეცია თავისი ევოლუციის მანძილზე ხშირად განიცდის შიდა სტრუქტურის ცვლილებას, რის შედეგად იგი წარმოქმნის უფრო რთულ გეოლოგიურ სხეულებს, მაგ. „კონკრეცია-ჟეოდა“, ან „სეპტარია“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 637.
- Годовиков А.А., Степанов В.И. Формы нахождения минералов. М., 2002.